Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/pomo/plural-forms.php on line 210

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
როგორ რეკავენ ზარებს ათონის წმიდა მთის მონაზვნები | PEMPTOUSIA

როგორ რეკავენ ზარებს ათონის წმიდა მთის მონაზვნები

27 June 2013

2013 წლის 27 მაისს „მართლმადიდებლობის“ ფარგლებში გაიმართა საეკლესიო ნაირსახეობების – წმინდა საგნებისა და ხელნაკეთი ნივთების მე-18 ჩვენება-გამოფენა.  წარმოდგენილი იყო ასევე პარალელური ღონისძიებების სერია, რომელიც მიეძღვნა საეკლესიო მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ ლექციებსა და მათ დემონსტრირებას.

ნაჩვენები  იყო ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ რეკავენ ზარებს ათონის წმიდა მთის მონაზვნები, რამაც  მნახველებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს გახლდათ ფილმის პირველ საერთაშორისო ჩვენება.

საქმე შეეხება ფრანგულ შემოქმედებით ფილმს, რომელთანაც ასევე თანამშრომლობდა ბიზანტინოლოგი პროფესორი ბატონი თეოხარი პროვატაკი. გადაღებები 1992 წელს განხორციელდა ათონის წმიდა მთის ხუთ მონასტერში, რომელთა შორის სამი უძველესსა და უდიდესს მონასტერს წარმოადგენს: დიდი ლავრა, ვატოპედის, ივერონის, ქსიროპოტამი და პანტელეიმონის მონასტერი, ეს უკანასკნელი ცნობილია წმიდა მთაზე არსებული ყველაზე დიდი ზარით.

შესავალში ბატონმა პროვატაკისმა წარმოადგინა ზოგიერთი საკითხი რკინის სარეკების („სიმანდარი“ – ბერძ.) ისტორიული მიმოხილვიდან, როგორც ძველ ბერძნულ, ისე ბიზანტიურ კულტურაში. მისი თქმით: „ძველი ბერძნები იყენებდნენ დაახლოებით 100-მდე მუსიკალურ ინსტრუმენტს, ხოლო ბიზანტიელები კი – 75-ს ანალოგიური რითმებით. მართლმადიდებელი ეკლესია იყენებდა 5 საეკლესიო ინსტრუმენტს: ზარებს, რკინის სარეკებს, ხელის კანკურებს (სამხარე ხის სარეკი თავისი ჩაქუჩით), ხელის საცეცხლურებს (აკმევენ უბრალო მონაზვნები სხვადასხვა ღმრთისმსახურებისას) და დიდი საკიდ კანკურებს (მასზე დაკვრით ძირითადად მოუხმობენ მონაზვნებს საერთო საქმეზე ე.წ „ქუდზე კაცი“), რომელთა კვლევასა და შესწავლას რეალურად შეაქვთ თავიანთი წვლილი ელინოქრისტიანული კულტურის დაცვასა და გაგრძელებაში“. გარდა ამისა, ბატონმა პროვატაკისმა ყურადღება გაამახვილა საეკლესიო ხმოვანი ინსტრუმენტების მჭიდრო კავშირების არსებობაზე მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანების ლიტურგიულ (საღმრთისმსახურო) ცხოვრებასთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ხუთი საეკლესიო ხმოვანი ინსტრუმენტისა, სამოცი და უფრო მეტი ბერძნული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტი და 537 ადგილობრივი ბერძნული ცეკვაა, რომელიც დღემდეა მიკვლეული და აღწერილი, სიგნალებს აძლევენ მდიდარ ბერძნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას, რაც განისჯება საერთაშორისო კულტურული კონკურსების არენაზე.

Kabava Svetitsxoveli 100

დღეს პირობითი გათვლით დასტურდება, რომ მხოლოდ საბერძნეთში არსებობს და რეკავს სადღაც 80.000-ზე მეტი ზარი, რომელთა შორის უდიდესი ათონის წმიდა მთაზე (წმიდა პანტელეიმონის წმიდა მონასტერში) მდებარეობს და იგი 13.088 კილოგრამს იწონის.

ვასილი  ხადოსი

შინაარსი
სანიშნეები