Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ათონის წმიდა მთა – მთაწმიდა სიწმიდის ადგილი | PEMPTOUSIA

ათონის წმიდა მთა – მთაწმიდა სიწმიდის ადგილი

30 May 2013

ათონის წმიდა მთა სიწმინდის განსაკუთრებული ადგილია. რადგან წმინდა მთის სახელმწიფო არის ერთადერთი მართლმადიდებლური სამონასტრო გაერთიანება, რომელიც მისი დაარსების დროიდან მოყოლებული კვლავ აგრძელებს თავის მოღვაწეობას. მთაწმიდაზე ცხოვრება და გადმოცემა უწყვეტია.

ათონის წმიდა მთის დაარსებიდან დაწყებული დღევანდლამდე დამთავრებული არ არსებობს ისეთი პერიოდი, რომ წმიდა მთას თავისი მისიის შესრულება შეეწყვიტოს ან შეეჩერებინოს ეკლესიასა თუ ერში.

ეს მისია კი მდგომარეობს წმიდანების შექმნასა და განღმრთობის ცოცხალი გადმოცემის თანამედროვე ადამიანამდე მიტანაში. ამჟამად ათონის მთაზე ოცი წმიდა მონასტერი არსებობს.

panagiaagioros

მთაწმიდის ისტორიაში იყო დიდი აყვავების პერიოდები, როდესაც იქ ათი ათასზე მეტი მონაზონი მოღვაწეობდა. თუმცა, არსებობდა ასევე მონაზვნების სიმცირით გამორჩეული დროებიც.

ათონის წმიდა მთის ათასწლეულის დღესასწაულზე, 1963 წელს, ანუ როდესაც აღინიშნებოდა მთაწმიდაზე პირველი დიდი კინოვიის დიდი ლავრას წმიდა მონასტრის – ათანასეს ლავრის დაარსებიდან ათასი წელი, მსოფლიო პატრიარქმა ათინაგორამ თავისებურად განაცხადა: „ათონის წმიდა მთის ათასწლეულთან ერთად ასევე ვზეიმობთ მისი სულის ღაფვასაც“. და ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ გამოხატა, რომ იმ პერიოდში მთაწმიდაზე მონაზვნების დიდი სიმცირე არსებობდა.

თუმცა დღეს სასწაულებრივად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებით ათონის წმიდა მთის ყოველი მონასტერი მონაზვნებითაა სავსე, ყოველი მათგანი კინოვიაა (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება) და უმეტეს ნაწილში კი მრავალი მონაზონი მოღვაწეობს. დღეს მთაწმიდაზე 2. 500-ზე მეტი მონაზონია.

DSC_0101

შინაარსი
სანიშნეები