Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბოლო დროის მთაწმინდელი ისიქასტი მამები (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

ბოლო დროის მთაწმინდელი ისიქასტი მამები (II ნაწილი)

16 May 2013

ბერ* დანიელ კატუნაკელს, სმირნელს (+1929), წმიდანებიდან ძალიან უყვარდა იოანე კიბისაღმწერელი და ისააკ ასკეტი, ასევე კოლივადელი მამები. წმიდა პანტელეიმონისა და ვატოპედის მონასტრებში მოღვაწეობის შემდეგ იგი ყოვლად საამურ კატუნაკში წავიდა სამოღვაწეოდ, თავი ლოცვასა და კითხვას უძღვნა. მისი სიღარიბე მისი სიმდიდრე გახდა, სიმშვიდე – მეგობარი და საწყისი სულიერი სიხარულისა. მისი გარეგნული სიმშვიდე შინაგან სიმშვიდეში გადაიზარდა. კეთილი გულის ბაღს იესოს ლოცვით რწყავდა, რაც მას დიდ სიხარულს ანიჭებდა. მისი ჩანაწერებიდან და წმიდა მამებისადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ მას საოცარი ღმრთიური განათლება და მადლი, განსჯის უნარი და სიბრძნე ჰქონდა. მაგალითისათვის, მისი ეპისტოლე გონისმიერი ლოცვის შესახებ ამტკიცებს, რომ მან  კარგად იცოდა პატერიკები, რომ იყო დიდი მლოცველი და ჰქონდა განსჯისა და წინასწარ ცნობის ნიჭი.

ათენელ ისიქასტ კალინიკე კატუნაკელს (+1930) ძლიერ უყვარდა მღვიძარედ წოდებული წმიდა მამების კრებული „სათნოებათმოყვარეობა“ (იგივე „ფილოკალია“). ისევე როგორც სხვა ისიქასტ მამებს, მასაც ძლიერ უყვარდა სიმშვიდე, განმარტოება, ასკეტიზმი, მდუმარება და ლოცვა. მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება, შრომა და ცრემლები მისთვის არ იყო მხოლოდ სიტყვები და იდეები, არამედ მან ისინი  ქმედითად და პრაქტიკულად გაიარა. როგორც ამბა თალასიოსი ამბობს: „თავშეკავებულის გონება ტაძარია სულიწმიდისა“.  უბრალოება, სიმდაბლე და სიკეთე ამშვენებდა მას. ნებაყოფლობითი და უდიდესი ღვაწლი ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კელიაში მისი სრული განმარტოებით დაგვირგვინდა. თვითდატუსაღებას სხვა მიზანი არა ჰქონია იესოს ლოცვის გაღრმავების გარდა.  მის გულანთებულ ლოცვას თან ახლდა მატერიალურზე უდარდელობა. ღმრთივგანათლებული, გამორჩეულთაგან გამორჩეული, მოყვასის მოყვარული და მადლიანი ბერი კალინიკე თაბორის ნათლის ხილვის ღირსი შეიქნა. მის მორჩილებს არაერთხელ უნახავთ როგორ ანათებდა იგი. იგი ებრძოდა ონომატოდოქსიის ერესს და გახდა ჭეშმარიტი მასწავლებელი გონისმიერი ლოცვისა და მოღვაწეობისა. მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო დღე იყო 6 აგვისტო (ძვ. სტილით) ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული, ისიქასტი მამების პასქა.

Isixastes 110

ბერი* გაბრიელი წმ. დიონისეს მონასტრიდან (+1983) ამბობდა თავისი მონასტრის ბერ ისააკის (+1932) შესახებ: „იგი იყო უბრალო ადამიანი, სიმართლისმოყვარე და ღმრთისმოშიში, მდუმარე და ყოველივე საქმის გულისყურით მკეთებელი… იგი იყო მაგალითი ყველა მამისათვის“. ამავე მონასტრის მკვიდრი ძალზე ღვთისმოშიში ბერი ლაზარე (+1974), წმიდა მოციქულთა სავანეში მასთან ერთად ყოფნისას მასზე წერდა: „როდესაც ჩვენ ორნი ცისკრის მსახურებას სკვნილზე ლოცვით ორსაათნახევრის განმავლობაში ვასრულებდით, პირველ და მეორე ჯერზე სკვნილით ჩამოლოცვისას სკვნილის ყოველ ნასკვზე დაბალ ხმაზე ამბობდა ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ“. მესამე ჩამოლოცვისას მისი გული თბებობდა ღმრთიური სიყვარულითა და მოშურნეობით და არ შეეძლო თავის შეკავება, რომ ჩუმად ელაპარაკა. ყოველ სიტყვას ყვირილით წარმოთქვამდა, რადგან მათ დიდი მოშურნეობითა და სიყვარულით ამბობდა, თითქოს მის წინაშე თვით უფალი იესო ქრისტე მდგარიყო ისე  ევედრებოდა მას, მის ფერხთით დავარდნილი…“. ღამეებს საკუთარ და მთელი ქვეყნიერების ცოდვებზე ტირილში ატარებდა. იგი ყოველთვის მოშურნეობდა ღმრთისმსახურებაში, ლოცვაში, კანონის შესრულებაში, რათა დაემტკიცებინა რომ ისიქასტი მამები შესაძლებელია ფარულად და თამამად მოღვაწეობდნენ და თან სამონასტრო ცხოვრებით კინოვიებში* ცხოვრობდნენ. [*კინოვიო (ბერძნ. κοινόβιο) (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება].  

ბერი* გაბრიელ კარულიელი (+1968) იყო მკაცრი ასკეტი, რომელიც კარულიაში ცხოვრობდა. იგი იყო ადამიანი დიდი სინანულის გრძნობით, ცხოვრების გამოცდილებითა და მებრძოლი სულით. მას ძლიერ უყვარდა კითხვა ასკეტ მამათა შესახებ, ემტერებოდა სიზარმაცეს, ეფრემ ასურის სიტყვებით იყო მაღლამფრენი არწივი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით – არაფრის მქონე, მდუმარების მოყვარული, სიხარულით აღსავსე ისიქასტი, სახელოვანი უცნობი. იგი ძალიან მკაცრად უდგებოდა საკუთარ თავს, მკაცრად მარხულობდა და ხალხს გაურბოდა ბეღურასავით. ძნელად გასავლელ ბილიკებზე სიარულისას თითქოს ნაბიჯებს კი არ დგამდა, არამედ  დაფრინავდა. იგი იყო გამხდარი, მუდამ მლოცველი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული, არაცნობისმოყვარე, მუდამ აქცევდა ყურადღებას შინაგან სიმშვიდესა და სისპეტაკეს წმიდანთა მშობი და გამომკვები უდაბნოს მშვენიერ სიწყნარეში. როგორც თვითონ ამბობდა, იგი იყო ცასა და დედამიწას შორის კლდეთა მეუდაბნოე. მის მნახველებს, ლაპარაკის ნაცვლად, „სათნოებათმოყვარეობიდან“ (იგივე „ფილოკალია“) უკითხავდა რამეს. სიკვდილს სიხარულით ელოდა. მიიღო წმიდა ზიარება და მშვიდობით მიიცვალა. იყო გმირი ბერი.

ბერი გაბრიელის ასკეტური არენის ოდნავ დაბლა ცხოვრობდა კიდევ ერთი ქრისტეს მიერ მამაცი ათლეტი, სტავრონიკიტას მონასტრის ყოფილი  წინამძღვარი, კონსტანტინოპოლელი ბერი* ფილარეტი (+1962), რომელიც ქრისტესთვის სალოსობდა ხალხის წინაშე, რათა დამდაბლებულიყო. თავისი უბადრუკი და ღარიბი სამყოფი  სასახლედ მიაჩნდა. მისი სენაკი ძალიან ჰგავდა საფლავს. ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავის უგულებელყოფით უფლისადმი სრულად მიეძღვნა თავი. ქებად მიაჩნდა როდესაც მის მიმართ გულგრილნი იყვნენ. მას მხოლოდ გონების სისპეტაკე აღელვებდა. იგი თავისი სახელის შინაარს ამართლებდა, იყო რა სიკეთის ჭეშმარიტი მეგობარი. მასაც სხვებივით ძალიან უყვარდა დედა ღმრთისმშობელი. გალობისას ცრემლს ღვრიდა და მგალობლებს ანგელოზებად მიიჩნევდა. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი ვედრება იყო. ლოცვა მისი სუნთქვა იყო. მიიძინა სიხარულით, მოისმინა რა „ღირს არსის“ საგალობელი.

მამა პაისი (+1994) თავის შესანიშნავ წიგნში „მთაწმინდელი მამები და მთაწმინდის ისტორიები“ საკმაოდ ბევრ ისიქასტ მამას იხსენებს, ისეთებს როგორებიც იყვნენ:

მამა ტიხონი (პაპა ტიხონი – როგორც მას ეძახდნენ) (+1968), რომლის „ხელსაქმეც“ მეტანიები და ლოცვა იყო და რომელიც მის ნეტარ გარდაცვალებამდე ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად განუწყვეტელ ღმრთის დიდებაში ცხოვრობდა. ბერი* ევლოგი (+1948), აჯიგიორგის მოსწავლე, რომელიც მუდმივი მარხვისა და განუწყვეტელი ლოცვის მკაცრ ტიპიკონს იცავდა და დემონები ხშირად ესხმოდნენ თავს.

ბერი* კოზმა პანტოკრატორის მონასტრიდან (+1970), რომელიც საქმესა და ლოცვას ყოველთვის უთავსებდა ერთმანეთს, მონასტრისა და საკუთარი სულის ბაღს ცრემლებით რწყავდა. ბერი* პეტრე (+1958), რომელიც უბრალოებითა და ღმრთისმოსაობით გამოირჩეოდა, განუწყვეტლად ლოცულობდა, ლოცვა თვითმოქმედებდა მასში, მას ხშირად ესმოდა ანგელოზთა ტკბილი გალობა და ხელთუქმნელი ნათელი ეფრქვეოდა მას. ბერი* ავგუსტინეს (+1965) ცხოვრების ბოლო სავსე იყო ღმრთიური გამოცხადებებით, ლოცვებითა და მუდმივი ცრემლებით, მისი  ნაწილების ამოღების დროს მისი სახე ანათებდა.

მამა პაისის წიგნში ასევე სხვა მრავალი ბერის სახელია მოხსენიებული.

თავად ბერი* პაისიც ლოცვის მუდმივი მადლისთ ცხოვრობდა და ხარობდა, თავმდაბლად მსახურობდა, ყოველდღე ხანგრძლივად და სიყვარულით ლოცულობდა გატანჯული ხალხის საჭიროებებისათვის. ამბობდა: „როცა ადამიანს სულიერი ჯანმრთელობა აქვს იგი ადამიანებს განშორდება, რათა ლოცვით  უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს, მაშინ ყველა ადამიანი წმინდანებად მიაჩნია და მხოლოდ საკუთარ თავს თვლის ცოდვილად“. სხვა დროს უთქვამს: „თუ გინდა რომ უფალი დაიჭირო, რათა შენი ლოცვა შეისმინოს, შენი სულის მიმღები თავმდაბლობის სიხშირეზე მომართე, რადგან უფალი  მხოლოდ ამ სიხშირეზე მუშაობს და მისგან მოწყალება თავმდაბლად ითხოვე“.

ბერი* იოსებ ისიქასტი (+1959) იბრძოდა და ხანგრძლივი მოღვაწეობისა და დიდი ჯაფის შედეგად მიაღწია კიდეც თეორიის უმაღლეს საზომებს. მისი ძვირფასი ეპისტოლეები მისი სულიერი სკის ტკბილ თაფლს ინახავს: „წმიდა ლოცვის მოპოვებისათვის ბრძოლის საწყისს ვნებებთან ბრძოლა წარმოადგენს. შეუძლებელია ლოცვაში წინსვლა, სანამ ვნებები მძლავრობენ. ამის მიუხედავად, ეს ხელს არ უშლის ლოცვის მადლის შეძენას, მთავარია უგულისყურონი და პატივმოყვარენი არ ვიყოთ“. სხვაგან წერდა: „მთელი ღამე ვლოცულობ და მოვუხმობ უფალს: უფალო, ან ყველა ძმა ერთად აცხოვნე, ან მეც დამღუპე. არ მინდა მარტო სამოთხის დამკვიდრება!“ ეს არის ჭეშმარიტი ბერების სიყვარული, უდიდესი მისიონერობა და კაცთმოყვარეობა.

ბერი* სოფრონი (+1993) ლოცვის თეოლოგი და მლოცველი თეოლოგი, მღვიძარე მამა, გამორჩეული ადამიანია. იგი ასეთ რამეს გვეუბნება: ლოცვა არის ღმერთთან ზიარება, დიალოგი უფალთან, ჩვენი უძლურების აღიარება, უფლის მონახულება; ღმერთისგან მიტოვებულობა ჩვენს სრულყოფას ემსახურება; უფლის სიჩუმეს ჩვენ გონს მოვყავართ, რაც იძულებულს გვხდის აღვიჭურვოთ მოთმინებით და დაჟინებით მივისწრაფვოდეთ ღმერთთან შეხვედრის, ღმერთის შეცნობისა და ჭეშმარიტი სინანულისაკენ. უფალი ასე გვასწავლის ლოცვას. თავის ცნობილ წიგნში „ლოცვის შესახებ“ ბერი სოფრონი წერს: „იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობის დროს, იძულებული გავხდი შემეწყვიტა მისი მოხმობა: მისგან მომავალი ენერგია ძალზე ძლიერი იყო და ჩემი სული უსიტყვოდ, დაუფიქრებლად, სრულიად კანკალებდა ღმრთის სიახლოვისგან. მაშინ ჩემთვის ნაწილობრივ ცხადი გახდა საეკლესიო მსახურების საიდუმლოება“.

ბერი* პორფირი კავსოკალივიელი (+1991) სადაც არ უნდა წასულიყო მუდამ თან ატარებდა სკვნილს. მისი საუბრები ძირითადად ლოცვას შეეხებოდა და ლოცვიდან გამომდინარეობდა: „როდესაც ღმრთის მადლში ვიმყოფებით, მაშინ ჩვენი ლოცვა წმიდაა“. ერთხელ მისი სულიერი შვილისათვის ასეთი რამ უთქვამს: „იცი, რამხელა საჩუქარი გვიბოძა უფალმა, რომ მოგვცა უფლება მას მივმართავდეთ ყოველ წამს და ყველგან სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ. იგი ჩვენ ყოველთვის გვისმენს. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია“. ისიქასტ მამებს ზოგჯერ ათენშიც კი ვხვდებით, მაგრამ ეს შემთხვევები ძალზე იშვიათია.

ბერი* ეფრემ კატუნაკელი (+1998) იყო  ერთ-ერთი უკანასკნელი ბერი აწ განსვენებულ ბოლო დროის ცნობილ ისიქასტ მთაწმინდელ მამათაგან. სავარაუდოდ ამ სტატიით ბოლომდე არ ამოგვიწურავს ეს წმიდა ჩამონათვალი. ღმერთი შეგვეწიოს, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. ბიბლიური გარეგნობის მქონე პაპა ეფრემი ასწავლიდა და მისდაუნებურად ამჟღავნებდა მისტიურ ქმედებებს, დიდ სიყვარულს იესო ქრისტეს მიმართ, რომელსაც  განუწყვეტლივ მოუხმობდა. მისი საყვარელი სასაუბრო თემები ძირითადად მორჩილებასა და ლოცვას ეხებოდა. მისი თქმით ლოცვა უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა. იგი ბევრს მოღვაწეობდა და  დიდი ნიჭების მიღების ღირსიც შეიქნა. მისი და ყველა ზემოთხსენებულ მამათა ლოცვა შეგვეწიოს.

საჭიროდ მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით ისიქაზმი ღრმად იქნას გამოკვლეული, ვინაიდან გაამქვეყნიურების და საზოგადოებრივი ჰიპერაქტიურობის, დაუცხრომელი და მოუმზადებელი მისიონერობის და ხალხში ნაჩქარევი მრავალი ჩარევების ტენდენციები, ჩვენი დედის მართლმადიდებლური ეკლესიის არა მხოლოდ სხეულზე, არამედ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ბერ-მონაზვნობაზე და მათ შორის ათონის წმიდა მთის ბერ-მონაზვნობაზეც ახდენს გავლენას. გვჯერა, ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ მთაწმიდის მკვიდრ შვილთა ტრადიცია ყოველთვის ხელშეუხებელი დარჩება  მონასტრებშიც და უდაბნოშიც. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ყოველგვარი საზღაურითა და დიდი მსხვერპლის გაღების ხარჯზე შევინარჩუნოთ წმიდა მთის ისიქასტური ხასიათი, რომელსაც ძირითადად სხვა ყველაფერზე მეტად საჭიროებს თანამედროვე სამყარო და მიგვაჩნია, რომ ამის საჭიროება იქნება XXI საუკუნეშიც, რომელშიც უკვე გადავაბიჯეთ…

წყარო: ჟურნალი „ღირსი გრიგოლი“, მეორე ეტაპი, ტომი 240,  გვ.57-71, ათონის წმიდა მთის ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის გამომცემლობა, მთაწმინდა, 1999 წ.

[ *  შენიშვნა:    სიტყვა ბერი ბერძნულ ენაში მოხსენიებული არის როგორც  ”ღერონდას” γέροντας რაც  შემდეგს ნიშნავს   – ο γέροντας – იგივეა რაც ბერი,  старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი].

 

 

შინაარსი
სანიშნეები