Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ათონის აკადემია ”ათონიადა” | PEMPTOUSIA

ათონის აკადემია ”ათონიადა”

19 February 2013

XVIII საუკუნის დასაწყისიდან მთაწმინდაზე წარმოიშვა საგანმანათლებლო კერის დაარსების აუცილებლობა. ეს ნაბიჯი დიდ სამსახურს გაუწევდა ეკლესიას, ასევე დაპყრობილი მოსახლეობისათვის გახდებოდა განათლების მიღების საშუალება. ამ აუცილებლობის დაკმაყოფილება იტვირთა ათონის აკადემიამ ”ათონიადამ”, რომელიც დაარსდა იღუმენ მელეტი ვატოპედელისა და ვატოპედის სავანის საძმოს თაოსნობით. სასწავლებლის დაფუძვნების მოწმობა 1748 წელს გასცა პატრიარქმა კირილე V-მ, სავანის წარჩინებულების ხარჯებით კი   აღადგინეს მახლობელ გორაკზე  მდებარე შენობა-ნაგებობა.

სკოლის პირველი ხელმძღვანელი და ძველი ბერძნულის პედაგოგი იყო ნეოფიტე კავსოკალიველი, შემდეგ კი – აღაპი წმინდასაფლაველი. 1753 წელს სკოლის მართვა ჩაიბარა გამოჩენილმა სიტყვის დიდოსტატმა ევგენი ვულგარისმა. სწავლების რეფორმირებული პროგრამა მოიცავდა კლასიკურ ფილოლოგიას, ძველ და ახალ ფილოსოფიას, მათემატიკასა და ფიზიკას. ვულგარის  დამხმარე, რომელიც ასწავლიდა გრამატიკას,  იყო პანაიოტის პალამა.

ათონიადას აკადემიის და წყალსადენის ღარის საერთო ხედი

ათონიადას აკადემიის და წყალსადენის ღარის საერთო ხედი

 

”ათონიადის” ასაღორძინებლად განხორციელებულ მუდმივ ძალისხმევას სასურველი შედეგი არ გამოუღია. 1761 წელს პატრიარქ სერაფიმე II-ის პირველ მცდელობას მოჰყვა აკადემიის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ზერზულის გადადგომა და მოწაფეების მიერ ათონიადას დატოვება. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ საპატრიარქოს აკადემიაში ევგენის სწავლების ტრადიციებს. ასევე კრახი განიცადა 1769 წელს ამავე პატრიარქის სხვა მცდელობამ, მიზეზი გახლდათ ვატოპედელი მამების წინააღმდეგობა, ისინი აშკარად არ ეთანხმებოდნენ ყოფილი პატრიარქ სერაფიმე II-ის განზრახვას, სასწავლებლის მმაართველად კირილე კოზანელის დანიშვნას, რომლის მიზეზიც არ არის ცნობილი. ასევე უნაყოფო აღმოჩნდა 1782 წელს    გაბრიელ IV-ის მიერ სკოლის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, მოგვიანებით კი – ვატოპედელი მამების მცდელობაც. 1809 წელს აკადემიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, რამაც იმდროინდელი სწავლული საზოგადოების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მიუხედავად ყველაფრისა, ათონის აკადემიის ”ათონიადას” კურსდამთავრებულები  XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაკლანეთში ყველა ძირითადი იდეური მიმდინარეობის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ და გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული ტრადიციების აღორძინებასა და განმტკიცებაში.

შინაარსი
სანიშნეები