Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ქორწინება | PEMPTOUSIA

ქორწინება

3 April 2013

ჩვენი მარადიული, აბსოლუტური მყოფადობა გამჟღავნებულია პიროვნების სახით. ეს არის მყოფადობის ადრესაუკნობრივი მოვლენა. საუკუნეების განმავლობაში, ყოველი მოკვდავი არსებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ არის ეს მოვლენა შესაძლებელი. და როდესაც სრულდება სიტყვა (ლოგოსი) მოკვდავებისთვის, ვგულისხმობთ, რომ ისინი „დასაბამიდან“ (დაბ. 1,26) შექმნილნი არიან, როგორც სუფთა შესაძლებლობა, რომელიც უნდა რეალიზდებოდეს სისრულის იმ ხარისხამდე, სადაც პიროვნება ხდება „სუფთა ენერგია“. პიროვნების ამგვარი „რეალიზაციის“ მთელი გზა უკვე, ნებისმიერ შემთხვევაში, გამომდინარეობს ღმრთისა და ადამიანის თანამონაწილეობიდან. ადამიანს შესწევს ძალა გამოავლინოს თავი საბოლოო ხარისხამდე მაშინ, როდესაც შეხვდება ღმერთს ანუ მამას და სრულად მიემსგავსება მას. თუმცა, ადამიანს, მყოფადობის ფორმებისა და გზების ძიებისას, ასევე შეუძლია უარყოს შემოქმედი.

რადგან პიროვნება მთელ სისავსით არის საწყისი, ბუნებრივია, რომ ჩვენ წინ თავს იჩენს სამყაროს ყველა უფსკრული, როგორც მისი დადებითი, ისე უარყოფითი ფორმებით. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენს თავში ვხედავთ „პიროვნების გაორებას“, ზეციური სინათლისა და ჯოჯოხეთური სიბნელის არსებობას, არ ვფიქრობთ, რომ რეალურად სწორედ ეს არის პიროვნების „გაორება“ … ჩვენ გვეძლევა საშუალება ღმრთიური სიკეთიდან, რომელიც ჩვენ წინაშეა გამოვლენილი, და ბოროტებიდან, რომელიც ასევე ჩვენს თვალწინაა, თავისუფლად ავირჩიოთ პირველი ან მეორე… მარადიულობა სწორედ პიროვნების საწყისებს ეკუთვნის…

fysiko kallos Agiou Orous

შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა გადაიაროს ის ზღურბლი, რომლის მიღმა ჩვენი სიცოცხლის ახალი საწყისი მდებარეობს, რაც იგივეა, რომ ჩვენ ჩვენი საკუთარი თავის შექმნა დავიწყოთ, ჩვენი საკუთარი თავის მამები გავხდეთ, თანახმად წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა. სწორედ ამ ზღურბლის მიღმა მდებარეობს გზა, სადაც ყოველი ჩვენი ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაშასადამე, ჩვენი მარადიული მომავალი ჩვენზეც ყოფილა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ ძალგვიძს ვაიძულოთ უფალი, თუმცა არც ღმერთი გვაიძულებს ჩვენ. იგი თავისუფალია, რომ მოგვცეს თავისი სიცოცხლე, თუმცა, ასევე თავისუფალია, რომ არ მოგვცეს ის. მაგრამ გვწამს, რომ თუკი თანახმა ვიქნებით, რომ მასთან ერთად ვიცხოვროთ, თუკი გულმოდგინედ ვიშრომებთ იმისათვის, რომ ისეთები გავხდეთ, როგორიც ის არის და მისი მცნებების დაცვით მას მივემსგავსებით, მაშინ უფალი არასოდეს გვეტყვის ჩვენთან ერთად ყოფნაზე უარს.

ნეტავ, უფალმა მოგვანიჭოს ღმრთიური ძალა, იმისათვის, რათა დავადასტუროთ, რომ შეგვიძლია ჩვენი თავი იმ ხატის მსგავსად ავაგოთ, რომელიც მოგვეცა. სახება, რომელიც ჩვენ ქრისტემ გვიბოძა განსაკუთრებული ძალით გამოჩნდა, თუ როგორ შეუძლია და შესაბამისად, როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა თავისი ცხოვრება.

ახლა კი მივუბრუნდეთ თემას, რომელიც არ შეიძლება არ აინტერესებდეს თითოეულ ჩვენთაგანს, რა თქმა უნდა, თემას, რომელიც ეხება ზოგადად ადამიანთა ურთიერთკავშირებს, უპირველეს ყოვლისა კი, ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შეეხება.

ჩემი მოსაზრებით, ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ, ყველაზე უფრო კატასტროფულ მხარეს ქრისტიანული თვითშეგნების ადამიანების, როგორც საკუთარ თავთან, ისე ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, უწყვეტად მზარდი დაღუპვა წარმოადგენს. ადამიანები სასოწარკვეთილების უფსკრულში იძირებიან, იმის გამო, რომ მოკლებულნი არიან აღდგომის რწმენას და თავს ცხოველთა სიკვდილის მსგავსი სიკვდილისთვის სწირავენ. მიწიერი ცხოვრების მთელი აზრი მათთვის ისაა, რომ ხელი სტაცონ „სიამეთა“, „სასიამოვნო შეგრძნებათა“, თუნდაც „წამიერ თავდავიწყებათა“ და ამის მსგავსთა, რაც შეიძლება უფრო დიდ ნაწილს.

პიროვნული ხატის დაკარგვის შედეგია ის, რამაც ჩვენში იჩინა თავი და რამაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანები ველურ აზრამდე მიიყვანა, რომ დაამხონ ყოველივე, რაც მანამდე ამ „ტაბუმდე“ არსებობდა და ააშენონ ახალი, „თავისუფალი საზოგადოება“, რომელსაც მიეცემა გამოცდილებათა დიდი შესაძლებლობა.

ჩემი, არა როგორც „სასულიერო პირის“, არამედ როგორც პიროვნების აზრია, რომ კაცობრიობამ, მისი დაცემის გამო, ვერ შეიცნო მონოგამია (ერთქორწინება). დაცემული ადამიანისთვის პოლიგამია (მრავალქორწინება) ბუნებრივია. ქრისტიანული მონოგამია ზებუნებრივია. იგი ჩვენი პასუხისმგებლობის მოწოდებაა იმისათვის, რომ რამდენადაც კი შესაძლებელია, უფრო ღრმად შევიცნოთ ჩვენი პიროვნული საწყისი. პიროვნული სიყვარულის შემთხვევაში ანუ როდესაც ვინმეს უყვარს ერთი კონკრეტული პიროვნება, არ იქნება მორალურად ან ფიზიოლოგიურად გამართლებული, რომ, ვთქვათ, არ იყოს მასთან დაკავშირებული ანატომიით ან, უკეთეს შემთხვევაში, ფსიქიკით. პიროვნული ქორწინება, ვსაუბრობთ რა პირდაპირ, არ მეორდება, ის ყოველთვის ერთადერთია. მისი არსი ისაა, რომ არ დავრჩეთ ბუნების ჩარჩოებში, არამედ ერთიანი ძალისხმევით მარადიული მამის თაყვანისსაცემ „ტაძრად“ ვიქცეთ. სწორედ მაშინ, ქორწინება ხსნისკენ მიმავალ გზად გადაიქცევა.

Gamos 101

ყოველი ჩვენგანი, ჩვენთვის მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის სრულყოფილი. ყველას გვაქვს იმის საჭიროება, რომ ღმრთაებრივი ენერგიისა და ჩვენი ძალისხმევის მეშვეობით უფლის შეცნობის გზაზე განვვითარდეთ. თუკი, ვინმე ისეთად მიგვიღებს, როგორიც ვართ, მაშინ, რა თქმა უნდა, იგი თანხმდება იმაზე, რაც სრულყოფილებისგან ძალიან შორსაა. და ჩვენც ასევე, თუკი უარს არ ვამბობთ იმაზე, რომ ვიცხოვროთ საზოგადოების მიერ შემოთავაზებული სახით, მაშინ, ეს ნიშნავს, რომ მას ვიღებთ ისეთს, როგორიც არის. ამდენად, ვუპირისპირდებით ურთიერთქმედებითი ძალისხმევის აუცილებლობას, იმისათვის, რომ მოვიპოვოთ სასურველი და მარადიული მყოფობა ღმერთთან.

განქორწინების შესახებ არსებულ კანონზე საკითხი დაისვა იტალიაში. უეჭველია, რომ რომის პაპის ვერც ერთი ცირკულარი ვერ დაარწმუნებს ჩვენი დროის ადამიანებს. მათ შორის მხოლოდ მცირე ნაწილი „წუხს“, ხოლო უმეტესობა გამუდმებით ჯანყდება უფლების წინააღმდეგ. თავიანთ გაუფასურებულ მდგომარეობაში მყოფი უსახური მამაკაცები და ქალები, ალბათ მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, „ბუნების კანონების“ მონობის ქვეშ ექცევიან.

ბერი სილუანი იცავდა „მეთოდს“, რომ ადამიანისათვის გადაეცა ის „ძირითადი საწყისები“, რომელთა გათავისების შემდეგ, სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებების დროს მას შეძლებოდა დამოუკიდებლად ეპოვა გამოსავალი. მე მიმაჩნია, რომ ღმრთის მიხედვით ცხოვრება არის ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. იგი „საპირისპიროა“ მეცნიერული, ინდუქციური მეთოდისა. ვინაიდან ჩვენი აპოკალიფსი გადმოსცემს ადამიანის შესახებ ჩვენი მამა ღმერთის მარადიულ იდეას, ხოლო ჩვენ ვეყრდნობით აპოკალიფსის გადმოცემას ანუ მივდივართ დედუქციური მეთოდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შემთხვევის დროს ემპირიული, ინდუქციური ცოდნა სრულიად გამორიცხულია , თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი თავისთავად არასრულია.

(არქიმანდრიტი სოფრონ (სახაროვი), „ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო“, გვ. 190-194, წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა მონასტერი – ესექსი)

Σχετικά άρθρα ოჯახი და ქორწინება
დედობა, როგორც ღირსება ქალისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 3 March 2016 გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკ...
ქორწინება Αλέξανδρος Χριστοδούλου 9 July 2015 ჩვენი მარადიული, აბსოლუტური მყოფადობა გამჟღავნებულია პიროვნების სახით. ეს არის მყოფადობის ადრესაუკნობრივი მოვლენა. საუკუნეების განმავლობაში, ყოველი მოკვდავი არსებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ არის ეს მოვლენა შესაძლებელი. და როდესაც სრულდება სიტყვა (ლოგოსი) მოკვდავებისთვის, ვგულისხმობთ, რომ ისინი „დასაბამიდან“ (დაბ. 1,26) შექმნილნი არი...
დედობა, როგორც ღირსება ქალისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 29 April 2013 გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკ...
შინაარსი
სანიშნეები