Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა და დიდი ლავრა | PEMPTOUSIA

წმიდა და დიდი ლავრა

25 February 2013

სავანე მთაწმინდის სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორის ღირსი ათანასეს,  ათონელად წოდებულის მიერ დაარსდა 963 წელს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ხარჯებითა და შემწეობით. ეს მონასტერი წმინდა მთის (ათონი) მონასტერთა შორის სტატუსით პირველია და მთაწმინდაზე ერთ-ერთი უდიდესი სავანეა თავისი შენობა-ნაგებობათა კომპლექსით. კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძირითადი ნაწილი ღირსი მამის მიერ დაახლოებით 1000 წელს აშენდა. იგი ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. მონასტრის მთავარი დღესასწაულია ღირსი ათანასეს ხსენების დღე (5 ივლისი). ღირსი მამის საფლავი ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკვდერში მდებარეობს. კათოლიკონის ფრესკები თეოფანე კრიტელს ეკუთვნის (1535), ხოლო წმინდა ნიკოლოზის ეკვდერის ფრესკები კი ფრანკო კატელანოსის მიერაა მოხატული (1560). სატრაპეზოს მოხატულობაც თეოფანეს სახელს უკავშირდება. სატრაპეზოს ფრესკებზე სხვადასხვა წმინდანთა შორის გამოსახულნი არიან უძველესი დროის ფილოსოფოსებიც. კათოლიკონის ცენტრალურ შესასვლელთან ყურადღებას იპყრობს მარმარილოს დიდი ფიალა წყალკურთხევისათვის. ლავრაში სპეციალურ ლუსკუმაში მრავალ წმინდანთა ნაწილები ინახება. წმინდა ათანასეს ლავრას ასევე მიეკუთვნება წმინდა ანას, კავსოკალივიის და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტები, ასევე ე.წ. „უდაბნო“.

Megisti-Lavra 101

Megisti Lavra 102Megisti-Lavra103

Megisti Lavra 104

Megisti-Lavra 104

შინაარსი
სანიშნეები