Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმინდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა I ნაწილი | PEMPTOUSIA

მთაწმინდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა I ნაწილი

28 February 2013

ორგანიზებული ქრისტიანული ეკლესიის ადრეულ ფენომენს მონაზვნობა წარმოადგენს. შემდგომ რომაულ და ადრებიზანტიურ პერიოდებში ეკლესიაში ზნე-ჩვეულებების მოშლამ, ქალაქების ქრისტიანულ გაერთიანებებში სულიერი ცხოვრების დეგრადაციამ, საეკლესიო ცხოვრებაში ერესებისა და განხეთქილებების წარმოშობის გამო გაჩენილმა უწესრიგობამ ან თუნდაც სხვა რელიგიებში განმარტოების განსაზღვრული ფორმების არსებობამ, შედეგად ქრისტიანთა შორის ასკეტური იდეალის, როგორც სულიერი სრულყოფის საშუალების, გაფართოება გამოიწვია. რაც კოლექტიური და ინდივიდუალური სულიერების სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.

მონაზვნობის სულიერ „განსაკუთრებულ სამშობლოდ“, მიუხედავად იმისა, რომ ის დამოუკიდებლად სხვა ადგილებშიც განვითარდა, ეგვიპტე ითვლება და ეს იმიტომ, რომ ეგვიპტე, მისი სახელოვანი წარმომადგენლებისა და „დიდი უდაბნოს“ მითიური ხატების გამო, ყოველთვის აბსოლუტური განმატროებისა და მკაცრი გამოცდის (ასკეტური ცხოვრების) ადგილად იყო მიჩნეული.

Agios Antonios Megas100

მონაზვნობის ადრეული ფორმაა განდეგილობა, რომელიც ანტონ დიდმა (+356) შემოიღო, იმავე პერიოდში წმინდა პახუმი (+346) ადგენს ასკეტური ცხოვრების კინოვიურ (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) სისტემას. საერთო მახასიათებელი ნიშანი, როგორც ანტონ დიდის განდეგილობის მეთოდისა, ისე პახუმისეული წესისა, არის უპირატესობა, რომელიც ინდივიდუალურ ასკეტურ ცხოვრებასა და დამოუკიდებელ სულიერებას ენიჭება. გარდა ამისა, იმავე ეპოქაში მცირე აზიის მონაზვნობა კაბადოკიაში განიცდის აყვავებას, ბასილი დიდის ჟამნის (ლიტურგიკული ძეგლის) ღრმა გავლენის მეშვეობით, „თეორეტიკული ცხოვრების“ მიღმა ჩანს, რომ ემხრობა მონასტრული გაერთიანების მონაწილეობას სოციალური ქველმოქმედების სამსახურში.

გარდა ეგვიპტისა და კაბადოკიისა, ბერმონაზვნობა ფართოდ გავრცელდა ანტიოქიაში, კელესირიაში გამოხატული მესვეტეობის განსაკუთრებული ფორმით, ასევე მესოპოტამიასა (შუამდინარეთი) და პალესტინაში.

აღმოსავლეთის მონაზვნური მოძრაობა ძალიან სწრაფად გავრცელდა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში. პირველი ცნობილი მონასტერი კონსტანტინოპოლში, დალმატის მონასტერი,  382 წლით თარიღდება მაშინ, როდესაც მე-6 საუკუნის ბოლოს, მონასტერთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა.

მომდევნო საუკუნეებში მდიდარი და ძლიერი მხარის – მცირე აზიის მონაზვნობა,  კიდევ უფრო დიდ აყვავებას განიცდის, რაც უკავშირდება მნიშვნელოვანი გაერთიანებების წარმოშობას ბითვინიის ოლიმპოსსა და მილეტის ლატროზე, ასევე ხატმებრძოლეობასთან დაკავშირებულ ბრძოლაში მათ აქტიურ საქმიანობას.

მე-8 და მე-9 საუკუნეებს შორის არსებულ პერიოდში იზრდება სულიერი კლიმატი, განსაკუთრებით ბითვინიაში, ბიზანტიური მონაზვნობის დიდი რეფორმატორის თეოდორე სტუდიელის მიერ. მონაზვნური ცხოვრების ძირითადი პრინციპები, როგორც ეს არის განსაზღვრული თეოდორეს მიერ კატეხიზმოსა და  მონასტრის ტიპიკონში,  მიზნად ისახავს სრული წესრიგის დამყარებას საღმრთისმსახურო ცხოვრებაში, თუმცა ასევე მონაზვნების ყოველდღიურ ყოფაში.

მე-9 საუკუნეში, ახალი ჰეგემონიური პოლიტიკის წიაღში, რომელსაც პატრიარქ ფოტის მიერ აღორძინებული ეკლესია განსაზღვრავს, მონაზვნები თავიანთ საქმიანობას უფრო ფართო მაშტაბებით ახორციელებენ.

ჩრდილოელი მეზობლების გაქრისტიანების მიზნით, არჩეულ იქნა ორი მონაზონი ძმა – თესალონიკელი კონსტანტინე-კირილე და მეთოდე. სამხრეთ ბალკანეთის სლავურ ტომებთან სულიერი ასიმილაციის პროცესი მონაზვნების სისტემატიური მისიონერული მოღვაწეობის შედეგად დასრულდა.

თავად საბერძნეთში კი, სადაც მე-9 საუკუნემდე ცნობები ორგანიზებული მონასტრული ცხოვრების არსებობის შესახებ იშვიათად გვხვდება (თუმცაღა არქეოლოგიური წყაროების  მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომლის თანახმად, უკვე ადრექრისტიანულ წლებში არსებობდა მონასტრები თასოსში, დილოსსა და კრეტაზე), თესალონიკის გარშემო, ლარისასა და პატრაში, მისიონერული მოღვაწეობა მონასტრების დაარსების პარალელურად მიმდინარეობს. პელოპონესის ნახევარკუნძულზე ძმები სიმონი და თეოდორე აარსებენ მეღალო სპილეოსის (დიდი მღვიმის) მონასტერს, მაკედონიაში კი, დაახლოებით მე-9 საუკუნეში, ბიზანტიური ეკლესიის არსებობა ქალკიდიკზე დიდი სამონასტრო ცენტრების დაარსებით (წმიდა ეფთიმეს და იოანე კოლოვის  ლავრები) აიხსნება.

საბერძნეთში მისიონერი მონაზვნების ან განდეგილების საქმიანობა უმაღლეს მწვერვალს მე-10 საუკუნეში აღწევს. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან წმიდანები ნიკონ  მეტანოიტე (მონანიე), ლუკა სტირიოტისი (განდეგილი) და ათანასე ათონელი (მთაწმინდელი).

მონაზვნების სისტემატიური მოღვაწეობა უშუალოდაა დაკავშირებული ბიზანტიის მმართველობის მცდელობასთან – ბალკანეთის პოლიტიკურ და საეკლესიო რეორგანიზაციასთან, რაც განსაზღვრული მიზნებითაა განპირობებული, უპირველესად კი ემსახურება თავდაცვის გამყარებას, ბიზანტიის იმპერიის გავლენის გაფართოებას მეზობლად მცხოვრებ ქრისტიან ხალხებზე და რომის მცდელობების ნეიტრალიზაციას, რაც იმპერიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებში შეღწევას გულისხმობს.

ამ სულიერ მობილიზაციას მიეწერება ასევე 963 წელს წმიდა მთის (ათონი) პირველი მონასტრის, დიდი ლავრის სავანის (ათანასეს ლავრის) დაარსება. მისი დამაარსებელი გახლდათ წმიდა ათანასე ათონელი, უაღრესად გამრჯე და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბერი, კონსტანტინოპოლის სამეფო კარისა და მაღალი წრის უმაღლესი საზოგადოების წევრი და ბიზანტიის იმპერატორის ნიკიფორე ფოკას პირადი მეგობარი. მოვლენა, რაც  ერთ-ერთი დიდი კინოვიის (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) წარმოშობას უკავშირდება, არ ნიშნავს მხოლოდ წმიდა მთაზე ასკეტური იდეალების ცხოვრების წესის ახალი პერიოდის დასაწყისს, არამედ ის საბერძნეთს  ბალკანეთისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სულიერი წინსვლის ფართო ცენტრად აქცევს.

Agios Athanasios Atonitis

კეთილგანწყობილ კლიმატს, რომელიც მე-10 საუკუნის მეორე ნახევარსა და შემდგომ პერიოდში აყვავებული იმპერიის იდეოლოგიური და პოლიტიკური ორიენტაციის მიერ წარმოიშვა მთაწმიდის ბერმონაზვნობის ხელშესაწყობად, თან ერთვოდა ასევე უსაფრთხოების განცდა, რომელიც კვლავ აღდგა არაბების დამარცხებისა და 961 წელს კრეტიდან მათი განდევნის შემდეგ, ასევე ეგეოსის სანაპიროებთან მეკობრეების თავდასხმების აღკვეთის შემდეგ. ამის საპირისპიროდ, მცირე აზიის სხვა ოდესღაც სახელგანთქმული მონასტრული გაერთიანებების შემოსევებით გამოწვეული შედეგებით, თურქ-სელჩუკთა წყობილებითა და მაძიკერტში (1071) განცდილი მარცხით მნიშვნელოვანი ზიანი ადგებათ და ნელ-ნელა სუსტდებიან.

ეჭვს გარეშეა, რომ წმიდა ათანასეს მონასტერი უკაცრიელ მხარეში არ დაუარსებია. იგი დამკვიდრდა ერთ ისეთ ადგილას, სადაც უკვე არსებობდა ასკეტური ხასიათის მატარებელი მონასტრული ტრადიცია, რომელსაც მხარს უჭერდნენ ბიზანტიის იმპერატორები და ასევე, დადგენილი იყო, თუნდაც სუსტი, მაგრამ მაინც ცენტრალიზებული მმართველობის მიერ.

შესაძლებელია უკვე ხატმებრძოლეობის მეორე პერიოდისათვის ანუ მე-9 საუკუნის დასაწყისისთვის, მეზობელი მაკედონიის ხატთაყვანისმცემელი მონაზვნები რაღაც პერიოდის განმავლობაში ათონის წმიდა მთას აფარებდნენ თავს, რათა თავი დაეღწიათ ხატმებრძოლთა დევნით გამოწვეული რყევებისაგან, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი რეგიონში საკმაოდ უწყინარად იყვნენ.

პირველი ცნობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებული სიზუსტით არ გამოირჩეოდნენ, ასკეტთა და, რა თქმა უნდა, სახელოვან ასკეტთა არსებობის შესახებ, უკავშირდება მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-9 საუკუნის დასაწყისს. ამ პერიოდში უნდა ეღვაწა წმიდა პეტრე ათონელს, რომელიც ითვლება, რომ  დღევანდელი კავსოკალივის მხარეში მოღვაწეობდა.  მეცხრე საუკუნის შუა ხანების ოდნავ მოგვიანებით ათონის წმიდა მთაზე მიემგზავრება წმინდა ეფთიმე, რათა იქ დროებით იღვაწოს, ხოლო მოგვიანებით იგი ხდება დიდი მონასტრის დამაარსებელი ქალკიდიკის ვრასტამში (დღევანდელ ვრასტაში).

ნებისმიერ შემთხვევაში ქალკედონის ნახევარკუნძულის მონაზვნები მე-9 საუკუნის შუა ხანებამდე უკვე უნდა წარმოადგენდნენ საკმაოდ მრავალრიცხოვან და სახელგანთქმულ განდეგილურ საზოგადოებას, იმდენადაც, რომ ისინი მოწვეულ იქნენ დედოფალ თეოდორას მიერ კონსტანტინოპოლში. ისტორიკოსი გენესიოსის გადმოცემის თანახმად, ათონის წმიდა მთის მონაზვნები ესწრებოდნენ სადღესასწაულო პროცესიებს, რომლებიც 843 წელს ხატთაყვანისმცემლობის  აღდგენასთან  დაკავშირებით  გაიმართა.

616-570web

883 წელს ათონელი განდეგილები იღებენ თავიანთ პირველ საიმპერატორო პრივილეგიებს. იმპერატორი ბასილი პირველი სიგელის მეშვეობით უკრძალავს სახელმწიფო მოხელეებს, რომ მონაზვნებს რაიმე ტიპის გადასახადი დააკისრონ და ასევე იერისოს მოსახლეობასა და მათ კუთვნილ საქონელს წმიდა მთის ტერიტორიაზე შესვლის ნებას ართმევს.  მისი ვაჟი ლეონ მეექვსე ბრძენი კი 908 წელს, მთაწმიდას იერისოს მახლობლად მდებარე კოლოვის დიდი მონასტრისაგან დამოუკიდებლად აღიარებს და მთაწმინდელების დამოუკიდებლობას დაადასტურებს. 941-942 წლებში იმპერატორი რომანოზ ლეკაპინოსი მონაზვნებისთვის ფულადი შეწირულობების გადაცემას იწყებს, რომელიც ცნობილია, როგორც „როღა“ და წლიურად ერთ ოქროს მონეტას შეესატყვისება. ერთი წლის შემდეგ, 943 წელს, თესალონიკის მხედართმთავარი კატაკალონი, მეფის ბრძანების თანახმად, მთაწმიდის მიწების საზღვრებს ადგენს. ეს საზღვრები, მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით, დღემდე მოქმედებს.

 

შინაარსი
სანიშნეები