Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღვთისმშობელი და მთაწმინდის თანამედროვე ბერმონაზვნობა | PEMPTOUSIA

ღვთისმშობელი და მთაწმინდის თანამედროვე ბერმონაზვნობა

21 February 2013

დედა ღვთისმშობელი ჭეშმარიტად ყველაზე თავმდაბალი, უსპეტაკესი, ყოვლად მოკრძალებული, ყოვლად მშვიდი, უმშვენიერესი და უწმინდესი იყო დედამიწაზე. იგი იყო დედა ღვთისა და ყოველი ადამიანისა. მისი სიმდაბლე ნამდვილი იყო, მისი სისპეტაკე – რჩეული, მისი მოკრძალება – მისი სამკაული, მისი მდუმარება – ყველაზე დიდ ქადაგებაზე მჭექარე. მისი სიწმინდე ყოვლად საჩინო და რეალური. მისი შეუბღალავი სიმდაბლე, მისი მთელი არსებით მარადქალწულობა, მისთვის დამახიასიათებელი მოკრძალება და მთელი ცხოვრება მისი უკიდეგანო მდუმარება ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგალითოა.

NEWICON resize _6[1]

ღვთისმშობლის ღვთის ნებისადმი სიხარულით მორჩილება სიყვარულსა და სიმდაბლეზე, შთაგონებასა და გამბედაობაზე მიგვანიშნებს. ეს არის ძალდაუტანებელი მოქმედება, ნებაყოფლობითი, ვინაიდან მას არ ძალუძს სხვანაირად იმოქმედოს.

დიდებულება სისუსტისა და მისი თავშეკავებულობა მას ხდიან დიდს, შესანიშნავს, ბრწყინვალესა და ერთადერთს. უქორწინებელი დედა წესისამებრ მხოლოდ ქვით ჩაქოლვას იმსახურებდა. იგი კი გულითადად ამბობს: დაე აღსრულდეს ნება არა ჩემი, არამედ ღვთისა („აჰა მხევალისა უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“).

ნაზარეთის ასულის უკიდურესი ნდობა ღვთის ნებისადმი, რომელიც მას მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ემცნო, ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც არ მივენდობით უფალს და გვაქვს უამრავი ეჭვი მის მიმართ და მას პირობებს ვუყენებთ და ველით რაღაც სანაცვლოს. ასე არ არის?

ამაღელვებელია ღვთისმშობლის პოზიცია ქორწილში გალილეის კანაში. იგი ჩვეულებისამებრ მდუმარებაშია. მაგრამ ერთ მომენტში, როცა იგი დაინახავს რომ ქორწილის სუფრაზე ღვინო აღარ არის, არღვევს ამ მდუმარებას და სთხოვს მის საყვარელ ძეს, წყალი ღვინოდ აკურთხოს,  რათა მიწვეული სტუმრების სიხარული ნაკლულევან არ იქმნეს. უფალი იესო ქრისტე თავიდან თითქოსდა არ ისმენს მის სიტყვებს, ჩანს რომ ზღვარს ავლებს საკუთარ თავსა და დედა ღვთისმშობელს შორის. საბოლოოდ უფალი ამ თხოვნას ასრულებს. მთაწმინდის სულიერი მამები ამბობენ, რომ რასაც დედა ღვთისმშობელი თხოვს უფალს, იგი მას უსრულებს, ვინაიდან განსაკუთრებულად უყვარს იგი. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ღვთისმშობელმა გალილეის კანაში მდუმარება დაარღვია. პირველად მან მდუმარება როგორც ცნობილია ხარების დროს დაარღვია და კიდევ მაშინ როცა თორმეტი წლის იესოს ტაძარში ეძებდა. მაშასადამე, კანაში იგი არღვევს მდუმარებას, რათა თავის ძეს სასწაულის მოხდენა სთხოვოს მოწვეული სტუმრების სიხარული რომ ნაკლულევანი არ იყოს. ამდაგვარად, იგი ადამიანთა სიხარულის მიზეზი ხდება, აკავშირებს რა იგი ადამიანებს მოწყალე, სასწაულთმოქმედ და მადლისმომცემელ უფალთან.

ღვთისმშობლის სულიერი სილამაზე შესანიშნავად ჩანს მისი ძის ჯვარცმის დროსაც. მას სტკივა, მაგრამ სევდას არ მიეცემა, დამწუხრებულია, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მიეცემა. საოცარი დედა – ისტერიების, წამოძახილების, გულის შეწუხების, ქალური ქმედებების გარეშე, რომელსაც არ სჭირდება ნუგეშინისცემა. მან კარგად იცის, რომ მისი ძე ნებაყოფლობით ეცმის ჯვარს, შეგნებულად ემორჩილება მისი ზეციერი მამის ნებას. იგი ტკვილის მისტერიას მის მეგობარ მდუმარებაში განიცდის. წინ არ აღუდგება მკაცრ ჯვარმცემელებს, არ ეძებს სამართალს ხელისუფალთაგან, ითმენს მომავლის იმედით და საკუთარ თავზე მაღლა დგება. რამდენ რამეს გვასწავლის იგი ტკივილის, უბედურების, უარყოფისა და დევნის დროს ჩვენს მოუთმენლობაში… სუსტი დედა ღვთისმშობელი ხდება ძლიერი, უბრალო – გმირობის   სიმბოლო, სულმდაბლობასა და ანგარებაში მყოფთა გონებისათვის მიუწვდომელი დიდებულება.

Stavrosis 10

წმინდა იოანე დამასკელი, ჩვენი ეკლესიის უდიდესი დოგმატიკოსი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღვთისმშობელს ყოვლაწმინდა სამების თაყვანისცემის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ეს სიტყვები საკმარისია იმის წარმოსაჩენად, თუ რაოდენ დიდ პატივს მიაგებს ღვთისმშობელს მართლმადიდებელი ეკლესია. რამდენად დიდ ნაკლულევანებაში არიან სინამდვილეში პროტესტანტები, რომლებიც მას საერთოდ არ სცემენ თაყვანს. დედა ღვთისმშობელს ჩვენ ყოველთვის ქრისტესთან მივყავართ. უფალ იესო ქტისტეს შემდეგ დედა ღვთისმშობელი ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ეკლესიაში.  წმინდა მთაზე (ათონი) ღვთისმშობლის თაყვანისცემა უმაღლეს საფეხურზეა.

წმინდა ათონი, წმინდა მთა, ღვთისმშობლის ბაღი, როგორც მას საბედნიეროდ პირველად გამოჩენილი ბერის კესარიოს დაპონტეს ქსეროპოტამელის მიერ ეწოდა, ძველი ტრადიციის თანახმად ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი ყველაზე მეტად პატივცემულია მთაწმინდაზე.  ბრძენი მთაწმინდელი მამის და ჩვენი ეკლესიის დიდი მამის გრიგოლ პალამას მშვენიერი სადიდებლის თანახმად, მასსავით მთაწმინდელად წოდებულ ღირს მამას, პეტრე მთაწმინდელს, როგორც დედა ღვთისმშობელი დაპირდა, რომ იგი წმინდა მთის ბერების მფარველი, მცველი, მკურნალი, მზრუნველი და მეოხი იქნებოდა მისი ძის წინაშე. ეს დაპირებები დღევნდელმა მონაზვნებმაც უწყიან და რომლებიც შესაძლოა ძველი დროის მონაზვნებს რამოდენიმე წილად ჩამორჩებიან  უბრალოებაში, მაგრამ მათ მუდამჟამ აქვთ სულიერი კეთილგანწყობა და ღვთისმოსავნი არიან.

ჩვენი დედა ღვთისმშობელი, როგორც უკვე ვთქვით, არ არის უბრალოდ ერთი კარგი, უბრალო, მოკრძალებული და მშვენიერი ქალი. იგი მხოლოდ განსაკურებულად მორწმუნე და ზნეობრივი პიროვნება კი არ არის, არამედ სურლყოფილი, ერთადერთი და ყოვლადწმინდაა. პირველმა მან  ევამ ედემის საუცხოო ბაღში მორჩილების არ შესრულებით დაახშო სასუფევლის კარი. მეორე ევამ კი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მორჩილების გზით გახსნა სასუფევლის კარი. და  ყოვლადქებული მახარობელი გახდა ჩვენი ცხოვნების თავი. ამიტომაც გულკეთილი ათონელი კოლივადელი ბერები, ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელით დაწყებული, აქებენ და ადიდებენ მას მშვენიერი სადიდებლებით და როგორც თვითდევნილნი მონასტრებს ღვთისმშობლის ხარების სახელზე აშენებენ.

მთაწმინდის დიდი ლავრის, ვატოპედის და ფილოთეოსის მონასტრები ხარების სახელზეა აგებული, ისევე როგორც ქსენოფონტეს სკიტე და სხვა კელიები. ღვთისმშობლის შობის სახელზეა ახალი სკიტეს კირიაკონი (სკიტეს მთავარი ტაძარი) და სხვა მრავალი კელიები, ისევე როგორც ნეტარი ბერი პაისის კელია, რომელსაც ღვთისმშობელი განსაკუთრებულად უყვარდა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა ივერთა მონასტერი, სადაც ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება, ასევე პროტატის ყოვლადპატივცემული წმინდა ტაძარი და სხვა კელიები. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზეა აგებული ხილანდარის წმინდა მონასტრის ცენტრალური ტაძარი.

Oigoumenia tou athos

წმინდა მთაზე ღვთისმშობლის დაახლოებით 60 ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატია, მათ შორის ბიზანტიური ეპოქის, ახალი შექმნილებიც, ძვირფასი პერანგებით შემოსილი, მრავალი შემოწირულობებით, მოოქროვილ-მოვერცხლილი კანდელებით შემკული, რომლებსაც მუდმივად ეამბორებიან ღვთისმოშიში მონაზვნები თუ ღვთისმოსავი მომლოცველები. მათ წინაშე მუდამ იკითხება ბრწყინვალე დაუჯდომლები, პარაკლისები, შუაღამიანი ლოცვები ღვთისმშობლის მიმართ, ნამდვილი თაფლის  კელაპტრები  ანთია და კეთილსურნელოვანი საკმეველი იკმევა. მათ წინაშე აღევლინება ლოცვა-ვედრებანი, თაყვანს სცემენ მათ და მრავალგზის იდრეკენ მუხლს მეტანიებით. ამ ხატებს საოცარი ისტორიები აქვთ, ჩაწერილია მათთან დაკავშირებული სასწაულები, გარდამოცემები და მოწმობანი. მათ წინაშე ხან ფსალმუნები იკითხება, ხან კი სასულიერო საგალობლები იგალობება, სულიერი, გულის გასახარნი. მათ შორის აღსანიშნავია ღირსი ათანასე მთაწმინდელის დიდი ლავრის „იკონომისას“ და ღირსი იოანე კუკუზელისის „კუკუზელისას“ სახელით ცნობილი საგალობლები. ეს უკანასკნელი ის ცნობილი მგალობელი იყო, რომელსაც თავად დედა ღვთისმშობელმა მისცა საზღაური მისი შესანიშნავი გალობისათვის. ვატოპედის მონასტრის „საკურთხევლისა“ (იგივე „ვიმატარისა“), ივერონის მონასტრის „კარიბჭის“ (იგივე „პორტაიტისა“),  ხილანდარის მონასტრის „სამხელას“ („ტრიხერუსა“), დიონისეს მონასტრის „დაუჯდომლის“, ყუთლუმუშის მონასტრის „ყოვლადმოწყალე მეოხი“, პანტოკრატორის მონასტრის მფარველის „გერონტისას“, დოქიარის მონასტრის „მსწრაფლშემსმენლის“, ფილოთეოსის მონასტრის „ტკბილი ამბორის“, წმინდა პავლეს მონასტრის „მირონმდინარის“, ქსენოფონტეს მონასტრის „ოდიგიტრიას“, კონსტამონიტის მონასტრის „ანტიფონიტრიას“, პროტატის „ღირს არსის“ და სხვა მრავალი ხატების საგალობლები… ათონელი ღირსი მამების ღვთივსათნო ცხოვრებებში, რომლებსაც ერთ ტომში მოვუყარეთ თავი, ვხედავთ მუდმივ და ცოცხალ ურთიერთობას ღვთისმშობელთან: ბერი გაბრიელ კარიესელი, რომელმაც პირველმა მოისმინა მთავარანგელოზის გალობა „ღირს არსი“, გაბრიელ ბერი ივერთა მონასტრიდან, რომელმაც გამოასვენა ზღვიდან კარიბჭის – პორტაიტისას მრავალ სასწაულთა მოქმედი ხატი.

საბა ხილანდარის მონასტრიდან, რომელსაც იერუსალიმიდან ჩამოაქვს ღვთისმშობელის ხატი „სამხელა“, დიონისე თავისივე სახელობის მონასტრის ამშენებელი, რომელსაც მოაქვს „დაუჯდმლის“ ხატი, ანტონი რუსის, ესფიგმენის მონასტრიდან ღვთისმშობლის ბრძანებით რომ ჩადის თავის სამშობლოში რათა დარგოს ბერმონაზვნობის ხე და გაახაროს იგი, სიმონ მირონმდინარე, რომელსაც დედა ღვთისმშობელი მიანიშნებს მისი დიდებული ტაძრის ასაშენებლ ადგილს, გრიგოლ პალამა, რომელიც ღვთისმშობლის შუამდგომლობით ღვთისგან  მრავალი ნიჭით დაჯილდოვდება, მათ შორის ღვთისმეტყველების ნიჭით, რომლის საშუალებითაც იბრძოლა ღვთისადმი მართლმადიდებლური რწმენისათვის“, მაქსიმე კავსოკალიველი, რომელსაც თავად დედა ღვთისმშობელმა გზა გაუკვლია საოცარი მოღვაწეობისკენ. წმინდა ანას სკიტის ბერი გერონტი, რომელმაც ღვთისმშობლის მინიშნებით სასმელი წყალი გადმოადინა იქ მოღვაწე მამებისათვის.

ღვთისმშობლის თანამყოფობა მთაწმინდაზე თანამედროვე სათნო მამების ცხოვრებაშიც შეიგრძნობა. ახალსკიტელი ბერი იოაკიმე სპეციერისი ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვისას მიიცვალა. რუს მოღვაწე პაპა-ტიხონს ღვთისმშობლისგან საკუთარი გარდაცვალების დრო ეუწყა. კარულიზე მცხოვრები ბერი ფილარეტი კი ხშირად ამბობდა რომ იმ ხრიოკ ადგილას თავად დედა ღვთისმშობელი აძლებინებდა მას. გამოცხადების (ფანერომენოდ წოდებული) კელიის მკვიდრის ბერ ევლოგის თქმით, ღვთისმშობელმა იგი წმინდა მთაზე თავად მოიყვანა თავისი სოფლიდან. წმინდა ანას სკიტეს ბერის მამა იოაკიმეს თქმით კი (რომელსაც პაპა-იოაკიმეს ეძახდნენ)  მას ღვთისმშობლის კალთის მფარველობით მალული ნუგეში მიეცა იმდენად გრძელი წვერის სახით, რომ იგი მიწას სწვდებოდა. წმინდა გრიგოლის მონასტრის იღუმენმა ათანასემ თავისი კელიის დედა ღვთისმშობლის ხატი მრვალგზის ამბორისყოფით ლამის „შეჭამა“. ნეტარ ბერ იერონიმეს სიმონოპეტრას მონასტრიდან დედა ღვთისმშობლის სახელის ხსენებისას და გაგებისას თვალს ცრემლი მოადგებოდა. ყველასთვის ცნობილი ბერი პაისი მთაწმინდელის თქმით კი დედა ღვთისმშობელი ზუსტად ისეთია, როგორიც არის იგი იერუსალიმის ხატზე გამოსახული. მამა ეფრემ კატუნაკელმა ერთ-ერთი შეხვედრისას ასეთი რამ თქვა: „მოვიდა დედა ღვთისმშობელი და მეამბორა“. მამა ეფრემს მისი ბაგეებიცა და ხმაც შეუგრძვნია. აი ეს არის ჩვენი რწმენა. ცოცხალი რწმენა. ასეთია ჩვენი ღვთისმშობელი. და ამის შემდეგ კიდევ არის საჭირო დიდაქტიკური ეპილოგი ან სულიერი დასკვნის გაკეთება? მხოლოდ ერთი რამ მინდა დავამატო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობის მოცემისათვის, ჩემო საყვარელნო, რომ კვლავ დავკავებულიყავი დედა ღვთისმშობლის უწმიდესი პიროვნებით. თანამედროვე მთაწმინდის მონაზვნობა ნამდვილად, ჭეშმარიტად, მუდმივად და უსასყიდლოდ ღვთისმშობლის მოთაყვანეა.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმინდელი, ჟურნალი „საკურთხევლის კარი“, ტომ.1, 49-52 გვ.

შინაარსი
სანიშნეები