Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა IV ნაწილი | PEMPTOUSIA

მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა IV ნაწილი

13 March 2013

1423 წელს წმიდა მთა საბოლოოდ ექცევა თურქ-ოსმალური ბატონობის ქვეშ. ბიზანტიის ქრისტიანული სამეფოს დასასრულმა და ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მთაწმიდელთა პოლიტიკურ ორიენტაციაში და გამოიწვია აუტანელი ეკონომიკური რყევები. ამას გარდა, მას მოჰყვა ათონის მონასტრული სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტების თანდათანობითი ცვლილებები. მიუხედავად ამისა, ცვლილებები და გარდაქმნები უკიდურესად ნელი ტემპებით მიმდინარეობდა და ახალ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პირობებთან შეგუების პროცესი არ ცვლიდა მონასტრული ცხოვრების სულიერ საწყისებს.

ოსმალეთის ხელისუფლებასთან არსებული იძულებითი ურთიერთგაგება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა წმიდა მთის საკრებულოს (საზოგადოების) ავტონომიურობის დაცვასა და მონასტრების უძრავი ქონების შენარჩუნებას.

სულთნების პოლიტიკა მონაზვნებთან ურთიერთობისას, იმასთან შედარებით, თუ როგორი იყო დაპყრობილი ქრისტიანი მოსახლეობისადმი მათი ზოგადი დამოკიდებულება,  თავდაპირველად კეთილმოსურნე იყო. ამ ადგილის ავტონომიურობა პატივსაცემი გახდა, დაკისრებული ბეგარა კი, განსაკუთრებით მონასტერთა კუთვნილ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა, მსუბუქი იყო. დადგინდა აკორდულად საერთო გადასახადი მთელი წმიდა მთისთვის, ხოლო მისი გადანაწილება სამონასტრო მმართველობის მიერ  იყო განსაზღვრული. მონაზონთა მცდელობა, რომ იგივე სტატუსი მოეპოვებინათ იმ ნაგებობებისთვისაც, რომლებიც წმიდა მთის ტერიტორიაზე არ მდებარეობდა, მხოლოდ ნაწილობრივად  შედეგიანი აღმოჩნდა.

PatrGennadios . . . .

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული პირდაპირი გადასახადი, გარდა განსაზღვრული პერიოდებისა, არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, პერიოდული გადასახადები და გამოსაღები, განსაკუთრებით კი, გადასახადის ამკრეფთა თვითნებობა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა მონასტრებს. მრავალრიცხოვანი ფირმანები (ფირმანი – სულთის ან შახის ბრძანება), რომლებიც არქივებშია დაცული და მონასტერთა მოთხოვნის შესაბამისადაა გაცემული, მეტყველებენ, როგორც სულთნების მცდელობაზე, რომ მოაგვარონ არსებული პრობლემა, ისე მსგავსი შემთხვევების მასშტაბურობაზე.

დიდი და მდიდარი მეტოქები, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში (ქალკიდიკი, თესალონიკის მიმდებარე ტერიტორიები და სტრიმონოსი) იყო განლაგებული, ასევე – ეგეოსის ზღვის ჩრილოეთი ნაწილის კუნძულებზე, ჩანს, რომ ხელშეუხებლად არ დარჩენილა. მსხვილი რენტაბელური მიწის ნაკვეთების სრულმა თუ ნაწილობრივმა კონფისკაციამ და მათი ოსმან ფეოდალთა საკუთრებაში ან სულთნის მიწების რიცხვში გადატანამ ხელი შეუწყო შემოსავლების საგრძნობლად შემცირებას, რამაც მრავალი მონასტერი დაცემამდე მიიყვანა. მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვა საგანგებო ადმინისტრაციულ ზომებს 1568-1569 წლებში. სულთანმა სელიმ მეორემ მონასტრების ქონების სრული კონფისკაცია მოახდინა და მათი გამოსყიდვა აიძულა. წმიდა მთას ეს გამოსყიდვა ჯამში თოთხმეტი ათასი ოქროს დუკატი (ოქროს მონეტა) დაუჯდა.

ოსმალეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, როგორც კანონიერ, ისე თვითნებურ ჩარევებს თან დაერთო სხვა ავბედითი მოვლენები. მიწისძვრებით გამოვლენილი ბუნებრივი კატასტროფები, დამღუპველი ხანძრები, მეკობრეობა, ყაჩაღური თავდასხმები და  სამხედრო ოპერაციები ძალიან ხშირად ახშობდა მონასტერთა აღდგენის ყოველგვარ მცდელობას.

თურქეთის ბატონობის პირველ საუკუნეებში ათონის წმიდა მთის თითქმის ყოველი მონასტერი ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა ეკონომიკურ გადარჩენას, ელემენტარულ თანადგომასა და ქონების, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებენ, თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას შორის.

ქალკედონის ნახევარკუნძულის პროდუქცია პრინციპში თავისთავად ახერხებდა დაეკმაყოფილებინა ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული მოთხოვნები, რამდენადაც მას გადასახადი სულადი გადასახადის ჩათვლით ეკისრებოდა. ბაღები და ვენახები, ტყის ჩეხვა, ზეთისხილის  ხეების გაშენება და ნაყოფის შეგროვება წარმოადგენდა ძირითად პროდუქტს, რომელსაც გადარჩენისთვის იყენებდნენ.

თუმცაღა ის პროდუქცია, რომელსაც ათონის შიგნით ამზადებდნენ, რეალურ მოთხოვნილებებთან შედარებით არ იყო საკმარისი. ამ პერიოდისთვის მონასტერთა ძირითადი შემოსავალი მომდინარეობდა: ა) მეტოქების სისტემატური ათვისებით, რომელნიც თანდათანობით უწინდელ მდგომარეობას უბრუნდებიან. მათი რიცხვი ჩუქებისა თუ ყიდვის შედეგად იზრდება და სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს; ბ) დუნაისპირა სამთავროების მეტოქებით, რომლებიც მასიურად, განსაკუთრებით კი მე-17 საუკუნიდან, შეწირულ იქნენ მოლდავეთისა და ვლახეთის მართლმადიდებელი დიდებულების (ჰეგემონების) მიერ; გ) დიდი ფულადი შემოწირულობების ხარჯზე, არა მხოლოდ იგივე ჰეგემონების (მთავრების) და მათი კარის წარჩინებულთა მხრიდან, არამედ ასევე რუსი მეფეებისა და უხვი ბერძნების – მაღალი წრის მღვდელმსახურებისა და დიდებულების მიერ. შემოწირულობის ეს ფორმა გადამწყვეტ როლს ასრულებდა არქიტექტურული ნაგებობებისა და მონასტრების ხელოვნების ნიმუშებით შემკობის ხელშეწყობისა და გაფართოების საქმეში; დ) თხოვნის ზემოქმედებით (კარდაკარ სიარულის), რომელიც ვრცელდება აღმოსავლეთ საბერძნეთის ტერიტორიის საზღვრებს გარეთაც – სლავურ სამყაროსა და ევროპაში.

იმის გამო, რომ ოსმალები არ ერეოდნენ მთაწმიდის შიგა საქმეებში, ცენტრალური მმართველობა აგრძელებს არსებობას, მსგავსად ბიზანტიური პერიოდისა, სულ მცირე, კიდევ ერთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში. პროტოსი (იგივე პირველი ანუ მონაზვნური გაერთიანების ადმინისტრაციული ხელმძღვანელი) ინარჩუნებს თავის ადმინისტრაციულ, აღმასრულებელ, სასამართლო და სულიერ უფლებამოსილებას, თუმცაღა ამ ინსტიტუტის უწინდელი სიდიადე უკვე წარსულს წარმოადგენდა. ამასთან, საიმპერატორო შემოწირულობები უკვე შეწყვეტილია და პროტატონი დიდი გაჭირვებით უმკლავდება თავის საჭიროებებს. მისი მიწის მესაკუთრეობის უფლება, რომელიც მთელი ქალკედონის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ვრცელდება, ნელ-ნელა მონასტრების ხელში გადადის, რომელთაც იძულებულია თანდათანობით ასევე მის საკუთრებაში მდებარე კელიებიც გადასცეს. მის სასამართლო უფლებამოსილებას კადიების სახით ჰყავს „კონკურენტები“, რომელთაც მონასტრები იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც სადავო საკითხების გადასაჭრელად მიღებული გადაწყვეტილებები რომელიმე ერთი მხარისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. მე-16 საუკუნის დასასრულს პროტოსის ინსტიტუტი ნელ-ნელა  ქრება. ამ თანამდებობის უკანასკნელი მფლობელი 1593 წელს მოიხსენიება.

საუკუნის ბოლოს ჩანს, რომ სუვერენული მონასტრები ძლიერდება და მათი საბოლოო რიცხვი ოცამდე აღწევს. მათ შორის ცხრამეტი, უკვე ბიზანტიური პერიოდიდან დიდ მონასტრებს წარმოადგენენ, ხოლო ოცამდე მათ რიცხვს ავსებს ერთადერთი პოსტბიზანტიური პერიოდის  მონასტერი სტავრონიკიტა, რომელიც 1541 წელს დააარსა პატრიარქმა იერემია პირველმა.

მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ათონის მთას მართავს კოლეგიური ორგანო – დიდი სინაქსი (დიდი კრება), რომელშიც მონაწილეობას მონასტრის წარმომადგენლები იღებენ. ახალი სქემის მიხედვით, რაც ბუნებრივია, დიდი მონასტრების (დიდი ლავრის, ვატოპედის, ივერონის), რომელნიც თავის თავზე იღებენ უმეტეს საერთო ეკონომიკურ ტვირთს, ადმინისტრაციული როლი გადამწყვეტია. თუმცა, კარიესში უკვე განთავსებულია თურქი მმართველი. მისი იქ ყოფნა ფორმალურად უკავშირდება რეგიონის დაცვას ავაზაკური თავდასხმებისა და მეკობრეობისაგან, თუმცა რეალურად იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს შიგა მმართველობაში. 1661 წელს პროტატონის აურაცხელი ვალი აიძულებს დიდ სინაქსს (დიდ კრებას), რომ მიჰყიდოს მონასტრებს ჯერ კიდევ მის გამგებლობაში მყოფი კელიები. ამგვარად, ერთადერთი რამ, რაც რჩება ათონის მთის ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში, არის კარიესის მთავარი ტაძარი – პროტატონი.

karyes 104

პროტატონი

1744 წელს, მთაწმიდელებთან შეთანხმებით, პატრიარქი პაისი გზას უხსნის ახალ, უფრო წარმომადგენლობით, მონასტრული საკრებულოს (საზოგადოების) მმართველობის ფორმას, რომელიც ასევე მცირე მონასტრების მონაწილეობასაც გულისხმობს. დიდი სინაქსი ახლა უკვე წმინდა კინოტად იწოდება. თუმცაღა, წარმომადგენლობითი სისტემა რეალურად გამყარდა პატრიარქ გაბრიელ IV-ის 1783 წლის ტიპიკონით, რომლის თანახმად, მმართველობა ხორციელდება ოთხი ეპისტატის (ზედამხედველი ან მზრუნველი) მეშვეობით, რომელნიც არჩეულნი არიან ოცი მონასტრის განსაზღვრული ხუთეულიდან. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა მომდინარეობდეს ხუთი დიდი სავანიდან (დიდი ლავრის, ვატოპედის, ივერთა, ხილანდარისა და დიონისეს მონასტრებიდან). 1810 წელს ყალიბდება მონასტრების ოცი წარმომადგენლის მუდმივი ორგანო.

ცვლილებები შეეხო ასევე მონასტრების შიგა ფუნქციონირებას. მე-14 საუკუნის ბოლომდე ძალაში რჩებოდა ცხოვრების კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) სისტემა, რომელიც ტიპიკონების მიხედვით იყო განსაზღვრული. თუმცა თანდათანობით, განსაკუთრებით კი ოსმალური დაპყრობის შემდეგ, იდიორითმული (განმარტოებითი ცხოვრების  წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) ცხოვრების წესი ცხოვრებაში გამუდმებით იკავებს ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ წინამძღვრის თანამდებობა რჩება, მას ერთმევა არსებითი ფუნქციები. ახლა უკვე იგი არის ძირითადად ცერემონიალური ხასიათის მქონე საპატიო თანამდებობა. მას იკავებენ მნიშვნელოვანი პირები, რომელთაც მონასტრის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებანი  მიუძღვით (მოწყალების წარმატებული განხორციელება (მოპოვება), მეტოქის შემოსავლიანი გაძღოლა და ა.შ.). ამ თანამდებობაზე ყოფნა მცირე ხნით გრძელდება და ხშირად, მისი დაკავება გამეორებითაც არის შესაძლებელი. იდიორითმული მონასტრის მმართველობით დაკავებულნი არიან სავანის მაღალი თანამდებობის მქონენი, როგორიცაა მეჭურჭლეთუხუცესი, მთავარი ეკლესიასტიკოსი და იკონომოსი.

ნაკლოვანების გამოსწორებას, რაც გამოწვეული იყო იდიორითმული ცხოვრების წესით არა მხოლოდ წმიდა მთაზე, არამედ საბერძნეთის აღმოსავლეთის უმრავლეს მონასტრებში გაბატონებით, შეეცადა პატრიარქი იერემია მეორე ალექსანდრიის პატრიარქის – სილვესტრის შემწეობით. ამ უკანასკნელის ათონის მთაზე მისვლის შემდეგ, უდიდესი მონასტრები – დიდი ლავრა და ვატოპედი კვლავ  კინოვიურ სისტემას დაუბრუნდნენ (1574). ამასთან ახალი კინოვიური წესის დამყარება შედარებით ზედაპირული უნდა ყოფილიყო. ძლიერი მუხტი, რომელიც გამუდმებულად არის მიმართული ცხოვრების იმ ფორმის დაბრუნებისკენ, რომლებსაც  ითვალისწინებს მონასტრული წესები, მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს შეინიშნება. 1784 წლიდან 1839 წლამდე რვა მონასტერი დაუბრუნდა კინოვიურ სისტემას.

შინაარსი
სანიშნეები