Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბოლო დროის მთაწმიდელი ისიქასტი მამები (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

ბოლო დროის მთაწმიდელი ისიქასტი მამები (I ნაწილი)

8 May 2013

მეთვრამეტე საუკუნის აღორძინების ხანის შემდეგ, კოლივადელებად წოდებულთა  ნეოისიქასტური მოძრაობის მოღვაწეობით და მის მოწინავეთა სახით – როგორებიც იყვნენ ღირსი პაისი ველიჩკოვსკი (+1794), რომელიც გრიგოლ სინელის (+1346) მსგავსად მთარგმნელობით და მოციქულებრივ საქმიანობას ეწეოდა მთელ ბალკანეთში,  ნიკოდიმოს მთაწმნიდელი (+1809), ბრძენი მასწავლებელი გრიგოლ პალამა (+1359), მაკარი ნოტარასი, კორინთოს ყოფილი ეპისკოპოსი (+1805), წმინდა ფოტი (+899), ათანასე პაროსელი (+1813), მართალი დოგმების უძლეველი დამცველი, როგორც წმიდა მარკოზ ეფესელი (ევგენიკოსი) (+1445) – ჩვენ გვყავს გონისმიერი ლოცვის სათნო მოყვარულთა მთელი დასი. გადასახლებული და წმიდანთა სწორი პირველი კოლივადელი მამები დიდი რუდუნებით მოღვაწეობდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და სხვა ადგილებში. მათ ყველგან  მიმოფანტეს ათონის წმიდა მთის ის სურნელი, რასაც ჰქვია გონისმიერი მოღვაწეობა, გონისმიერი ლოცვა, იესოს ლოცვა, მაშასადამე მისი სახელის მოხმობა შემდეგი ლოცვის გამეორებით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ სხვადასხვა მცირეოდენი ცვლილებებით. ქვემოთ გავეცნობით ბოლო დროის ზოგიერთ მთაწმინდელ ისიქასტ  მამას…

monkkerasia

1851 წელს იწერება „მღვიძარების თეორია“… მარტივი, მაგრამ დახვეწილი სტილით, თეორიის თავმდაბალი, მორჩილი, ანონიმი ავტორის – რომელსაც ცნობილ პაპა ხარიტონ (+1906) მეუდაბნოესთან აიგივებენ – სურვილია ლოცვის მუშაკების დახმარება. იგი მიუთითებს მათ თუ როგორ უნდა მოემზადონ: „მუდმივი მარხვით, სხეულის უზომო ტანჯვითა და წვალებით, უდიდესი თავმდაბლობით“. „თავმდაბალს- აგრძელებს იგი  საუბარს – აქვს გული შემუსვრილი და დამდაბლებული ლოცვითი ცხოვრებით, ეკლესიაში შესვლისას მაშინვე ეუფლება და ღმრთისადმი და ყოველგვარი ღმრთიურისადმი სასოება მოიცავს. ღმრთისმოსაობით იმდენად იქნება გარემოცული, რომ  იგი მის მოქმედებას შეიგრძნობს, რადგან მას სიხარულისგან ეჩვენება და თან დარწმუნებულია, რომ ამქვეყნიურ ეკლესიაში კი არ დგას, არამედ – ზეციურ იერუსალიმში.“

მღვდელმონაზონი არსენი სულიერი (+1846) წარმოშობით რუსეთიდან იყო. ივერთა და სხვა მონასტრის სენაკებში მკაცრი ასკეტური ცხოვრებით 25 წელი იცხოვრა.  ოთხშაბათობითა და პარასკევობით სრულიად შიმშილობდა, კვირის დანარჩენ დღეებში კი დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდა. მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ უზეთო საკვებს ღებულობდა. ღამით ძალიან ცოტა და ხშირად დამჯდარს ეძინა. გულდასმით იღვწოდა გონისმიერი ლოცვით. საღმრთო მსახურების დროს ხშირად ტიროდა. საუბარი, თუკი ოდესმე დაილაპარაკებდა, ლოცვის შესახებ უყვარდა. უპირატესობას რაიმეს გაცემას ანიჭებდა, ვიდრე მიღებას. სულიერად იტანჯებოდა, როცა ადამიანები მას პატივს მიაგებდნენ. მის მსგავსად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მორჩილი ნიკოლოზიც (+1840). მისი მოწაფეები მის სიღარიბეს ვერ უძლებდნენ.  ყველაზე მეტად ლოცვით კანონს იცავდა, უფლის განუწყვეტელი ხსოვნა ჰქონდა და მის წმიდა სახელს მუდმივად მოუხმობდა. მიიძინა ღირსი მამების დარად.

ბერი* იოანეც (+1843) წარმოშობით რუსი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში იგი მოლდოვაში ნეამცის მონასტერში მოღვაწე სახელგანთქმული ღირსი მამის* პაისი ველიჩკოვსკის მოსწავლე იყო. ამ მონასტერში დაახლოებით ათასი ბერი იღვწოდა.  უფლის ლოცვით განმადიდებელ პირთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მამა პაისი მხოლოდ და მხოლოდ იმათ ღებულობდა, ვინც მასთან ერთად გაჭირვებას დაითმენდა. ბერი იოანეს თქმით, ბერი პაისის უმთავრესი საქმე იესოს უწყვეტი ლოცვით გულისა და გონების სიწმინდის სწავლება იყო. იოანემ თითი მოიჭრა რომ მისთვის მღვდლად ხელი არ დაესხათ და ამით მისი საყვარელი ლოცვის სიმშვიდე არ დაეკარგა. მრავალი წელი ათონის წმიდა მთის უდაბნოში დიდი ღვაწლითა და განუწყვეტელი ლოცვით იცხოვრა. იგი საკუთარ მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს: „ჩემს გულს ენით გამოუთქმელი სიხარული დაეუფლა და  ლოცვამ ჩემში თავად დაიწყო მოქმედება. იგი ისე მატკბობდა, რომ დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. დღეში ერთი საათი მეძინა და ისიც დამჯდარს. მაინც ისე ვიღვიძებდი თითქოს ძილი აღარ მჭირდებოდა. „მე მძინავს და გული ჩემი ფხიზლობს“… ჩემში ენით აღუწერელი სიყვარული იშვა, რასაც ცრემლები ახლდა თან. თუ მოვინდომებ, შემიძლია გაუჩერებლად ვიტირო… ხშირად საღამოობით ვდგები, რომ ფსალმუნი წავიკითხო, იესოს ლოცვა ვთქვა და ამ დროს ექსტაზში ვვარდები. ამ დროს არ ვიცი სად ვიმყოფები: ვერ ვგრძნობ სხეულში ვარ თუ სხეულს გარეთ. ეს მხოლოდ უფალმა იცის. როცა გონს მოვდივარ უკვე დილაა და თენდება“.

ბერი* დანიელი (+1879) მთაწმიდის უდაბურ ადგილებში ცხოვრობდა. მას მკაცრი მოძღვარი ჰყავდა, რომელიც ღატაკი იყო. ბერი დანიელი მას ყველაფერში უსიტყვოდ ემორჩილებოდა. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ იმ მცირე რაოდენობის სტუმრებს, ვინც მას ეწვეოდა ხოლმე, ასე ეუბნებოდა: „მხოლოდ და მხოლოდ უფლის წყალობას და ჩემი მოძღვრის ლოცვებს ვესავ. სხვა რით შეიძლება რომ განვმართლდე?“ ხშირად ამას ამბობდა: „მხოლოდ ღმრთის წყალობას ვითხოვ და მხოლოდ მასზე დამიძს სასოება.“ მათ, ვინც დაჟინებით ითხოვდა მისგან რჩევის მიღებას, ეუბნებოდა: „როდესაც ადამიანი განსაცდელში აღმოჩნდება, უფალს ცრემლებით მიმართავს და იგი ანუგეშებს მას…“ სხვა დროს კი უთქვამს: „მას ვისაც სიმშვიდის ნაყოფი უგემნია საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და ლოცვაში სამ დღეზე მეტ ხანს შეუძლია გაძლოს…“

მღვდელმონაზონი ევსტრატიოს ტრაპიზონელი რვა წლისა მივიდა პონტოს სუმელას მონასტერში. მონასტერში ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ მას მღვდლად დაასხეს ხელი. ამის შემდგომ მან იერუსალიმი მოინახულა და ათონის წმიდა მთაზე კავსოკალივიის სავანეში დამკვიდრდა. მისი ტიპიკონი ასეთი იყო: ყოველ ღამით სამი ათასი მეტანიის შესრულება და განუწყვეტელი ლოცვა. იგი ამ ტიპიკონს ცხოვრების ბოლომდე იცავდა. მისი საცხოვრებელი საფლავს ჰგავდა, რადგან ბნელი და დახურული გამოქვაბული იყო, რათა ღამე დიდხანს გაგრძელებულიყო და უფრო მეტი ეღვაწა ლოცვით. თითქმის ფეხზე მდგომს დღე-ღამეში ერთი საათი ეძინა. წირვას ყოველდღე აღასრულებდა. იგი მუდმივად მარხულობდა. მას ლოცვის ისეთი მადლი მისცემია რომ მისი გული ძილის დროსაც კი ლოცულობდა. ეს მას თავისი ერთ-ერთი მოწაფისთვის გარდაცვალებამდე გაუნდვია. ბერი მჯდომარეც და ფეხზე მდგომიც ლოცულობდა, თავს გულ-მკერდისკენ დახრიდა, ლოცვას ხმადაბლა, ღმრთისმოშიშებითა და ყურადღებით წარმოთქვამდა, გონებას მისი სიტყვების მნიშვნელობას მიაპყრობდა და სუნთქვას მანამ შეიკავებდა, სანამ ის გონების მოძრაობასთან ჰარმონიაში არ მოვიდოდა. მას ასევე წინასწარ ხედვის ნიჭიც გააჩნდა. ერთი დიდი მანდილი ჰქონდა, რომელიც სულიერად ამაღლებულ მდგომარეობაში მყოფს ლოცვით გამთბარი მრავალი ცრემლისთვის   სჭირდებოდა.

გონისმიერი ლოცვის მნიშვნელოვანი მსახური იყო ბერი* ბარნაბა წმიდა ბასილის მონასტრიდან (+1905). ხშირად, იგი მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა სკვნილზე ლოცვით. უფრო დიდი მოღვაწე იყო ბერი* ნათანაელი. მის მიერ მონასტრებში მოღვაწე ბერებისადმი მიცემულ რჩევებში, სხვა მრავალ რჩევათაგან ერთი უნდა გამოვყოთ: „როდესაც ლოცვა მოქმედებას დაიწყებს, ცრემლები დაიწყებს დენას, გული სიხარულით აივსება, ამოძრავდება და განახლდება. მაგრამ ცრემლები ამაოდ არ უნდა ღვარო, არც უნდა უგულებელყო, არამედ სიმდაბლით უნდა თქვა ლოცვა „უფალო იესო ქრისტე…“ რადგან ღმერთია განმანათლებელი… არამედ როცა დაჯდები სალოცავად და შენი გონება გაიფანტება და არ შეგიძლია ლოცვის გაგრძელება, ადექი შენი სკამიდან და ნუ დამწუხრდები რომ საერთოდ არ შეგიძლია ლოცვა. ამის მაგიერ სულიერი საქმე გააკეთე და ესეც თუ არ შეგიძლია, რამე ფიზიკურად გააკეთე და ყურადღება შენს საკუთარ თავს მიაპყარი და არ აღელდე არასდროს, ყოველთვის მხიარული იყავი და არ დამწუხრდე, რადგან ყველა წმიდანი სიმშვიდით დადიოდა. იკითხე და ისე მოიქეცი როგორც გითხარი და დღე ისე გაივლის, რომ ვერც კი გაიგებ…“

ასევე დიდი მებრძოლი იყო წმიდა ანას მცირე სკიტის ცნობილი მამა საბა სულიერის (+1908) მოძღვარი ბერი ილარიონ ქართველი (+1864), რომელიც პატარაობიდანვე დიდი მოღვაწე იყო, როცა თავის სამშობლოში ცხოვრობდა. მთაწმიდაზე ივერთა მონასტერში, წმინდა დიონისეს მონასტერსა და უდაბნოშიც უცხოვრია. მისი თავშესაფარი მრავალი გამოქვაბული ყოფილა. კლდეებს ცრემლით რწყავდა და მკაცრ სიჩუმეს იცავდა. მას ხშირად დემონები ესხმოდნენ თავს, რომელთა წინაშეც იგი შეუდრეკელი იყო. ლოცვა სასწაულთმოქმედებდა. ხანგრძლივი მარხვისგან იგი ძალზე დასუსტებული იყო. ძალიან უყვარდა მდუმარება და უწყვეტი ლოცვა. მოძღვრის კურთხევით, დიდი ხნის მანძილზე განმარტოებულად ცხოვრობდა. სიბერეში სისუსტის გამო ღამისთევის ლოცვისას ჯაჭვებზე ჩამოეკიდებოდა. სიკვდილის წინ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ უფალმა ამის ღირსი არ გამხადა. მან გამომიგზავნა ისეთი ავადმყოფობა, რომელიც შესაძლებელია მოწამეობაზე უფრო მეტი იყოს, თუკი მას გამძლეობითა და ღმრთის ნებისადმი რწმენით დავითმენ“. მისი წმინდა ნაწილები ამოსვენების შემდეგ კეთილსურნელებას გამოსცემდა. [შენიშვნა: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით მღვდელსქმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) 2002 წელს წმინდანად შეირაცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი  ახალი.]

Agios ILARIon Georgianos Neos 101

ღირსი ანტიპა მოლდაველი (+1882) ახალგაზრდობიდანვე ღმრთიური ლოცვის დიდი გამოცდილების მქონე იყო და ამიტომ დიდი და მრავალი განსაცდელის გავლის შემდეგ გადაწყვიტა ბერად შემდგარიყო. დიდი სულიერი მამების რჩევითა და სხვადასხვა ასკეტური ტკივილის დათმენით იგი გონისმიერ ლოცვას სისტემატიურად გამოიმუშავებდა. ესფიგმენის მონასტერში სამი წელი იცხოვრა და ამის შემდეგ მკაცრ უდაბნოში გადაიხვეწა. ისევე როგორც სხვა ისიქასტ მამებს, მასაც განსაკუთრებულად უყვარდა დედა ღმრთისმშობელი. იგი კეთილგონივრულად მოშურნეობდა ყველა საქმეში. მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა ათონური ტიპიკონი, მაშინაც კი, როცა მისი საყვარელი ათონის მთისგან შორს იმყოფებოდა. როგორც ამბა ისააკ ასური ამბობს, მღვიძარების ნაყოფი ტკბილია და ეს სიტკბო მას მუდამ ჰქონდა. მას უყვარდა განმარტოება, სიმშვიდე, მდუმარება და ლოცვა, მაშინაც კი, როცა იგი მონასტერში ცხოვრობდა. ყოველ გადაწყვეტილებასა და ყოველ თავის ქმედებას წინ დიდი ღვაწლი და ლოცვა უძღოდა. ვარლაამის მონასტერში დამკვიდრების შემდეგ იგი მთლიანად მიეცა თავის მეგობარ ლოცვას. მის  განუწყვეტელ ლოცვას ხშირად თან ახლდა გულიდან წამოსული თბილი ცრემლები. მას ამშვენებდა სიმდაბლე, თვითკრიტიკა, მოთმინება, უბოროტობა. მთელ მის ქონებას ერთი ათონური ღმრთისმშობლის ხატი წარმოადგენდა. მიიცვალა ამ ცხოვრებიდან ღმრთისმშობლისადმი მვედრებელი.

zegarmistrz

ცნობილ ათონელ ასკეტს აჯიგიორგი კაბადოკიელსაც (+1886) პატარაობიდანვე გულითადად უყვარდა ასკეტური მოღვაწეობა და ლოცვა. მასაც სხვებივით ძალიან უყვარდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელიც არაერთხელ დახმარებია მას. მთაწმიდაზე, პირველად, წმიდა გრიგოლის მონასტერში მივიდა. შემდეგ კი კავსოკალივიის სავანეს მიაშურა. იქ თავისი თანამემამულის, გამოცდილი სულიერი მამის ნეოფიტეს სწავლა-დარიგებით ცხოვრობდა, რომლისგანაც კურთხევა მიიღო, ღირსი ნიფონის გამოქვაბულის ახლოს ეცხოვრა. ამის შემდეგ ისინი კერასიაში წავიდნენ  და მრავალი წლის მანძილზე თავი განუწყვეტელ და მკაცრ მარხვას მიუძღვნეს, მუდმივად უზეთო საკვების ხმევით. მას ამშვენებდა მდუმარება, მორჩილება, შიმშილი, ლოცვა, სიმდაბლე და სიყვარული. ხალხში ყოფნისას უქმმეტყველებისაგან თავის დასაცავად იწყებდა ხმამაღალ ლოცვას. მათი ცხოვრება მუდმივი დიდი მარხვა იყო. მათ ერთდროული სიხარულიცა და მწუხარებაც ახასიათებდათ. მათი წამალი საღმრთო საიდუმლოება იყო. მისი დაუბანლობა, ჭუჭყიანი და გაცვეთილი ტანისამოსი იმ სუფთა გულს მალავდა, რომელსაც მღვიძარება უყვარდა. მიიცვალა წმინდა ზიარების მიღებისთანავე.

ნეტარი პაპა ხარიტონ სულიერი (+1906) მეტეორაზე აღიკვეცა ბერად. ამის შემდეგ წავიდა სინას მთაზე და შემდეგ ათონის წმიდა მთის უდაბნოს მიაშურა. ძალიან ცოტა ეძინა,  ისიც სტასიდზე. დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. ზეთიან საკვებს კი შაბათ-კვირაობით ღებულობდა. მისი საყვარელი ადგილი კავსოკალივიის დიდ მიდამოზე მდებარე წმიდანთა გამოქვაბულები იყო.  იგი იყო ისიქასტი, მდუმარების მოყვარე, სიმშვიდის მოყვარე, თავშეკავებული, თავმდაბალი და მოშურნე. წმიდანთა მკვლევარი და მათი მიმბაძველი, ჰიმნოგრაფი და წმიდანთა ცხოვრების აღმწერი, ჰაგიოგრაფი… განსაცდელებთან ბრძოლაში დედა ღმრთისმშობლის მოხმობით იმარჯვებდა. ცხოვრების ბოლოს თავისი სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა. მას ჰქონდა მუდმივი ხსოვნა სიკვდილისა, მუდმივი ხსოვნა უფლისა და ასე მიიცვალა ზეციურ სამყაროში მუდმივი ლოცვით.

წყარო: ჟურნალი „ღირსი გრიგოლი“, მეორე ეტაპი, ტომი 240-ე,  გვ.57-71, ათონის მთის ღირსი გრიგოლის მონასტრის გამომცემლობა, მთაწმინდა, 1999 წ.

[ *  შენიშვნა:

ეს ბერები ბერძნულ ენაში მოხსენიებულნი არიან როგორც „ღერონდას“ (γέροντας – იგივეა რაც ბერი, старец). – რაც  შემდეგს ნიშნავს : 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი].

შინაარსი
სანიშნეები