წმიდა პანტელეიმონის წმიდა მონასტერი

28 May 2013

პანტელეიმონის მონასტერი მე-10 საუკუნის უკანასკნელ წლებში დაარსდა იმ მთიან ადგილას, სადაც დღეს ეგრედ წოდებული „პალიომონასტირო“ (ძველი მონასტერი) მდებარეობს. მას ასევე „თესალონიკეოსად“ (თესალონიკელების მონასტრად) უხმობდნენ. ირკვევა, რომ უკვე ადრეული ხანიდან ამ მონასტერში დამკვიდრებას რუსი მონაზვნებიც იწყებენ. 1765 წელს დაიწყო ძველი მონასტრის მოტოვებისა და სანაპიროზე ახალი მონასტრის დაარსების პროცესი. ნაგებობათა მთავარი კომპლექსი დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისში იქნა აშენებული მოლდოვლახეთის მმართველის სკარლატოს კალიმაქისის ფულადი დახმარების მეშვეობით. 1803 წლის პატრიარქის სადამფუძნებლო დოკუმენტში შემდეგნაირად განისაზღვრა მონასტრის სახელწოდება „კალიმაქისების ავთენტიკური კინოვიური მონასტერი“. 1840 წელს კვლავ დაიწყო იმ რუს მონაზონთა ჩასახლება, რომლებმაც 1875 აირჩიეს პირველი რუსი იღუმენი და შესაბამისად მონასტრის მმართველები გახდნენ. დიდი ძალისხმევა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მონასტრის, თუნდაც მისი გარეგნული იერსახით, რუსიფიცირება მომხდარიყო, ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ დღეს, მთაწმინდურ წიაღში, სივრცეში პანტელეიმონის მონასტერს გააჩნია სრულიად თავისებური არქიტექტურული იერსახე. მონასტრისათვის რთული პერიოდი 1913 წლიდან იწყება, რაც გამოწვეულ იქნა რუს მონაზონთა შორის დოგმატური ერესის „სახელთა თაყვანისმემლების“ (ონომატოლატრების) აღმოცენებით, რასაც შედეგად მოჰყვა რუსული სამხედრო ინტერვენცია და ასობით „სახელთა თაყვანისმცემლების“ მიმდევართა ციმბირში იძულებითი გადასახლება. 1917 წელს რუსეთში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებამ გამოიწვია როგორც მონასტრის მონაზვნების, ისე მონასტრის შემოსავლების დრამატული შემცირება. მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმიდა პანტელეიმონის სახელობისაა და აგებულია 1812-1821 წლებს შორის. მონასტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება ასევე ქსილურგუს სკიტი, რომელიც ცნობილია „ბოგოროდიცას“ სახელით.

I.M.Panteleimonas 100

I.M.Panteleimonas 101

შინაარსი
სანიშნეები