ესფიგმენის წმიდა მონასტერი
17 May 2013ესფიგმენის მონასტერი დაარსდა მე-10 საუკუნის უკანასკნელ წლებში. სწორედ აქ, ამ მონასტერში იქნა წამოწყებული 1821 წლის ქალკიდიკის აჯანყება. მისი კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) უფალი იესო ქრისტეს ამაღლების სახელობისაა, აგებულია 1806 და 1810 წლებს შორის, 1811, 1818 და 1841 წლებში კი ტაძარი ფრესკებით მოუხატავთ. მონასტრის რელიკვიებს შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჯვარი, რომელსაც ამგვარად უწოდებენ „პულქერიასი“ (პულხერიასი), ასევე ქრისტეს მოზაიკური ხატი და ოთხმოცი მინიატურის შემცველი თოთხმეტი ხელნაწერი.