Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა V ნაწილი | PEMPTOUSIA

მთაწმიდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა V ნაწილი

28 March 2013

ცენტრიდანული ტენდენციები, რომელნიც ახასიათებს წმიდა მთის მონასტრულ ცხოვრებას თურქული ბატონობის მთელი ხნის განმავლობაში, აისახა ასევე სხვა სახის მონასტრული ცხოვრების ფართო გავრცელებაშიც, როგორიცაა მაგალითად ცხოვრება სკიტებში, კელიებსა და უდაბნოში. ყველა ეს მცირე ზომის დასახლება უკვე მონასტრების საკუთრებაშია მოქცეული და სიცოცხლის ბოლომდე გადაეცემა იქ მცხოვრებ ბერებს* და მათ ძმობას.

*(გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი. )

წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტი

წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტი

სკიტი, რომელიც ძველ ლავრას მოგვაგონებს, თავისთავად არ არის ერთიანი არქიტექტურული მთლიანობა. ის შედგება ზედაპირზე მიმოფანტული კელიებისა ან „კალივებისგან“, რომლებიც მთავარი ტაძრის გარშემო არიან განლაგებულნი. მთავარ ტაძარს კი კირიაკონი ეწოდება. ამ კელიებსა და „კალივებში“ მონაზვნები იდიორითმული (განმარტოებითი ცხოვრების  წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება) წესის მიხედვით ცხოვრობენ და იმყოფებიან მსაჯულის – დიკეოსის[1] მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც თავად მათ მიერაა არჩეული. წმინდა ანას სკიტი უძველესი ორგანიზებული სკიტია. მისი არსებობის შესახებ ცნობა უკვე მე-16 საუკუნის ბოლოდან მოიპოვება და იგი დიდი ლავრის მონასტერს მიეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში, იმავე მონასტერს, უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისიდან ეკუთვნოდა კელიების სიმრავლე კერასიას რაიონში, სკიტის თავდაპირველი ფორმით.  მე-17 საუკუნის ბოლოდან, ჩანს, რომ ჩამოყალიბებას იწყებს კავსოკალივის სკიტი, რომელიც ასევე მიეკუთვნება ლავრას, ხოლო სკიტები, რომლებიც დღემდე არსებობენ, მაგალითად წმინდა დიმიტრის სკიტი, რომელიც ვატოპედის მონასტერს მიეკუთვნება, ილია წინასწარმეტყველის, რომელიც პანტოკრატორის მონასტრის კუთვნილებაა, წმიდა პავლეს მონასტრის ახალი სკიტი და ლაკოსის წმინდა დიმიტრის სკიტი, ივერთა მონასტრის საკუთრებაში მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტი, კუტლუმუსის მონასტრის წმიდა პანტელეიმონის სკიტი და ქსენოფონტეს მონასტრის ხარების სკიტი, მომდევნო საუკუნიდან იწყებენ არსებობას.

ახალი სკიტი

ახალი სკიტი

ერთადერთი კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება) სკიტი, როგორიცაა ვატოპედის წმიდა და დიდ სავანის საკუთრებაში მყოფი წმინდა ანდრიას სკიტი (სერაი), სადაც ჩვენ საუკუნემდე დამკვიდრდნენ რუსი მონაზვნები, და ასევე დიდი ლავრის  კუთვნილი წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტი, სადაც რუმინელი მონაზვნები ცხოვრობენ, მე-19 საუკუნის შუა ხნის შემდგომ იწყებენ გამოჩენას.

კელიები მონასტრული ცხოვრების უმარტივესი ფორმები და მცირე მასშტაბის მთლიანი არქიტექტურული კომპლექსებია. 1661 წლის შემდგომი პერიოდიდან ისინი რომელიმე მონასტრის განსაკუთრებული დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან. იქ ცხოვრობს ბერი (გერონდა, ბერძ. ”სტარეც”, რუს.) თავის სულიერ ძმობასთან ერთად. არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კელიები წარმოადგენენ სამონასტრო დაფუძვნების გაგრძელებას ან ძველი, მცირე მონასტრების ნანგრევებზე არიან აგებულნი. მათ ხშირად შენარჩუნებული აქვთ მათი ძველი ბიზანტიური სახელწოდებაც.

ბიზანტიის პერიოდში წმინდა მთის მოსახლეობის საერთო რიცხვი უცნობია. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვით მხოლოდ დიდ ლავრაში მე-11 საუკუნეში შვიდასი მონაზონი ცხოვრობდა. ბუნებრივია, რომ მონაზონთა რიცხვი არ იყო სტაბილური, რამდენადაც მე-10 საუკუნიდან მოყოლებული მე-15 საუკუნის დასაწყისამდე გამუდმებით ჩნდებოდნენ ახალი მონასტრები, პატარა მონასტრული გაერთიანებები კი ქრებოდნენ ან დიდ მონასტრებს უერთდებოდნენ. ეჭვს გარეშეა, რომ პერიოდულად წამოჭრილი საერთო კრიზისები და პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა მონასტერში იჩენდა თავს, შესაბამისად იწვევდა მონაზვნების საერთო რიცხვის შემცირებასა და გაზრდას.

შედარებით მეტი ცნობა მოგვეპოვება თურქული ბატონობის პერიოდისათვის.  მოგზაურები, რომლებიც უკვე მე-15 საუკუნის ბოლოდან იწყებენ ათონის წმიდა მთაზე მოსვლას, ოსმალური საგადასახადო დოკუმენტაცია და 1764 წლიდან დაწყებული მონაზვნების აღწერა გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ შედარებით უფრო ნათელი სურათი, ყოველ შემთხვევაში, მთაწმიდის მონაზვნური მოსახლეობის საერთო რიცხვის შესახებ. სხვაობა მოცემულ რიცხვებს შორის დიდია: 1515-1530 წლების საგადასახადო უწყისი მიუთითებს 1440 სულზე, ხოლო მართლმადიდებელი მოგზაურები და მონაზვნები მე-16 საუკუნეში აღწერენ 2246-დან 2860-მდე სულს. 1764 წლის აღწერის მიხედვით 2908 მონაზონია მოცემული, 1808 წლისა კი გვაძლევს 2390-ს. საბოლოო ჯამში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გარდა ბერძნული აჯანყების პერიოდისა, მაშინ როდესაც მონაზვნების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისა, როდესაც შეინიშნება ათასი სლავი მონაზვნის  წინასწარ დაგეგმილი  და მასობრივი დასახლება, წმიდა მთის სახელმწიფოს მოსახლეობა არ აღემატება სამი ათასს.

629-586

მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და ისტორიული პერიპეტიებისა, რომელიც დაახლოებით ხუთასი წლის განმავლობაში არ წყდებოდა, მთაწმიდა  აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის  მნიშვნელოვან სულიერ ცენტრად იქცა.

[1] მონაზონი, რომელიც ერთი წლით იკავებს იღუმენის ადგილს.

შინაარსი
სანიშნეები