ივერონის წმიდა მონასტერი

21 June 2013

ივერონის წმიდა მონასტერი 980 წელს დაარსდა ივერიელი წარჩინებულების იოანე ივერის, მისი შვილი ექვთიმეს და სახელგანთქმული სარდლის იოანეს (ერისკაცობაში თორნიკეს) მიერ. მათ არსებითად განავრცეს და სახელწოდება შეუცვალეს კლიმენტის ძველ მონასტერს. იმპერატორ ბასილი მეორესათვის გაწეული სამხედრო დახმარების შედეგად ივერიელებს საკუთრებაში გადაეცათ კლიმენტის მონასტრის ნანგრევები, ასევე საომარი მოქმედებებისათვის მიღებული უდიდესი ნადავლით დაიწყეს მშენებლობა, განავრცეს და შექმნეს განსაკუთრებული ქართული სავანე ყოველგვარი დამხმარე ნაგებობებით. ჩანს, რომ კლიმენტის ძველი მონასტრის ნანგრევებიდან შემორჩენილია მხოლოდ კათოლიკონის ნაწილი, რომელიც დღევანდელ კათოლიკონში (მთავარი, საკრებულო ტაძარი) უკან მდებარე  იოანე ნათლისმცემლის ეკვდერშია განსხეულებული.

კთოლიკონი აგებულია 980-983 წლებს შორის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე, მოიცავს ქტიტორთა სამარეს და წარმოადგენს ყველაზე უფრო ძველ კათოლიკონს ათონის წმიდა მთის სუვენერული მონასტრების ამჟამად მოქმედ კათოლიკონებს შორის. მისი გასაოცარი მრავალფერი და მრავალფიგურული მარმარილოს მოზაიკური იატაკი მე-11 საუკუნით თარიღდება. კათოლიკონის ფრესკები სხვადასხვა ეტაპს მიეკუთვნება, დაწყებული მე-16 საუკუნიდან დამთავრებული მე-19 საუკუნემდე. პორტაიტისას (კარიბჭის ღმრთისმშობლის) სამლოცველოში დაბრძანებულია ამავე სახელწოდების ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „კარიბჭის“ – „პორტაიტისას“ სასწაულთმოქმედი ხატი, გახლავთ წმიდა მთის მფარველი და წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე უფრო სათაყვანებელ ხატს მთაწმიდაზე. ეკვდერის სტოას კედლებზე  გვხვდება ასევე უძველესი დროის ფილოსოფოსთა ნუსხა (1683). თვალსაჩინოა საცავში შემონახული შეწირულობა, ძვირფასი ბიბლიოთეკა და უამრავი ფასდაუდებელი რელიკვია. ივერონის წმიდა მონასტერს მიეკუთვნება იოანე ნათლისმცემლის სკიტი, რომელსაც ივერონისა ეწოდება.

[შენიშვნა: გამოყენებულია მასალა წმიდა კირიონ IIის შრომიდან – “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში]

I.M.Iviron 111

I.M.Iviron 110

I.M.Iviron 123

შინაარსი
სანიშნეები