Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
პანტოკრატორის წმიდა მონასტერი | PEMPTOUSIA

პანტოკრატორის წმიდა მონასტერი

19 March 2013

მონასტერი 1357 წელს დაარსებულა ძმების – ალექსი და იოანეს მიერ, რომლებიც  იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწენი იყვნენ. მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი), რომელიც მაცხოვრის ფერიცვალების სახელობისაა დაახლოებით 1363 წელს აუგიათ და მალევე მოუხატავთ. 1538 წლამდე იქნა აგებული და ფრესკებით დამშვენებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკვდერი, ხოლო 1614 წელს  აღმოსავლეთით გაფართოებულ იქნა კათოლიკონი, რომელსაც დაემატა ”ტიპიკარიო” (განსაზღვრული ადგილი, სადაც ინახება საღმრთისმსახურებო წიგნები წმინდა მთის მონასტრებში), ფრესკებით კი მოიხატა გაფართოებული სივრცე. 1854 წელს, ძველი ფრესკები ხელახლა მოიხატა და შეივსო ნეოკლასიკოსი მხატვრის მათე იოანუს მიერ, თუმცა, ფრესკებს შორის შემორჩენილია ასევე მე-14 საუკუნის მრავალი მშვენიერი გამოსახულება. მონასტრის სატრაპეზო წარმოადგენს 1741 წლის შენობას, რომლის ფრესკები 1749 წელსაა შესრულებული. მონასტრის რელიკვიებიდან გამოირჩევა ოქრომკედით ნაქარგი გარდამოხსნა და მე-14 საუკუნის საეპისკოპოსო ხატები. პანტოკრატორის მონასტრის მფარველობაში იმყოფება ელია წინასწარმეტყველის სავანე, კაფსალას კელიური დასახლების დიდი ნაწილი, „ღირს არსის“ კელია და უძველესი მონასტერი, ამჟამად კი რავდუხუს კელია, რომელიც კუტლუმუსის მონასტერთან ახლოს მდებარეობს.

I.M. Pantokratoros 100

I.M.Pantokratoros 110

შინაარსი
სანიშნეები