Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვიცით ვინ იყო დიდად ცოდვილი დედაკაცი? | PEMPTOUSIA

ვიცით ვინ იყო დიდად ცოდვილი დედაკაცი?

30 April 2013

დიდი სამშაბათის საღამოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კასიანეს ტროპარი იგალობება. ეს ლექსად დაწერილი ტროპარი სახარებისული ცოდვილი დედაკაცის ამბავს აღწერს, რომელმაც იესო ქრისტეს ფეხების დაბანით, მათზე ძვირფასი ნელსაცხებლის ცხებითა და მათი საკუთარი თმებით შემშრალებით დიდი სინანული გამოხატა.

ამ დედაკაცის საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

1. უფალი იესო ქრისტე წინასწარ მოამზადა დაფლვისათვის, მიცვალებულებულთა სხეულზე ფისისა და სურნელოვანი ზეთების წასმის იუდეველებში გავრცელებული ტრადიციის მსგავსად.

2. ამ სცენის დეტალური აღწერა მიუთითებს, თუ რამდენად დიდი იყო მისი სინანული.

ამ მოვლენის განსაკუთრებულობამ მრავალი ასოციაცია გამოიწვია, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. შეითხზა სხვადასხვა მითი ამ დედაკაცის ვინაობასთან დაკავშირებით და მის კავშირთან უფალ იესო ქრისტესთან.

დასავლეთის ეკლესიამ დაიწყო მისი გაიგივება წმინდა მარიამ მაგდალინელთან, თუმცა არ არსებობს ამის არანაირი სათანადო დადასტურება არც სახარებაში და არც შემდგომ გადმოცემებში. ეს გაიგივება უკავშირდება ორი სხვადასხვა პიროვნების ერთმანეთში არევას, რომლებიც მოხსენებულნი არიან ლუკას სახარებაში ორ სხვადასხვა სახარებისეულ თავში.

 მეშვიდე თავი მოგვითხრობს ცოდვილი დედაკაცის შესახებ, რომელმაც იესო ქრისტეს ფეხები მირონითა და ცრემლებით დაბანა და საკუთარი თმებით შეუმშრალა ისინი. შემდგომ, მერვე თავში, მოიხსენიებიან ქალები, რომლებიც თან ახლდნენ უფალ იესო ქრისტეს ისრაელის მიწაზე მოგზაურობის დროს. მათ შორის მოიხსენიება წმინდა მარიამ მაგდალინელიც, რომელიც წარსულში ეშმაკეული იყო და იესო ქრისტეს მიერ განიკურნა.

ლაზარეს აღდგინების შემდგომ ლაზარეს ოჯახის წევრებმა მადლობის ნიშნად იესო ქრისტესა და მის მოწაფეებს სადილი გაუმართეს. ამ სადილზე, მაშინ როცა მართა სტუმრებზე ზრუნავდა, მარიამმა ის წესი აღასრულა, რასაც ჩვეულებისამებრ ოჯახის მონები ასრულებდნენ: მათ სტუმარს ფეხი დაბანა. უზომოდ დიდი მადლიერების ნიშნად მან წყლის ნაცვლად მირონით დაბანა მას ფეხები და ტილოს ნაცვლად საკუთარი თმებით შეუმშრალა.

ეს ფაქტი, რომელიც აღწერილია იოანე მახარებლის მიერ (12:1-8) არ არის იგივე ფაქტი სადაც ცოდვილი დედაკაცია მთავარი მოქმედი პირი და რომელიც დიდი ოთხშაბათის ცისკარზე იკითხება.

ლაზარეს დამ – თავისი მადლიერება, ხოლო ცოდვილმა დედაკაცმა თავისი სინანული გამოხატა.

წმინდა კასია(ნე) იყო ძლიერ განათლებული, ბიზანტიელი არისტოკრატის შვილი, რომელიც შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა და მრავალ საქმეთა შორის საეკლესიო საგალობლების წერაც დაიწყო. მისი ყველაზე მეტად გამორჩეული საგალობელი ეს ტროპარია, რომელიც მისივე სახელითაა ცნობილი. მასში აღწერილია სახარებისეული ფაქტები. მასში ხდება ცოდვის პრობლემასა და სინანულის შინაარსში მნიშვნელოვანი თეოლოგიური ჩაღრმავება და განხილვა…

შესაბამისად, არც წმინდა მარიამ მაგდალინელი, არც ლაზარეს და მარიამი, და არც პოეტი წმინდა კასია(ნე) არიან ის „დედაკაცი რომელმაც ბევრი შესცოდა“.

ამ დედაკაცის სახელი უცნობია ჩვენთვის, როგორც სახარებაში უკეთდება აქცენტი მხოლოდ მის საქციელსა და მის სინანულს, თუმცა მის სახელს კი არ შემოგვინახავს ტექსტი. ჩვენთვის ანონიმური დედაკაცი აზროვნებისა და ცხოვრების სტილის შეცვლის ძალზე დიდი მაგალითია ყოველი ჩვენგანისათვის.

ალბათ, მისი სინანული უნდა იყოს საზომი ჩვენი სინანულისა როდესაც წარვსდგებით განკითხვის ჟამს უფლის ტახტის წინაშე.

ბედნიერ შემდგომ ვნების შვიდეულს გისურვებთ

ათანასიოს მუსტაკისი, თეოლოგი

შინაარსი
სანიშნეები