სხვადასხვა კომპიუტერულ ქსელთან ახალგაზრდების მიზიდულობის შესახებ: სტატისტიკური მონაცემები

9 July 2013

[ქვემოთ მოცემული საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ყველა ცივილურ ქვეყანაში. ბატონი კოლიოფუტისის ეს მცირე სტატისტიკური კვლევა განხორციელდა ბერძენ მოზარდთა შორის, მაგრამ ინტერეს მოკლებული არ უნდა იყოს ჩვენთვისაც, რადგან ანალოგიური მიდგომა შეინიშნება ყველა სხვა ქვეყნის მოზარდებში.]

[1] შეჩვევის, მიზიდულობის ზოგადი პირობიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ სუბიექტის მიზიდულობის ძალას რაიმე დამაკმაყოფილებელი ჩვევის მიმართ [2]. საქმე ეხება ისეთ მდგომარეობას, როდესაც შეუძლებელია უარის თქმა რაიმე განზრახვაზე ან ამა თუ იმ ქმედებაზე, რომელიც, როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე სხვებისთვის საზიანოა, ასევე რაიმე მისწრაფების ან რაიმე გამოცდის სრულყოფისათვის განცდილ წარუმატებლობას [3]. როგორც მაგალითად, სხვა რაიმე სახის ჩვევის დროს, ისე კომპიუტერული ქსელების მიმართ არსებული ჩვევის წინამდებარე შემთხვევაში, ეჭვს გარეშეა, რომ ქსელებთან საქმიანობა უკავშირდება გრძნობათა დაკმაყოფილების მოთხოვნილებას [4], რომელიც წარმატებას იმ დროის გაზრდის ხარჯზე აღწევს, რომელიც ამ გრძნობის დაკმაყოფილების მოთხოვნილების გაზრდასთან ერთად გამოიყენება, თუმცა ხშირად მას თან სდევს ასევე „გაყოფის შფოთი“ [5].

ქსელებთან მიჩვევის ფენომენთან დაკავშირებულ სპეციალურ ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევებს, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წლიდან იღებს სათავეს, ვერ მოუხერხებიათ ამ ფენომენის სახელწოდების განსაზღვრა, ვერ მიუღწევიათ მის კრიტერიუმებთან და დიაგნოზის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული სრული შეთანხმებისათვის. ქსელების გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიიდან წინ წამოიწია ზოგიერთი შემდეგი ტერმინი: „ქსელური ჩვევიდან გამომდინარე შფოთვა“ [6], „ქსელების პათოლოგიური გამოყენება“ [7], „ქსელების პრობლემური გამოყენება“ [8], „ქსელებზე დამოკიდებულება“ [9].

Diadiktio 100

თუმცა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ტერმინი იქნება გამოყენებული ქსელებთან დამოკიდებულების ფენომენის აღსანიშნავად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეჭვს არ იწვევს სუბიექტის ქსელებისადმი დამოკიდებულების ფაქტი. დამოკიდებულება, ჩვევა არსებობს. „საქმე ეხება მანერას, რომელიც მიზნად ისახავს სასიამოვნო გრძნობათა გამოწვევას და არასასიამოვნო ფსიქიკური სიმძიმის შემსუბუქებას. იგი სწორედ ამ მიზნით გამოიყენება, მანამ სანამ არაერთხელ არ დაფიქსირდება პიროვნების სისუსტე (ადინამია) იმისათვის, რომ გააკონტროლოს ეს ქცევა და მისკენ სწრაფვა, მიუხედავად მისი სერიოზული უარყოფითი შედეგებისა“ [10].

ეჭვს გარეშეა ეს კონკრეტული სისუსტე (ადინამია) იმ სუბიექტისა, რომელიც ქსელის გამოყენებას ეჩვევა. ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა ამ ფენომენთან დაკავშირებული მონაცემების სტატისტიკურმა კვლევებმა, გარდა ამისა ყოველდღიური საზოგადოებრივი რეალობის იმ სურათების გამოყენებამ, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი კარგად იცნობს, ცხადყო, რომ დღეს როგორც საბერძნეთში, ასევე მრავალ ქვეყანაში კომპიუტერული ინტერნეტ ქსელების გამოყენება მოზარდთა ყოველდღიურობასთანაა „შეზრდილი“ და შემაშფოთებელ საზღვრებს აღწევს. საკმარისია წარმოვადგინოთ ამ კონკრეტულ კვლევასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც რეალური მდგომარეობის მიზეზების დასადგენად გამოიყენება. ზემოხსენებული ინსტიტუტის (ფჯსკი) კვლევამ აჩვენა, რომ ოთხ მოზარდში ერთი (24,3 %) დღეში სამ საათს ატარებს კომპიუტერთან და ინტერნეტთან, ხოლო შაბათ-კვირას კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია (41 %).

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კვირის განმავლობაში თავისუფალი დროის უმრავლესობას იყენებენ იმისათვის, რომ „ჩამოტვირთონ“ მუსიკა ინტერნეტ ქსელიდან, „ატვირთონ“ ფოტოები, ითამაშონ სხვადასხვა კომპიუტერული თამაში და ეკონტაქტონ მეგობრებს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით (facebook, twitter და ა.შ). პროცენტული მაჩვენებლები ასაკთან ერთად იზრდება: 14,1% გვაქვს თერთმეტი წლის ბავშვებში, 25,8% – ცამტი წლის ბავშვებში და 33,7% – თხუტმეტი წლის ბავშვებში. ამავდროულად მაჩვენებლები სქესის მიხედვითაც იცვლება: 26,8% გვაქვს ბიჭებში, ხოლო 21,9 % – გოგონებში. 2006 წლიდან 2010 წლამდე იმ მოზარდთა რიცხვი გასამკეცდა, რომლებიც კომპიუტერთან და სხვა ქსელებთან ყოველდღიურად სულ მცირე სამ საათს ატარებდნენ (5,7% -დან 21,7 %-მდე გაიზარდა).

პარალელურად, თხუთმეტი წლის ექვსი მოზარდიდან თითქმის ერთში თავს იჩენს ქსელების გამოყენებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების მანერა. მოზარდთა საერთო რაოდენობის 5,5%, განსაკუთრებით კი ბიჭები, ამჟღავნებენ ელექტრონულ თამაშებზე დამოკიდებულების სიმპტომებს. თხუთმეტი წლის ხუთი მოსწავლიდან სამი (59,4 %) უფრო მეტ დროს ატარებს ინტერნეტთან, ვიდრე თავდაპირველად დასჭირდა ამ პროგრამის შექმნას. ხუთიდან ორი (42,3 %) მოზარდი აღიარებს, რომ ქსელი გამუდმებით მათ გონებაში იმყოფება, ხოლო თითქმის სამიდან ერთი (30,8 %) კი იყენებს ქსელს, როგორც საშუალებას იმისათვის, რომ თავი აარიდოს პრობლემებს და გათავისუფლდეს ისეთი უარყოფითი შეგრძნებებისგან, როგორიცაა უიმედობა, დანაშაული, შფოთვა, უგუნებობა და სხვა.

გარდა ამისა, ოთხიდან ერთი (25,4 %) სურვილის დასაკმაყოფილებლად გრძნობს ქსელში სულ უფრო და უფრო მეტი ხნით ყოფნის საჭიროებას, ხოლო იმავე რაოდენობის მოზარდებს კი უხდებათ ოჯახის წევრებისა და სხვათათვის ტყუილის თქმა, რომ არ გაამჟღავნონ, თუ რაოდენ დიდ დროს უთმობენ ქსელს. იმავდროულად ხუთი ახალგაზრდიდან ერთი (19,7 %) იუწყება, რომ მრავალჯერ უშედეგოდ უცდია, რომ გაეკონტროლებინა, განესაზღვრა ან შეეწყვიტა ქსელის გამოყენება, ხოლო ექვსიდან ერთს კი (16,8 %) ქსელის გადაჭარბებული მოხმარების გამო საფრთხეში ჩაუგდია მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, როგორიცაა მაგალითად, ურთიერთობა, სამსახური ან განათლება. ყოველივე ზემოთქმული დაადასტურა ასევე საბერძნეთისათვის განხორციელებულმა უკანასკნელი ევრობარომეტრის «Safer Ιnternet 2008» ანალიტიკურმა მონაცემებმა [12], რომლის თანახმად, ათი ბერძენი მშობლიდან სამი არასდროს არ ჯდება თავის ბავშვთან ერთად, როდესაც ის ქსელშია ჩართული, ხოლო საბერძნეთში მშობლების 35 % მათი შვილების ქსელურ საქმიანობაში არანაირ შეზღუდვას არ აწესებს.

პირიქით, ათ ბერძენ მშობელს შორის მხოლოდ ერთი უკრძალავს თავის შვილს მუსიკის, ფილმისა და თამაშის ჩამოტვირთვას. სხვა საერთაშორისო კვლევაში გამოკითხულ ბავშვთა 74,4 % უპასუხა, რომ შეუძლია დაკავდეს ქსელებით მაშინ, როდესაც სურს და, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია. გამოკითხულთა 9,7 % პროცენტმა აღიარა, თუმცა არა მშობლებთან, რომ ისინი chat room-ის, email -ისა და სხვა სოციალური ქსელების მოხმარებისას პედოფილების სამიზნედ იქცნენ [13]. საინტერესოა ასევე ის, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, პორნოგრაფიასთან პირველი შეხების საშუალო ასაკად მიიჩნევა თერთმეტი წელი, პორნოგრაფიის ყველაზე მეტი მოხმარება ხდება თორმეტიდან შვიდმეტ წლამდე, საამისოდ კი დაახლოებით ასი ათასი ქსელური გვერდი (საიტი) საბავშვო პორნოგრაფიის ფართო მასალას შეიცავს [14].

15-17 წლის მოზარდთა 80 % აღიარებს, რომ მრავალჯერ უნახავს ძალადობრივი სექსის სცენები. 8-16 წლის ბავშვების 90 % აცხადებს, რომ სასკოლო დავალებების შესრულებისას უნახავს პორნოგრაფიული სცენები [15]. გარდა პორნოგრაფიული შინაარსის შემცველ ქსელურ საიტებში ხეტიალისა, ხშირად, ბავშვები ე.წ. „აზარტულ“ თამაშებსაც სწავლობენ, რაც მათ ნარკოტიკის მოხმარებისკენ უბიძგებს და ისეთი თამაშების სათამაშოდ აგულიანებს, რომლებიც თვითტრავმირებას იწვევს ან კიდევ თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. კიდევ სხვა მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს ძალადობის შემცველი ქსელური თამაშები, რომლებიც წინ წამოწევენ სიძულვილს, სადიზმსა და სიკვდილს.

ამასთან ერთად, ქსელების მეშვეობით მრავალი პორნოგრაფიული საქმიანობის განხორციელებაა შესაძლებელი. ახალგაზრდებს შეუძლიათ მოძებნონ პორნოგრაფიული საიტები, იყიდონ ან გაყიდონ სექსუალური მოხმარების საგნები, გამოიწერონ ნივთები ე.წ. „sex shop“ -იდან, მოძებნონ სექსოპათოლოგები, პარტნიორები, მეძავები, ადამიანები, ვინც თავისუფალ სექსს მიჰყვებიან და ასევე ანანიზმის მიზნით გამოსაყენებელი სხვა საშუალებები.

ყველა ზემოთმოხსენიებული მონაცემი, რა თქმა უნდა, მოიცავს ბერძნების მიერ ქსელის გამოყენების ეტაპობრივ საათობრივი ზრდის ფართე საზღვრებს, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 55 % , ანუ 5. 100.000 მეტი ბერძენი, უკვე ყოველდღიურად ჩართულია ქსელურ სისტემაში. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები საჯაროდ აცხადებს, რომ ბერძნებს უკავიათ ერთ-ერთი პირველი ადგილი ქსელში მოგზაურობაში კერძოდ, ბერძენი online-ში ხარჯავს კვირაში 17,1 საათს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს – ვიდრე 16,9 საათს, რაც ტელევიზორის ყურებას ეთმობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ 2020 წელს ქსელების მომხმარებელთა საყოველთაო რიცხვი მიაღწევს 5 მილიარდს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა მობილური ტელეფონი იქნება ე.წ. «smartphones» [17].

ზემოთაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ ქსელების გამოყენებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ჩვევა შემაშფოთებელ მოცულობას იღებს, რაც მათი ფსიქოსომატური ჯანმრთელობისთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. შედეგების სისტემატური კვლევა, რაც თან სდევს მოზარდებში მათ მიერ ქსელების გადაჭარბებულ ან არაკონტროლირებად გამოყენებას, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამ პრობლემის თერაპიული წინააღმდეგობა არ ეხება მხოლოდ ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, საზოგადოებრივ მოხელეებსა თუ ადამიანის ფსიქიკური დაავადებების სხვა მკვლევარებს.

შენიშვნები:

1. Ο κ. Κολιοφούτης Β. Αθανάσιος είναι Δρ. Θεολογίας AΠΘ και καθηγητής Μέσης Εκπαίδευσης.

2. Σιώμος Κ., Εθισμός των Εφήβων στους Ηλεκτρονικούς Υπολογιστές και το Διαδίκτυο: Ψυχιατρικά Συμπτώματα και Διαταραχές Ύπνου, σ. 64.

3. Όπ. παρ.

4. Σύμφωνα με τη Young, σε εθισμούς προσανατολισμένους στη συμπεριφορά, όσοι αγκιστρώνονται εθίζονται σ’ αυτό που κάνουν και στα συναισθήματα που νιώθουν όταν το κάνουν: όπ. παρ. σσ. 64-65.

5. Με τον όρο αυτό εννοούμε το άγχος που μπορεί να εμφανιστεί σε ανθρώπους που διακόπτουν απότομα τη στενή τους σχέση με το διαδίκτυο: βλ. σχ. Armour, C., «Technically, it’s an Addiction: some Workers finding it Hard to disconnect», USA Today, 21-04-1998, 4B.

6. Egger O., Rauterberg M., «Internet Behaviour and Addiction», Work & Organisational Psychology Unit (IFAP), Swiss Federal Institute of Technology (ETH),Zurich 1996, σ. 7.

7. Σιώμος Κ., όπ. παρ., σ. 62.

8. Davis R. A., Flett G. L., & Besser A., «Validation of a New Scale for measuring Problematic Internet Use: Implications for Pre-Employment Screening »,Cyberpsychology and Behavior 5, 331-345.

9. Bai, Lin, & Chen, «Internet Addiction, Disorder among Clients of a Virtual Clinic»,Psychiatric Services 52, 1397, 2001.

10. Goodman, A. «Addiction: Definition and Implications», British Journal of Addiction, 85, 1403-1408.

11. Ανδριτσόπουλος Ι., «Κολλημένοι με το Ίντερνετ οι Έλληνες έφηβοι», εφημ. Τα Νέα, 11/01/2011.

12. Μπενιάτα Ε., « Το Ψηφιακό Έλλειμμα των Ελλήνων Γονέων Αυξάνει τους Κινδύνους για τα Παιδιά », εφημ. Ημερησία, 10/02/2009.

13. Από έρευνα του International Youth Advisory Congress (IYAC) το 2008.

14. Στεφανουδάκης Μ., Εγκλήματα στο Διαδίκτυο: Εναλλακτικοί Τρόποι Εκδήλωσης, Τρόποι Αντιμετώπισης και Διερεύνησή των, Πειραιάς 2011, σ.17.

15. Καθημερινή, 28/09/2008.

16. Σιώμος Κ., οπ. παρ. σ. 66.

17. http://www.palo.gr/cluster/articles/politikh-nea/628/?clid=6206762.

შინაარსი
სანიშნეები