Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღმრთისმსახურება | PEMPTOUSIA

ღმრთისმსახურება

19 February 2013

ცენტრალური ადგილი კინოვიის (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი მონასტერი) ცხოვრებაში საზოგადო, საღმრთისმსახურებო მოქმედებებს უჭირავს. ყოველდღიური ერთობლივი მსახურება აღესრულება კათოლიკონში  (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნების, საღმრთო ლიტურგიის, მწუხრისა და სერობის მსახურებებად. დიდი საეკლესიო დღესასწაულებისა და კვირა დღის გარდა საღმრთო ლიტურგია ტარდება მონასტერში არსებულ სხვადასხვა ეკვდერში.

საღმრთისმსახურებო ცხოვრებას განსაზღვრავს ვატოპედის ლიტურგიული ტიპიკონი. იგი არის იერუსალიმის ტიპიკონი, რომელიც დამუშავდა კონსტანტინოპოლში, სტუდიონის მონაზვნების მიერ XI საუკუნეში. შემდგომ, ეტაპობრივად დაიხვეწა და ნელ-ნელა მიიღო სრულყოფილი სახე. ტიპიკონის ხელნაწერის საბოლოო ვარიანტი დათარიღებულია  1869 წლით და მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება.

კანონარხი და მგალობლები მარჯვენა ქოროში

კანონარხი და მგალობლები მარჯვენა ქოროში

დაუჯდომელის წარმოთქმა საკურთხეველში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელის საწაულთმოქმედ ხატთან ”საკურთხევლისა”

უმნიშვნელოვანესი მსახურებები რომლებიც აღესრულება კონკრეტულ, გამორჩეულ დღესასწაულსა და სხვა გარემოებისას არის:

1)    ღამისთევის მსახურება, აღსრულებული საუფლო და ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაულების (შობა, მიძინება და სხვა), ასევე გამორჩეულ წმინდანთა ხსენების დროს.

2)    მონასტრის დღესასწაულისას აღსრულებული მსახურებები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარება (25 მარტი), ვატოპედელ წმინდანთა ხსენება (10 ივლისი), ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადება (31 აგვისტო), წმინდა ევდოკიმე ახალგამოცხადებულის წმინდა ნაწილების აღმოჩენა (5 ოქტომბერი).

3)    ყოველი თვის პირველ კვირა დღეს აღესრულება წყლის კურთხევა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწული მარიამის სასწაულთმოქმედი ხატით ”საკურთხევლისა”.

საერთო ტრაპეზი წარმოადგენს ყველა მონაზვნის ერთობლიობას სატრაპეზოში. აღესრულება ორჯერ, საღმრთო ლიტურგიისა და მწუხრის შემდეგ. არის ტაძარში დაწყებული მსახურების გაგრძელება. ამ დროს მონაზონი არ წყვეტს სულიერ კვებას, რადგან სატრაპეზოს ცენტრში მდებარე ამბიონიდან მკითხველი მონაზონი კითხულობს წმიდანთა ცხოვრებას, პატერიკს, სადღესასწაულო სიტყვებს, საკვირაო ქადაგებებს და სხვა.

საზოგადო მსახურების გარდა, ყოველ მონაზონს აქვს შესაძლებლობა იღვაწოს, ივარჯიშოს შინაგან ლოცვაში გონებრივი მუშაკობით, განსაკუთრებით საკუთარ კელიაში. შორეული მიზანი არის განხორციელება მცნებისა – ”მოუკლებელად ილოცევდით” (თესალონიკელთა I ეპისტოლე 5,17). ეს მიიღწევა შინაგანი  ვარჯიშით ეისოს ლოცვაში: ”უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!”. თავდაპირველად მონაზონი ლოცულობს პიროვნული განწმენდისათვის, თანდათან, როდესაც განიწმინდება ვნებებისაგან და საღმრთო მადლი გაუნათებს გონებას, ის იწყებს ლოცვას სხვა ადამიანისთვის, მწუხარეთათვის, მთელი მსოფლიოს ხსნისათვის. ეს გახლავთ მისი ძღვენი მთელი სამყაროსთვის.

ასევე მიმდინარეობს წმინდა წერილისა და მამათა პატერიკული ნაშრომების კვლევა, რომელიც ყველა მონაზვნის სულიერი საზრდოა და მიიჩნევა ლოცვის გაფართოებად, განვითარებად.

შინაარსი
სანიშნეები