Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სიმონოპეტრას წმიდა მონასტერი | PEMPTOUSIA

სიმონოპეტრას წმიდა მონასტერი

23 May 2013

სიმონ პეტრას ე.წ. სიმონოპეტრას წმიდა მონასტერი დაახლოებით 1257 წელს დაარსდა ასკეტი ბერის ღირსი სიმონის მიერ, მიუდგომელ „სიმონის კლდეზე“. მონასტერი აღადგინეს 1368 წელს ქ. სერრესის მმართველის იოანე უგლესის ხარჯებითა და შემოწირულობით. 1580, 1622 და 1891 წლებში მონასტერი ხანძარმა გაანადგურა. კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) მაცხოვრის შობის სახელობისაა და სავარაუდოდ 1600 წელს უნდა იყოს აშენებული. იგი 1622 წლის ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ იმთავითვე სასწრაფოდ აღაგინეს, ხოლო 1633 წელს კი მოხატეს. თავისი დღევანდელი გარეგნული სახე მონასტერმა 1891 წლის კატასტროფის შემდეგ განხორციელებული მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მიიღო. სიმონოპეტრას მონასტერს ეკუთვნის ხარების სახელობის მონასტერი ქალკიდიკის ორმილიაში, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს დედათა სავანეს წარმოადგენს.

I.M.Simonos Petras 100

Moni-Simonos-Petras-01

Moni-Simos-Petras-02

შინაარსი
სანიშნეები