Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
თარიღი აღდგომის დღესასწაულისა | PEMPTOUSIA

თარიღი აღდგომის დღესასწაულისა

4 May 2013

…ქრისტიანულ ცნობიერებაში თარიღებისა და წელიწადის ათვლის პირობითობის მიუხედავად, ქრონოლოგიურმა განსაზღვრამ მაინც მოახდინა გავლენა ქრისტიანული საზოგადოების მნიშვნელოვან თეოლოგიურ თემებზე, როგორიცაა მაგალითად, აღდგომის დღესასწაული. ქრისტიანული აღდგომა, რომელიც ტიპოლოგიურად დაკავშირებულია იუდეველთა პასექზე (აღდგომის კრავი – „კრავი იგი დაკლული / ქრისტე“. გამოცხადება 5, 12), მოციქულთა მიერ ქრისტეს ჯვარზე მსხვერპლად  შეწირვის „მოსაგონებლად“ დამკვიდრდა.

თუმცა, დღესასწაულის შინაარსმა და მისი აღნიშვნის თარიღმა სერიოზული პრობლემები წარმოშვა. იუდეველი ქრისტიანები ყურადღებას ამახვილებდნენ ჯვარცმაზე და მას მცირე აზიის ებრაელებთან ერთად აღნიშნავდნენ ნისანის თვის 14 რიცხვში. ამის საპირისპიროდ, სხვა ეროვნების მქონე ქრისტიანები ყურადღებას ამახვილებდნენ ქრისტეს აღდგომაზე და მას უკავშირებდნენ კვირა დღეს, კვირის სააღდგომო დღეს, ნისანის თვის 14 რიცხვის შემდეგ, რათა ის არ დამთხვეოდა იუდეველთა პასექს. მე-2 საუკუნეში, ამ საკითხმა, რომისა და მცირე აზიის ქრისტიანებს შორის, განხეთქილების სახე მიიღო, რადგან ორივე მხარეს თავისი მომხრეები გააჩნდა. სახელოვანი სულიერი მწყემსების (ანიკიტოს რომაელის, პოლიკარპე სმირნელის, ირინეოს ლუგდუნისა და ა. შ.) ჩარევით, რა თქმა უნდა, განხეთქილებამ არ გამოიწვია სქიზმა (გაყოფა), თუმცა, საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით, შედგა პირველი მსოფლიო კრება (325 წელს), სადაც დაადგინეს, რომ აღდგომის დღესასწაული გაზაფხულის ბუნიაობის პირველი სავსემთვარობის შემდეგ, პირველ კვირა დღეს უნდა აღნიშნულიყო, რათა ის არასდროს დამთხვეოდა ებრაელთა პასექს, რადგან „ზატიკად ჩუენდა ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთელთა მიმართ, 5, 7). ალექსანდრიის პატრიარქმა (ამ ქალაქს, იქ მოღვაწე ბრძენ ასტრონომთა მეშვეობით, მათ ასტრონომიულ მეცნიერებაში დიდი ტრადიცია გააჩნდა,) თავის თავზე იტვირთა მოვალეობა, რომ ყოველ წელს, ქრისტიანული სამყაროსათვის ეცნობებინა აღდგომის თარიღი. ამ გზით, აღდგომის თარიღის გამოთვლისათვის საჭირო იყო გაზაფხულის პირველი სავსემთვარობის თარიღის გამოთვლა. ამგვარად, ქრისტიანული საზოგადოება აქაც გაზაფხულის ბუნიაობის მეცნიერულ განსაზღვრას მიჰყვებოდა. დიონისე მცირემ გაზაფხულის პირველ სავსემთვარობად აღიარა ის პერიოდი, რომელიც მოსდევს 20 მარტს და შესაბამისად, აღდგომის დღესასწაული 22 მარტიდან 25 აპრილს შორის არსებულ პერიოდს ემთხვეოდა. მე-7 საუკუნიდან სპეციალური ცხრილების, პასქალიონების (პასქალიონი – საეკლესიო დღესასწაულთა კალენდარი, რომელიც აღდგომაზეა დამოკიდებული) შედგენა დაიწყეს, რომელიც განსაზღვრავდა აღდგომის დღესასწაულის თარიღს წლების ხანგრძლივობის მიხედვით.  ხალხური გამოთქმა „დავკარგე პასქალიონები“ ნიშნავს რაიმე მოვლენის განსაზღვრაში არეულობას და იწყება აღდგომის თარიღის დიფერენციაციით.

Vladimir Lossky (1-C)

პასქალიონებმა ისეთი დომინანტობა მოიპოვეს, რომ მათ  იულიანეს კალენდრის საფუძველი შეადგინეს, რომელსაც დაეყრდნო პირველი მსოფლიო კრება.  თუმცა, ამ კალენდრის ნაკლოვანება, არასრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ მას გააჩნია  წელიწადის განმავლობაში 0, 008 დღის ცდომილება. 1582 წელს, რომის პაპის გრიგორ XIII მოღვაწეობის დროს, ეს ცდომილება ათ დღემდე გაიზარდა. ამგვარად, გაზაფხულის ბუნიაობა დაემთხვა 11 მარტს. ამ ცდომილების დაზუსტება მოხდა ტრენტოს (Trento) კრებაზე, 1545 წელს და გადაწყდა შეცდომების გასწორება.  საბოლოოდ, ეს საქმე პაპმა გრიგოლ XIII (1572-1585) ითავა იეზუიტ ასტრონომთან ქრისტოფორე კლავიუსთან (1537-1612) თანამშრომლობის შედეგად (ასტრონომ ლუიჯი ლილიოს (L. Lilio, +1576) წინადადებათა საფუძველზე დაყრდნობით). პაპის შესაბამისი სიგელი 1582 წლის თებერვალში გაჩნდა. გაზაფხულის ბუნიაობა კვლავ დაუბრუნდა 21 მატრს, მიუღებელი გახდა წლის 365 დღიანი, 2422 დღის,  ხანგრძლივობა, რომელიც ოთხასი წლის განმავლობაში  3,12 დღის ცდომილებას იწვევდა. ამგვარად, წარმოიშვა ყოველი მეოთხე საუკუნის უკანასკნელი წლის, როგორც ნაკიანი წელიწადის, აღიარების აუცილებლობა, ანუ იმ წელიწადის, რომელიც ზუსტად 400 წლის მიჯნაზე იქნებოდა. ასე რომ, მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების წლები არ იყვნენ ნაკიანები, ხოლო მე-20 საუკუნის უკანასკნელი წელიწადი კი, 2000 წელი, ნაკიანი იყო. პაპის სიგელმა ასევე აღდგომის დღესასწაულისთვისაც დაადგინა კანონები, ხოლო 1 იანვარი კი წლის დასაწყისად გამოაცხადა.

თუმცა, ამ თანამიმდევრობაში აუცილებელია რომ ცოტა ხნით, ბუნიაობის განსაზღვრაზეც შევჩერდეთ, რადგან იმ პრობლების განხილვის ეპიცენტრს წარმოადგენს, რომელმაც აღდგომის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული სხვაობა გამოიწვია.  იულიუსის კალენდრის მიხედვით, დედამიწის არასრული ორბიტის გამო, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში განსხვავებულია დღისა და ღამის ხანგრძლივობა, 6 საათამდე. როდესაც დღე გრძელდება 9 საათის განმავლობაში, ღამე –  თხუთმეტი საათის განმავლობაში და პირიქით. თუმცა, წელიწადში ორჯერ ისე ხდება, რომ დღესა და ღამეს თანაბარი საათები ემთხვევათ (12). ამას ეწოდება ბუნიაობა. იულიუსის კალენდრის მიხედვით, პირველი მსოფლიო კრების ხანაში, ბუნიაობა  21 მარტსა და 21 სექტემბერს ემთხვეოდა, თუმცა,  1923 წელს ბუნიაობა 8 მარტსა და 8 სექტემბერს დაემთხვეოდა. მართლმადიდებლური ეკლესიისათვის, იმის გამო, რომ კალენდრის შესწორება პაპის ინიციატივით განხორციელდა, აღდგომის დღესასწაულის გამოთვლისას ათვლის წერტილად, იულიუსის კალენდრის მიხედვით, კვლავ 20 მარტი დარჩა. იმავე დღეს, როგორც ათვლის წერტილს, იზიარებს ასევე დასავლეთის ქრისტიანობა, თუმცა, ახალი გრიგორიანული კალენდარის საფუძველზე. ამგვარად, დღეს, როდესაც დასავლეთში  საუბარია გაზაფხულის ბუნიაობაზე, იგულისხმება თარიღი, რომელიც 13 დღით წინ უსწრებს აღმოსავლეთის საქრისტიანოს მიერ გამოთვლილ თარიღს. იმ შემთხვევაში, თუკი გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ (პირველი) სავსემთვარობა დაემთხვევა, მაშინ,  აღდგომის დღესასწაულის თარიღიც ასევე თანხვდება ერთმანეთს. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იულიუსის კალენდრის ცდომილებაზე, პირველად ბიზანტიაში მცხოვრებმა ბერძნებმა აღნიშნეს და მისი შეცვლის ინიციატივა წამოაყენეს. 1324 წელს, ბიზანტიელმა სწავლულმა ნიკიფორე გრიგორასმა, რომელიც ზუსტი მეცნიერებებით იყო დაკავებული, კალენდრის შესწორების ინიციატივა გამოთქვა, თუმცა, ის არ გაიზიარეს „გამოუცდელთა მიერ გაუგებრობისა და ეკლესიის წილის შიშის გამო“. 1450 წელს, ფილოსოფოსმა გ. პლითონ-გემისტოსმა უეცარი შთაგონების წყალობით შეადგინა კალენდარი, რომელიც, რომ განხორციელებულიყო, აღარ დადგებოდა გრიგორიანული რეფორმის აუცილებლობა (Alexandre, ფრანგი აკადემიკოსი).

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც  ეპოქის სულისკვეთების შესაბამისად მოქმედებდა, თუმცა, მისი ქმედება პაპის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის მიზეზითაც იყო გამოწვეული,  1583 და 1593 წლებში (პატრიარქ იერემია მეორის დროს ჩატარებულ კრებაზე), უგულებელყო გრიგორიანული კალენდარი (მე-8 კანონი), იმ მიზეზით, რომ მან დაარღვია პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილება და მე-7 სამოციქულო კანონი, რომელიც კრძალავს ქრისტიანული აღდგომისა და ებრაული  პასექის დღესასწაულების ერთდროულად აღნიშვნას. შესაბამისად, დასავლეთის მიერ პროგრესულად მიღებულ იქნა  გრიგორიანული კალენდარი. ბრიტანეთმა იგი 1752 წელს აღიარა, შვედეთმა – 1753 წელს, ხოლო გერმანიამ კი – 1776 წელს, აღდგომის დღესასწაულის განსაზღვრის სხვაობის გამო. თუმცა, როდესაც პროზელიტიზმის საფრთხე ჩავლილი ჩანდა, მართლმადიდებლურმა აღმოსავლეთმა იულიუსის კალენდრის შეცვლაზე დაიწყო ფიქრი. ამგვარად, მსოფლიო პატრიარქმა ანთიმოზ მეშვიდემ, 1895 წელს, წარმოთქვა: „სწრაფვა და ლოცვა-კურთხევა ერთიანი კალენდრის სასარგებლოდ ქრისტიანული ერის გაერთიანებისათვის“. დადებითი მოქმედება თავის თავზე იტვირთა მსოფლიო დიდმა პატრიარქმა იოაკიმე მესამემ და მისმა ცირკულარმა, 1902 წელს. ასევე საბერძნეთის ეკლესიამ, 1919 წელს, ამ საკითხის განხილვა კომისიას მიანდო, რომელმაც ცვლილება შესაძლებლად მიიჩნია  „მთლიანი ავტოკეფალიის ურთიერთშეთანხმების შემდეგ“.  ურთიერთშეთანხმების იმედით გადაწყდა, რომ საეკლესიო დღესასწაულების მხრივ ეკლესია იულიუსის კალენდრის ერთგული დაჩენილიყო, ხოლო სახელმწიფოს გაეგრძელებინა ახალი კალენდრის დამკვიდრების პოლიტიკა, რაც 1923 წლის პირველ მარტს განხორციელდა.  თუმცა, ორი კალენდრის არსებობის პრაქტიკულმა სიძნელეებმა  საბერძნეთის ეკლესიას საეკლესიო დღესასწაულების მხრივაც ახალი კალენდრის აღიარებისაკენ უბიძგა, თუმცა, პასქალიონის (საეკლესიო დღესასწაულთა კალენდარი, რომელიც აღდგომაზეა დამოკიდებული) შეხების გარეშე. ცვლილება 1924 წლის 10 მარტს განხორციელდა, რომელსაც კვალიფიკაცია 23 მარტს მიენიჭა. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, ცოტა ხნის წინ, ბულგარეთისა და ათონის წმიდა მთის ეკლესიებმა შეინარჩუნეს იულიუსის კალენდარი საეკლესიო დღესასწაულების მხრივაც, თუმცა მათ არ გაუწყვეტიათ საეკლესიო კავშირი იმ ეკლესიებთან, რომლებმაც ახალი კალენდარი მიიღეს.

1924 წელს, საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევრებმა მცირე აზიის ებრაელების მაგალითს მისდიეს, რომლის შედეგად წარმოიქმნა „ძველი სტილის მიმდევართა პრობლემა (კონფლიქტი)“, რომელმაც გამოიწვია სქიზმა (განხეთქილება), საბერძნეთის საეკლესიო სხეულის შეუხორცებელი ჭრილობა. თუმცა, ეს პრობლემა არა  მეცნიერულად აღიარებულმა ცვლილებამ, არამედ საეკლესიო კალენდრის შეცვლამ დაამძიმა, რაც, 1920 წელს,  მსოფლიო საპატრიარქოს გამაერთიანებელი შინაარსის ცირკულარის (ოფიციალური უწყების) თანახმად, ეკუმენიზმის ხელშესაწყობად განხორციელდა („ყოველი ეკლესიის მიერ დიდი ქრისტიანული დღესასწაულების ერთდროულად აღნიშვნის მიზნით“).  მაშასადამე, საკითხმა მიიღო არა მეცნიერული, არამედ აშკარად ეკლესიოლოგიური განზომილება. თუმცა, მისი შედეგები ამ ჩანაწერის საზღვრებს აღემატება.

ქრისტიანთა ფართო მოთხოვნა, მსოფლიო დიალოგის ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულის ერთდროულად აღნიშვნასთან და საერთო ქრისტიანული კალენდრის მუდმივ გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განიხილება, ახალი თავგადასავლებისაკენ გვიბიძგებს, ამასთან, იგი ასევე უნდა შეეწყოს  მართლმადიდებლური მხარის მიერ წინ წამოჭრილ მოთხოვნას, რომ აღდგომის დღესასწაული ყოველთვის კვირა დღეს ემთხვეოდეს, რათა არ მოხდეს პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებების დარღვევა და უარყოფა. პირველი მსოფლიო კრების დადგენილება დაურღვეველია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის.

პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი

ნაწყვეტი სტატიიდან „ქრისტიანული ქრონოლოგია“, თავისუფალი ბეჭდვის გაზეთ „ისტორიანნის“ დანართი, 64, 4-1-2001, გვ. 38-41.

შინაარსი
სანიშნეები