Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
კუტლუმუსის წმიდა მონასტერი | PEMPTOUSIA

კუტლუმუსის წმიდა მონასტერი

12 March 2013

მონასტერი დაარსებულია 1169 წლამდე, რადგან პირველად სწორედ ამ წელს მოიხსენიება. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში ხარიტონ იმვრიოსის იღუმენობისას, მონასტერი მეტად გაძლიერებულა და განახლებულა დუნაისპირა რეგიონის ჰეგემონების – დიდებულების დახმარების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ 1372 წელს ხარიტონი უნგრეთისა და ვლახეთის მიტროპოლიტი გახდა, იგი კვლავ რჩებოდა კუტლუმუსის იღუმენად, აგრძელებდა საქველმოქმედო საქმიანობას და არეგულირებდა ურთიერთობებს ბერძნებსა და იმ რუმინელებს შორის, რომლებიც მონასტერში მოღვაწეობდნენ. კათოლიკონი (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი), რომელიც მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისაა, მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში არის აგებული, ერთი საუკუნის შემდეგ კი იქნა მოხატული. გარე სტოას ფრესკები კი 1744 წელსაა შესრულებული. „ფოვერას პროსტასიას“ (უბადლო მფარველობის) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკვდერი აგებულია 1733 წელს და მასში ამავე სახელწოდების მქონე ღმრთისმშობლის  სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. მონასტერი მფარველობას უწევს მასთან ახლოს მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სკიტს (რომელიც ასევე „კუტლუმუსის“ სახელითაა ცნობილი) და კარიესში მდებარე იოანე ნათლისმცემლის კელიას, რომელიც დაარსებულია დიონისე ფურნას მიერ.

I.M. Koutloumousiou 02

I.M.Koutloumousiou 102

შინაარსი
სანიშნეები