Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიმიტრის სკიტი | PEMPTOUSIA

წმიდა დიმიტრის სკიტი

17 February 2013

წმიდა დიმიტრის სკიტი მდებარეობს ვატოპედის სავანის ჩრდილო–დასავლეთ მხარეს, ტყით დაფარულ მასივში, სავანიდან ბილიკით მანძილი ნახევარი საათის სავალზეა. სკიტს უპყრია ძველი სამონასტრო დაფუძვნების, ხალკეოსის, ადგილმდებარეობა, რომლის შესახებაც პირველი ცნობები 1030 წლიდან მოიპოვება და რომელიც აგარინების შემოსევის შედეგად განადგურდა. წმიდა დიმიტრის სკიტი თავდაპირველად 1628 წლის წერილობით დოკუმენტშია მოხსენებული, როგორც არქიმანდრიტ მაკარის ქტიტორობით დაარსებული ,,პრესვიტერ ანდრონიკე პალეოლოგის სკიტი’’. ამავე დოკუმენტშია  საუბარი წმიდა დიმიტრის სასწაულთმოქმედ საბურველზე – მანდილზე, რომელიც აქ იყო დაცული და თესალონიკის მმართველის ანდრონიკე პალეოლოგის ძღვენს წარმოადგენდა. მე–18 საუკუნიდან სკიტი ეტაპობრივად განიცდის აღმავლობას.

1729 წელს ჩამოყალიბდა წმიდა დიმიტრის სკიტის ტიპიკონი,  მოგვნიანებით ის განახლდა,  1752 წელს წმიდა ანას სკიტის წესებზე დაყრდნობით შემუშავდა და ტიპიკონმა მიიღო საბოლოო სახე. ამავე საუკუნის შუა წლებიდან სკიტში დაემკვიდრა დიონისე სიატისტი, იმ ეპოქის წმინდა მთის ერთ–ერთი სახელგანთქმული ასკეტი. ოდნავ მოგვიანებით მის სიახლოვეს ასკეტურ მოღვაწეობას შეუდგნენ ”კოლივადების მოძრაობის” (XVIII ს-ში დაწყებული მარლმადიდებლური ტრადიციების დაბრუნებისა და მათი ზედმიწევნითი დაცვის მომხრეთა მოძრაობა) მონაწილეები, მათ შორის იეროთეოსი, შემდგომში იდრას წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტრის ქტიტორი. წმინდა დიმიტრის სკიტი მოიცავს კირიაკონს (სკიტის მთავარი ტაძარი), სატრაპეზოს, სასტუმროს და სხვადასხვა ადგილზე მდებარე 25 კელიას, რომელთაგან უმეტესობა დღეს მიტოვებულია. ბიბლიოთეკაში დაცული იყო დიდი მნიშვნელობის მქონე ხელნაწერთა და ნაბეჭდ ტექსტთა ნაკრები, რომელიც მისი უკეთესი დაცვის უზრუნველსაყოფად დღეისათვის გადატანილია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, რომლის მფლობელობაშიც ითვლება სკიტი.

წმინდა დიმიტრის სკიტის კირიაკონის (სკიტეს მთავარი ტაძრი)  ფოტოსურათი, საჰაერო გადაღება

წმინდა დიმიტრის სკიტი 1920 – 30 წლების პერიოდის ფოტოსურათი. სკიტში წარმოდგენილია თხუთმეტი სახლი (კალივები*) ეკლესიებით და რვა მშრალიკალივა**

წმინდა დიმიტრის სკიტის ბეჭედი
წმინდა დიმიტრის სკიტის ბეჭედი
*კალივა – ქოხი, მცირე სამონაზვნო საცხოვრებელი, მათგან შედგება სკიტეები      **მშრალიკალივა – კალივა, რომელსაც არ გააჩნია ჭა სასმელი წყალით სარგებლობისათვის  
შინაარსი
სანიშნეები