Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა III ნაწილი | PEMPTOUSIA

მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა III ნაწილი

11 March 2013

მე-10 საუკუნის დასასრულიდან მონასტერთა დაარსება გასაოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1000 წელს, ათონის ქალკედონის ნახევარკუნძულზე ორმოცდაერთ მონასტერზე მეტი იყო. განსხვავებული ეროვნების მქონე მონაზვნები იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან მოემართებიან ახლა უკვე სახელგანთქმული მთისკენ. ჯერ კიდევ წმიდა ათანასეს სიცოცხლეში, წმიდა მთაზე მკვიდრდებიან პირველი იტალიელი მონაზვნები ქალაქ ამალფიდან, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით, ამალფინების მონასტერს აარსებენ. დაახლოებით იმავე ეპოქაში მოიხსენიებიან სიკელოსის, პაფლაგონიელების და ქალდოსის მონასტრები, ხოლო მე-11 საუკუნის დასაწყისში  – რუსთა მონასტერი.  მცირე ზომის მონასტრები, რომლებიც დიდ სავანეებად გარდაიქმნებიან და დღემდე აგრძელებენ არსებობას, სწორედ ამ პერიოდში არიან დაარსებული. ზოგრაფის მონასტერი  980 წლამდეა დაარსებული ბიზანტიელი ხატმწერისა და მხატვრის გიორგის მიერ.  წმინდა პავლე ქსიროპოტამელის მოღვაწეობას, რომელმაც 956 წლამდე დააარსა წმინდა ნიკიფორეს მონასტერი (ამჟამინდელი ქსიროპოტამის მონასტერი), მიეწერება 980 წლამდე წმიდა პავლეს მონასტრის (რომელიც ძველად ქსიროპოტამის სახელწოდებას ატარებდა) დაარსება. მე-10 საუკუნის დასასრულამდე ჩნდებიან ქსენოფონტის, ესფიგმენის და ხელანდარის  პირველი მონასტრები.

Agios Pavlos o Ksiropotaminos 01

წმიდა პავლე ქსიროპოტამელი

მე-12 საუკუნის ბოლომდე მყარდება ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის საერთო მართლმადიდებლური და მსოფლიო ხასიათი. 1142 წლამდე დაარსდება მონასტერი, სადაც იღვწიან რუსი მონაზვნები. 1198 წელს სერბ მეფე-მონაზონს სიმეონ ნემანიას და მის ვაჟს – წმიდა საბას – გადაეცათ ხილანდარის მიტოვებული მონასტერი. მოგვიანებით კი ზოგრაფის მონასტერი ბულგარელ მონაზონთა სავანედ იქცევა.

მთელი ბიზანტიური პერიოდის განმავლობაში, მცირედი გამონაკლისების გარდა, იმპერატორთა დამოკიდებულება მთაწმიდის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იყო. თითქმის ყველა მონასტერი, მათი არსებობის რაღაც პერიოდში  „სამეფო მონასტრებად“ იწოდებოდა ანუ ისინი სამეფო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ და პოლიტიკოსებისა თუ საეკლესიო წარჩინებულთა მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან დაცულნი იყვნენ. პრივილეგიებმა, გადასახადებისაგან გათავისუფლებამ, მეფეთა და სხვა დიდებულთა შემოწირულობებმა სავანეები ეკონომიკურად ძლიერ ორგანიზაციებად აქცია, რაც მათ სულიერი საქმეებით დაკავების საშუალებას აძლევდა.

მთაწმიდის მონასტრული გაერთიანებების ისტორიული სვლა მხოლოდ რაღაც ნიშნამდე მიჰყვება იმპერიის ისტორიულ ბედ-იღბალს. ამგვარად, ბიზანტიის იმპერიის თანდათანობით ჭკნობას თან არ სდევდა ათონის წმიდა მთის მონასტერთა შესაბამისი  დასუსტება. პირიქით, სწორედ მე-14 საუკუნეა წმიდა მთისთვის მიჩნეული, როგორც დიდი აღორძინების ხანა. ისიქაზმი, როგორც სულიერი მოძრაობა, რომელიც იბადება და ვითარდება წმიდა მთაზე, განაახლებს ასკეტურ იდეალს და კვლავ გადააქცევს ამ ადგილს სულიერი გასხივოსნების ცენტრად ბალკანეთისა და მთელი მართლმადიდებელი ხალხისათვის.

პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პალეოლოგოსთა იმპერიაში სამოქალაქო ომისა და მთელ ბალკანეთში საყოველთაო არეულობის პერიოდში, მთაწმიდაზე გრძელდება ახალი მონასტრების დაარსება და ძველის განახლება.  ქალკედონის ნახევარკუნძულის ცენტრში, კარიესის მახლობლად, ვლახი დიდებულების მონაწილეობის შედეგად შენდება კუტლუმუსის მონასტერი. ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე დიდი სტრატოპედარქი (ბანაკის მეთაური) ალექსი და მისი ძმა დიდი პრიმიკირიოსი (საეკლესიო იერარქი) იოანე აარსებენ პანტოკრატორის მონასტერს. დასავლეთ სანაპიროზე სერბმა მმართველმა (მტარვალმა) იოანე უგლესისმა რეალურად ცნობილი გახადა სიმონოპეტრას მონასტერი. ტრაპიზონელი წმინდა დიონისე კი აგებს თავის მოსახელე დიონისეს მონასტერს, რომელსაც უხვი შემოწირულობა უძღვნა ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი III კომნენოსმა. უფრო სამხრეთით, 1380 წლისათვის  და გაუკაცრიელების საუკუნის შემდეგ, სერბი მონაზვნები, რომლებიც გერასიმ რადონიასა და ანტონ პაგასისის არისტოკრატიული გვარიდან მომდინარეობდნენ, აღადგენენ წმინდა პეტრეს სავანეს. და ბოლოს, სავარაუდოდ მე-15 საუკუნის დასაწყისისთვის წარმოიქმნება წმიდა გრიგოლის მონასტერი.

 Agios Gregorios ktitoras Monis Osiou Gregoriou

შინაარსი
სანიშნეები