Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი ეფრემ ასური | PEMPTOUSIA

ღირსი ეფრემ ასური

14 March 2013

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, დაიბადა მეოთხე საუკუნის დასაწყისში ნიზიბიაში. მისი მოძღვარი და სულიერი წინამძღოლი იყო ცნობილი ასკეტი, ნიზიბიის ეპისკოპოსი ღირსი იაკობი. მოძღვრის აღსასრულამდე ღირსი მამა თოთხმეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მასთან მორჩილებაში . ასკეტურ ღვაწლს წმიდა წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა, მის სულიერი რჩევა-დარიგებანს განსაკუთრებული ზეგავლენა ჰქონდა მსმენელზე, საუბარს საკუთარი თავის მხილებიდან იწყებდა და სინანულისკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა. ცნობილია წმიდა წერილის, კერძოდ მოსეს ხუთწიგნეულის მისი განმარტებანი, ლოცვები წმიდა სამების, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მიმართ, საგალობლები ათთორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად და ლოცვა დიდმარხვაში ქრისტიანთა სულიერი განახლებისა და გაძლიერებისათვის ”უფალო და მეუფეო”.

Ag. Efraim o Syros

ღირსი ეფრემ ასური

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

შინაარსი
სანიშნეები