დიონისეს წმიდა მონასტერი
6 March 2013მონასტერი 1370 წლის შემდეგ არის დაარსებული ღირსი დიონისეს მიერ, რომელიც წარმოშობით კასტორიის კორისოდან იყო. მონასტრის ასაგები თანხა ტრაპიზონის იმპერატორმა – ალექსი კომნენოსმა გაიღო. კოშკი აიგებულია 1520 წელს, მისი სიმაღლე 25 მეტრს შეადგენს. 1535 წელს გაჩენილმა ხანძარმა მონასტრის დიდი ნაწილი გაანადგურა. კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისაა, აგებული უნდა იყოს 1375 წელს, ხოლო ხანძრის შემდეგ იქნა აღდგენილი. მისი ორიგინალური ”ტიპიკარიო” (განსაზღვრული ადგილი, სადაც ინახება საღმრთისმსახურებო წიგნები წმინდა მთის მონასტრებში) ჩანს, რომ თავისი ფორმით უძველესია წმინდა მთაზე. კათოლიკონის ფრესკები (1546-47) სახელოვანი მხატვრის, ჯორჯის მიერ არის შესრულებული. სატრაპეზოს ფრესკული მოხატულობა კი მხატვარ-ხატმწერებს – დანიელსა და მერკურის მიეკუთვნება, რომელთა მიერ ასევე შესრულებულია მონასტრის სხვა მრავალი მხატვრული ნამუშევარი. მონასტრის განძთსაცავში ინახება სპილოს ძვლის დაფა, რომელზეც ჯვარცმის სცენაა გამოსახული, ასევე – ელენე პალეოლოგის ჯვარი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი რელიქვია.






