Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
საქმენი მორჩილებისანი | PEMPTOUSIA

საქმენი მორჩილებისანი

22 February 2013

ვატოპედის წმინდა და დიდი სავანეს საძმოს პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი არის მონაზონთა ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ასევე წარმოადგენს მათი ასკეტური ცხოვრების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს. მონაზონს, რომელიც გულმოდგინედ ახორციელებს სამორჩილე საქმეს, შესაძლებლობა აქვს ივარჯიშოს შრომისმოყვარეობაში, თავმდაბლობაში, მოთმინებაში, ურთიერთდახმარებაში, სიყვარულში და ამგვარად მიიღოს სულიწმინდის მადლი, ცდილობს ყოველ წამს აღასრულოს უფლის სიტყვები, რომელიც არ მოვიდა ”რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად” (მათე 20,28) და მონდომებულია, რათა ყველა ადამიანში პიროვნულად დაინახოს ქრისტე.

მონასტრის წმინდა კრება ყოველი წლის 1 იანვარს,  მოთხოვნილებების საჭიროებიდან გამომდინარე, ადგენს საქმენს მორჩილებისანს, სადაც გათვალისწინებულია მორჩილთა სპეციფიკური ცოდნა და თანდაყოლილი ნიჭი. ვალდებულებების სიმძიმის გათვალისწინებით რომელიმე, კონკრეტული მორჩილებანით შეიძლება დაკავებული იყოს რამდენიმე ანუ უფრო მეტი პიროვნება და პირიქით. შესაბამისად ზოგიერთ მონაზონს სხვებისაგან განსხვავებით უფრო მეტი ვალდებულება აქვს.

...და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი...

…და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი…

...და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი...

…და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი…

კონკრეტული მორჩილებანი რჩება უცვლელად გარკვეული დროის განმავლობაში, როგორიცაა პურის მცხობელი (ხაბაზი), მაშინ როცა უმეტესი მათგანი წარმოდგება არსებული გარემოებებიდან და მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ზოგიერთი მათგანი არის ძველი და დროის მსვლელობასთან ერთად განიცადა სახესხვაობა (მათრახის მქნეველი გარდაიქმნა ავტომობილის მძღოლად), იმ დროს, როცა თანამედროვე მოთხოვნებმა და პირობებმა წარმოქმნა ახალი საქმენი (როგორც ის, ვინც პასუხისმგებელია ხელოვნების ნიმუშების შენახვაზე). გარკვეული  მათგანი კი აღარ არის მოქმედი, როგორიცაა თხის მწყემსი, მეწისქვილე, ფოსტალიონი და ა.შ. ძირითადი საქმენი მორჩილებისანი არიან:

იკონომოსი – მისი ვალდებულებაა დამხმარე მოსამსახურეთა ზედამხედველობა, საძმოს წევრებისათვის  აუცილებელი ნივთების მიღება, მათი შენახვა და ა.შ.

მდივანი (კანცელარი) – პასუხისმგებელი არის მონასტრის წერილობითი საბუთების შედგენაზე, არქივის შენახვასა და მიმოწერის წარმოებაზე.

ხაზინადარი – ხელმძღვანელობს მონასტრის ეკონომიკურ საქმიანობას.

მეჭურჭლეთუხუცესი – პასუხისმგებელია საღმრთო ჭურჭლის და საეკლესიო ძვირფასეულობის დაცვაზე.

ბიბლიოთეკარი (ან წიგნების მცველი) – აქვს პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკაში (იცავს ხელნაწერებსა და ბეჭდურ ნიმუშებს), ემსახურება მკითხველს.

ხელნაწერთა ბიბლიოთეკა

ხელნაწერთა ბიბლიოთეკა

არქივარიუსი – დაკისრებული აქვს მონასტრის არქივის დაცვა.

ტიპიკარი – პასუხისმგებელია საღმრთისმსახურებო ტიპიკონის შესრულებაზე.

ეკლესიასტიკოსი (ეკლესიის მსახური) – ვალდებულია და ზრუნავს კათოლიკონის  (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) მოვლა-პატრონობაზე.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელის ხატი ”საკურთხევლისა”, დამშვენებულია ”ლიმონებით”, დღესასწაულებისას წმინდა ხატის საკურთხეველიდან გამობრძანების დროს მოთავსებულია მის წინ.

საკურთხევლის მსახური – პასუხისმგებელია კათოლიკონის  (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) საკურთხეველზე.

მნათე – ზრუნავს ყოველდღიურად ზართა რეკვაზე.

მესტუმრე – კომპეტენტურია მომსვლელთა, მომლოცველთა მასპინძლობაზე.

მესტუმრეს დამხმარე – წარმოადგენს მის დამხმარეს.

მეგარდირობე – პასუხისმგებელია საძმოს ტანსაცმელზე.

მზარეული – ამზადებს მონაზონთა ყოველდღიურ საკვებს.

ხაბაზი – პასუხისმგებელია პურის ცხობაზე.

მეტრაპეზე – აქვს მოვალეობა სატრაპეზოზე, მონაზვნებისათვის და მომლოცველთათვის საკვების გაცემა-განაწილებაზე.

დოქიარი – (მეკუჭნავე) – პასუხისმგებელია სათავსებზე, ადგილებზე სადაც ინახება ზეთი.

მეტყევე – აქვს მოვალეობა ტყის დაცვასა და შეშის დამზადებაზე.

მებაღე – (ან მებოსტნე; ან მეხილე) ზრუნავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაშენება-მოყვანაზე.

მეკარე – არის კარიბჭის მცველი და ეგებება მონასტერში მომსვლელებს.

მეგზური – პასუხისმგებელია მეგზურურობა გაუწიოს მოსულ  სტუმარს.

თავად მორჩილებანი ერთმნიშვნელოვნად წარმოქმნიან მონასტრის მმართველობით ადგილებს, რომლებსაც ძირითადად იკავებენ (ითავსებებენ) უფრო დიდი დროით, როგორიცაა იღუმენი (სამუდამო მორჩილება), უფლებამოსილი წარმომადგენელი მთაწმინდის წმინდა კინოტში და პროტოსი (პირველი მმართველი), თანამდებობა, რომელსაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იკავებს ვატოპედელი მონაზონი. ასევე გარკვეული მონაზვნები, მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე მისდევენ სხვადასხვა ხელსაქმეებს: ხატწერა, ხეზე კვეთა, სანთლისა და საკმევლის წარმოება და ა.შ.

საგამომცემლო საქმიანობა

ვატოპედის სავანე საქმენი მორჩილებისანის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აყალიბებს საგამომცემლო პროგრამას. ამოძრავებს ის ერთადერთი სურვილი, რომ მართლმადიდებლობის მეშვეობით  დაეხმაროს და გააღვივოს  ქრისტიანებს შორის კავშირი, დააბრუნოს  ადრინდელი და ცხოველმყოფელი ტრადიციები, რომლებიც წინ მიუძღვის ადამიანს სულიერი სიმშვიდისა და საუკუნო დიდების ძებნისას. სავანის საგამომცემლო პროგრამა მოიცავს სულიერ, ისტორიულ, მეცნიერულ და სამხატვრო გამოცემებს.

შინაარსი
სანიშნეები