Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
კარიესი | PEMPTOUSIA

კარიესი

22 February 2013

წმინდა მთის მონაზვნური გაერთიანების დედაქალაქს, ანუ მმართველობის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი კარიესი. როგორც ჩანს, უკვე მე-10 საუკუნის დასაწყისიდან  აქ არსებობდა დასახლება, რომელსაც  „შუა“ ეწოდებოდა, რადგან ქალკედონის ნახევარკუნძულის თითქმის შუაში იყო მოქცეული. ამ ქალაქში იმყოფებოდა ე. წ. „პირველი“ – „პროტოსი“  ანუ მონაზვნური გაერთიანების ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. აქ მდებარეობდა ასევე ნახევარკუნძულის მთავარი ტაძარი, რომელსაც „პროტატონი“ (უპირველესი) ეწოდებოდა და წარმოადგენდა მთაწმინდელი მონაზვნების ძირითად საღმრთისმსახურო და ადმინისტრაციული თავშეყრის ადგილს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ტაძარი მცირე ზომის გახლდათ და შესაბამისად იგი არ იყო საკმარისი, რათა სამსახური გაეწია მონაზვნებისათვის, რომელთა რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა. წმინდა ათანასე ათონელის ზრუნვის შედეგად ის დაშალეს და მის ადგილას,  დაახლოებით 960 წელს, ააგეს ახალი, დღემდე არსებული ტაძარი. მის ფრესკებს, რომლებიც დაახლოებით 1300 წელსაა დაწერილი, გადმოცემა მიაკუთვნებს  თესალონიკელი შესანიშნავი მხატვრის შემოქმედებას, რომელიც მეტად უცნაური სახელით „პანსელინიოს” – „სავსე მთვარეთი“ არის მოხსენიებული. პროტატონში (ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში) დაბრძანებულია „ღირს არსის“ სასწაულთმოქმედი ხატი.  პროტატონის ახლოს მდებარეობს შენობა, სადაც იკრიბება წმინდა კინოტი (წმიდა მთის სულიერი მმართველობის ორგანო) და ასევე – კოშკი, სადაც არქივია განთავსებული. საარქივო საცავში მრავალი მნიშვნელოვანი საბუთია დაცული, მათ შორის 972 წლისა და 1045 წლის  ტიპიკონი,  დადასტურებული იმპერატორ იოანე ციმისკისა და კონსტანტინე მონომახოსის შესაბამისი ხელმოწერებით. კარიესში იმყოფება წმინდა მთის საერო ადმინისტრაციული მმართველი. აქ მდებარეობს ასევე ოცი დამოუკიდებელი მონასტრის რეზიდენცია – „კონაკი“, სადაც ცხოვრობენ მათი „წარმომადგენლები“, რომელნიც პერიოდულად მართავენ სულიერ კრებებს.

karyes  101

Karyes 102

წმიდა კინოტი

წმიდა კინოტი

karyes 104

 

 

 

 

შინაარსი
სანიშნეები