Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ორმილიას მონასტერი | PEMPTOUSIA

ორმილიას მონასტერი

11 June 2013

ქალკიდიკზე, კასანდრას ყურის ჩრდილოეთის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ვატოპედისა და ორმილიას გაერთიანებებს შორის მდებარე ზეთისხილის ჭალებითა და ვენახებით სავსე მწვანე ადგილას, 23 წლის წინ დაარსდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი, რომელიც ორმილიას მონასტრის სახელითაა ცნობილი.

ormyliaxalkidikis 100

ეს მონასტერი ათონის წმიდა მთის სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის მეტოქია და სწრაფად განვითარდა. დღესდღეობით, ათონის მთის სულიერი მემკვიდრეობის ჩრდილქვეშ მყოფი ეს სავანე წარმოადგენს მონასტრული კინოვიის (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) მოდელს საბერძნეთში.

„იქ, დედათა მონაზვნობა, „როგორც სიცოცხლის აზრი და დაუღალავი მსხვერპლად შეწირვა“, მისიონერობასა და საზოგადოებრივ ღვაწლში ყვავის.  მონასტრის სულიერი დები, რომელთა რიცხვი ასს აღემატება, სთავაზობენ თავიანთ მომსახურებასა და დახმარების ხელს მართლმადიდებლობის ჩარჩოებს შორის არსებულ სხვადასხვა  სფეროს, რომლებიც ქალს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევენ“- იოტა მორციოტი.

„სულიერი დები“, უბრალონი, დაუღალავნი, სანდომიანნი და დილიდან დაღამებამდე მებრძოლნი, როგორც მარტონი, ისე სულიერ დებთან ერთად, ფეხდაუდგმელ ადგილებსა თუ არქონდარიკთან ყოველთვის ავსებენ ხალხს ღმრთიური სათნოებით, სიხარულითა და ზეიმით, ზღაპრულობით, მადლიერებით, კმაყოფილებით „მაძღარნი“, მანამ სანამ წავლენ, იმისათვის, რომ იმედებით აღსავსენი, კვლავ დაუბრუნდნენ „გულთბილობის ჭურჭელს…“.

ამგვარად აღწერს ქალკიდიკის ორმილიას ღმრთისმშობლის ხარების სახელობის წმინდა მონასტერს მათი სულიერი მამა და წინამძღვარი არქიმანდრიტი ემილიანე, ათონის მთის სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის იღუმენი. როგორც სხეულითა და სულით დაუღლელი დედების „გულთბილობის ჭურჭელი“, რომელთა მზერა ფსალმუნთა გალობის სადარია – იგი ატკბობს მომსვლელს მწუხრის ლოცვისას, სატრაპეზოში, არქონდარიკსა (მოსასვენებელი ადგილი მომლოცველებისათვის მონასტერში) თუ ფილებით მოკირწყლულ ეზოში.

სივრცე და დრო ორმილიას მონასტერში, რომელსაც სამართლიანად ეწოდება „ათონის – მთაწმიდის კარიბჭე“, საუკუნეების წინ, ბიზანტიის ეპოქაში გაჩერდა. მონასტრის სუვერენული საფუძვლებია რწმენის ერთიანობა, ტრადიციების გამოცდილება და მათი, როგორც თანამედროვე ფორმით, ისე ბიზანტიური ბრწყინვალებით დაცვა და ბოლოს, ათონის წმიდა მთის ტიპიკონი, რომელსაც რწმენითა და სიზუსტით მიჰყვებიან.

ძალიან ახალგაზრდა ასაკის ანგელოზის დარი ფიგურები, რომლებიც მონაზვნის კაბით მხოლოდ მას შემდეგ შეიმოსნენ, რაც გაიარეს მორჩილების, უქონელობის, ქალწულების, გამგონობის, განმარტოების, აღსარების, სინანულის, რწმენის, ერთგულებისა და ყველაზე ზრუნვის სათნოებებზე გამოცდა.  ისინი ყველგან მყოფი არსებანი არიან. ყოველი მათგანი თავის მოვალეობას ასრულებს. დედა ისოდია, რომელიც მონასტრის მეკარეა „მიუძღვის“ სტუმარს ამქვეყნად არსებულ სხვა სამყაროში.

არქიტექტურა

ათონის მთისა და მაკედონიური არქიტექტურის „ქორწინება“ ერთი შეხედვითაც კი ჩანს, როგორც კელიებისა და სახელოსნოების ახალაგებული ფრთების, ისე აღდგენილი ძველი მეტოქის მიხედვით. ყველა ორგანიზებულად და ფაქიზად, ასევე უფლის მიმართ გულის ამაჩუყებელი თაყვანისცემით მუშაობს.

რაც შეეხება ვატოპედის მიტოვებულ, ქვის მეტოქს, იგი მას შემდეგ განახლდა, რაც აქ, 1974 წელს, დასახლდნენ პირველი დედები (მონაზვნები), რომლებმაც მეტეორას მონასტრული აკვანი მიატოვეს იმისათვის, რომ გამოჰყოლოდნენ თავიანთ სულიერ მამასა და წინამძღვარს არქიმანდრიტ ემილიანეს. მცირე, მაგრამ მყარი ბირთვი, რომელიც იღუმენ ნიკოდიმეს წინამძღვრობით ტრიკალას რაიონიდან წამოსული, მონაზვნის კაბით შემოსილი რამდენიმე მორჩილისაგან შედგებოდა, ნელ-ნელა გაიზარდა.

მონაზვნად აღკვეცის პირველი ცერემონიები, მოგვითხრობს სიმონოპეტრელი ათანასე (დედა ნიკოდიმის ძმა), დაემთხვა კვიპროსზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს…„ორმილიაში კი დაიწყო სხვა დონისა და ფორმის, მშვიდობიანი და შემოქმედებითი ბრძოლა. დავიქანცეთ, მრავალფეროვანი, უცხო მხარიდან შემოტანილი ცხოვრების ფორმით და ჩანს, რომ დაბრუნება ჩვენი გვარის ფესვებთან,  დღეს, სრულიად ბერძნულ სივრცეს მოიცავს. და ეს მანუგეშებელია, ნამდვილად…“. ამას გარდა, არა მხოლოდ ბერძენ ქალებს მიუღიათ მონაზვნის სქემა, არამედ მონაზვნად სხვა აღმსარებლობის მქონე ევროპელებიც აღიკვეცნენ. მათ შორის იყო ხუთი ფრანგი ქალი, რომლებმაც „მიიღეს“ მართლმადიდებლობა ცხოვრების არსისა  და ჭეშმარიტების სხვა განზომილების ძიებისას, რისი პოვნაც პარიზისა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში ვერ შეძლეს.

დღეს, ასოცზე უფრო მეტ მონაზონს 19 წლის განმავლობაში თითქმის ყოველივე განხორციელებული აქვთ მათ შრომისმოყვარეობის, მართლმადიდებლობის წიაღში მდებარე ამ გარემოს სიყვარულისა და ბუნებისადმი პატივისცემის  წყალობით, შექმნეს მონასტრული კომპლექსის ნიმუში, მართლმადიდებლური დედათა მონაზვნობის „ლოცმანი“. მათი უმრავლესობა სამეცნიერო მუშაობას ეწევა და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.

მაგალითად, იერონიმე და ასინგრიტე სტომატოლოგიაში მოღვაწეობენ, დამიანე და თალელეა – ლაზარეთში, ემილია და პორფირია სამხატვრო სახელოსნოს ხელმძღვანელობენ, სინესია – ქარგვის სახელოსნოში, ილარია – საღმრთისმეტყველო შესამოსლების სამკერვალოში, სადაც ერთგულად და გემოვნებით მიჰყვება თარგებს – ძირითადად მავედრებლის ბიზანტიურ ასლებს. იქ, საკუთარი ხელით ქმნიან … “ანგელოზებს“ და „შემოქმედს“. ტრადიციული ხელოვნების ხელით ქმნილი შედევრები – ნაქარგობები, ნახატები და ტექსტილი ამშვენებს მონასტრის ბიზანტიური მოტივების შემცველ სარკმლებს, კედლებსა და ხისგან გამოთლილ უბრალო ავეჯს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მრავალრიცხოვანი შეკვეთის საშუალებით, რომელიც ეძლევა როგორც საბერძნეთის, ისე უცხოეთის ეკლესიებიდან, დედები მონასტრისათვის საკმაოდ ღირსეულ შემოსავალს გამოიმუშავებენ.

iera_moni_evangelismou_ormilias

არქონდარიკში

მწუხრის ლოცვის შემდეგ, სტუმარს არქონდარიკში, ღიმილითა და თავაზიანობით დედა ილიანე, დომეტიანე, მარდარია და თავორია ბერძნულ ყავასა და ლუკუმს სთავაზობენ. დედებს საშუალება ეძლევათ  სიყვარულითა და მოთმინებით მოუსმინონ გარე სამყაროს მორწმუნეთა პრობლემებს, რომელთაც მყუდროებისა და სიმშვიდის ესოდენ დიდი მოთხოვნილება აქვთ. დღის უმეტეს საკანონო განაწესს ეს დედებიც შეუწყვეტლად შრომაში ატარებენ, ასევე დანარჩენი მონაზვნები გათენებიდან დაწყებული დაღამებამდე შრომობენ.

ბოსტნებსა და ზეთისხილის ჭალებში დედა ოლიმპია მუშაობს, ბაღებში – ქარიტინე (მამა სერაპიონ სიმონოპეტრელის, მონასტრის ეკონომოსის ხორციელი და), პირუტყვთა თანამედროვედ აღჭურვილ პუნქტში – დედა ევერღეტინე – მეცოველი  მწყემსის ქალიშვილი, „შრომა არის გამთენიის მსახურებასა და ღამის ცხოვრებას შორის, გონივრული, უმწიკვლო, კეთილსინდისიერი, ტკივილიანი და დამქანცველი. მონაზონი  თავის გულს თავის მხრებს აძლევს … როგორც ქორწილში გულითადად დარბის და ყურადღებითაა, ასევე აქაც აფრთხილებს ამ მოხუც მხრებს, რომ ფხიზლად იყოს“, აღნიშნავს ბერი ემილიანე. ხოლო, ფსალმუნთა გალობა ცისკრის ლოცვისას, მსახურება, მწუხრის ლოცვა „ანგელოზთა ენის მიბაძვაა, ჰარმონიული რითმია ერთხმოვანი ბიზანტიური გუნდისა… ღმრთიური სახის ძიებაა“.

დახმარება

მონასტრის კომპლექსიდან, დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, კაცთმოყვარე ღმრთისმშობელი გულთბილი დახვედრით უღებს ადამიანებს სულიერი და საზოგადოებრივი დახმარების ცენტრში შესასვლელ კარს. თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფო და საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ამ რეგიონის მცხოვრებთ, კიბოსა და შიდსის პრევენციის პროგრამების საშუალებით, დახმარებისა და თავიანთი პრობლემების მკურნალობის საშუალება ეძლევათ.

ცენტრი აშენდა ხატძიპატერას ოჯახის შემოწირულობის მეშვეობით სოფელ ვატოპედთან ახლოს, სადაც დედები გულუხვად სთავაზობენ თავიანთ სიყვარულს ადამიანებს.  ემსახურებიან მათ სულიერად და ფიზიკურად „ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე“, ზოგადი სამედიცინო დახმარებისა და სტომატოლოგიურ ულტრათანამედროვე კაბინეტებში, ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა თუ სულიერი  განცხადებებისა და სამეცნიერო სიმპოზიუმებისათვის განკუთვნილ დარბაზებში.

ხელს უწყობენ „ტრადიციული კონცეფციების, როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ცხოვრებასთან შეფარდებას და ადამიანური სულის ღმერთთან კავშირის პოტენციალის გამოღვიძებას“, ჰუმანურობისა და სიყვარულის საერთო საქმეში უფრო მეტი მონაწილეობისათვის, იმ სათნოებებისათვის, რომლებიც საფრთხეშია, რათა  ჩვენს „ცივილიზებულ“ სამყაროში სრულიად არ გაქრნენ.

წყარო: ყოველდღიური, „შვიდი დღე“ – ეძღვნება: მაკედონიის მონასტრებს, 14 აპრილი, 1996 წელი, გვ. 30-31. 

Σχετικά άρθρα დედათა მონაზვნობა
შინაარსი
სანიშნეები