Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ახალგაზრდები & ქსელები: მრევლის როლზე | PEMPTOUSIA

ახალგაზრდები & ქსელები: მრევლის როლზე

1 August 2013

ჩვენს წინა სტატიაში („სხვადასხვა კომპიუტერულ ქსელთან ახალგაზრდების მიზიდულობის შესახებ: სტატისტიკური მონაცემები“, იხ. პემპტუსია 9 ივლისი, 2013 წელი www.pemptousia.ge/2013/07/09/სხვადასხვა-კომპიუტერულ-ქ/) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მიმოვიხილეთ ის უარყოფითი შედეგები, რაც თან სდევს ქსელების გამოყენებას. ამ შედეგების მოძღვრული შეფასება იმავდროულად წინ წამოსწევს ახალგაზრდების ქსელებთან მიჩვევის პრობლემას, რომელიც  თანამედროვე მოძღვრების მეტად მნიშვნელოვან განმანათლებელ, აღმზრდელობით პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე მოძღვრები ვალდებულნი არიან განიხილონ მათ მიერ შეთავაზებული რჩევა-დარიგებანი და განსაზღვრონ განკურნებისთვის აუცილებელი შესაბამისი თერაპიული მეთოდები.

facebook-addict1

ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რომლის გამოც ეს კონკრეტული პრობლემა  თავისთავად მოძღვრის მაშტაბებს მოიცავს, ანუ ექცევა ამა თუ იმ თანამედროვე მოძღვრის განმანათლებელ, აღმზრდელობით, დამრიგებლობით მოვალეობაში, არის შემდეგი ფაქტი: ქსელის ხანგრძლივი და შეუწყვეტელი გამოყენება სრულიად ცვლის ამა თუ იმ პიროვნების გულღიაობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობას), რადგან მისი  საზოგადოებასთან უსახო ურთიერთობის საშუალებით ხდება სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის წევრთა ურთიერთობისა და ურთიერთზეგავლენის მნიშვნელოვნად დისიმილირება, რაც მოწოდებულია იმისათვის, რომ მათ მაგივრად თანაარსებობდნენ და თანამშრომლობდნენ.

„როგორც არსებული კავშირები, ისე პიროვნების პიროვნებასთან ურთიერთობა ცხადყოფს, თუ როგორ ძლიერდება ქსელური კავშირები“ [1]. თვით ერთი ოჯახის წევრებიც კი თავიანთ თავისუფალ დროს სულ უფრო და უფრო სხვადასხვაგვარად იყენებენ და  ინდივიდუალური ქმედებებისაკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. გარდა ამისა, სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე  ფორმულირდება ასევე ტერმინი bedroom culture („საძინებელის კულტურა“), რომელიც მოიცავს იმ ფარულ ქმედებებს, რასაც მოზარდები თავ-თავიანთ ოთახებში ახორციელებენ. ამგვარად, თითქოსდა ვკარგავთ სხვა ადამიანთან ჩვენს პიროვნულ კავშირს. არსებობს იმის ალბათობა, რომ მალე ვერ შევძლებთ სხვა ადამიანის გაგებას, რადგანაც თანდათანობით სხეულის ენისა და ადამიანის პიროვნული გამომეტყველების მიმართ ჩვენი გამოცდილება მცირდება.

ადამიანური ურთიერთობები გამუდმებით სულ უფრო ნაკლებად თავშეკავებული ხდება, თუმცა ამის პარალელურად, იზრდება საზოგადოებრივი იზოლაცია, კარჩაკეტილობა. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თანამედროვე საზოგადოების ყველაზე უფრო მორცხვი, მარტოსული და ნაკლებად მიმზიდველი ადამიანი, რომელიც ამ საზოგადოების განუყოფელი წევრია და მის მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს, თავს არიდებს სხვა პიროვნებებს შორის ურთიერთობას და ელექტრონული სოციალური ქსელური კავშირებით კმაყოფილდება. უკანასკნელი ანალიზის მიხედვით, საზოგადოებისგან ყველა ამგვარი ადამიანის იზოლირება, რომელიც  საზოგადოების საერთო რაოდენობის დანარჩენ წევრებთან ერთად თანაბრად წარმოადგენს ღმრთის ხატს და ამ ერთიანობას თავიანთი პიროვნული განსაკუთრებულობით ამდიდრებს, წარმოადგენს პიროვნულ თავისუფლებაზე განხორციელებულ დარტყმას და ეჭვქვეშ აყენებს თანამედროვე, თანამონაწილეობრივ  დემოკრატიულ წყობაზე ახალი ტექნოლოგიების დადებით ზეგავლენას  [2].

ახალგაზრდებს ქსელების მიმართ მიზიდულობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრადიციული ინსტიტუტებისაგან კი არ განაცალკევებს,  როგორიცაა მაგალითად ოჯახი, არამედ  მათ ასევე აშორებს მრევლის საერთო ცხოვრებისგან, რაც ეკლესიური ცხოვრების უჯრედს წარმოადგენს. თუკი, ეკლესიური სხეულის წევრების საერთო ცხოვრება წარმოადგენს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების პემპტუსიას (ქვაკუთხედს), რომელიც წინ წამოსწევს კულმინაციურ წერტილსა და მორწმუნეთა ურთიერთობების ჰორიზონტებს, მაშინ, ახალგაზრდათა ქსელებისადმი შეჩვევა მოქმედებს, როგორც გამხლეჩი ძალა იმ გაუხლეჩელი ერთიანობისა, რომლის სრულყოფა ეკლესიის მიზანია.

მრევლის ერთიანი სული არ შეიძლება ჩანაცვლებულ იყოს რაიმე სახის ქსელური გაერთიანების მიერ, რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, ევქარისტიის საფუძველზეა დამყარებული. იგი მორწმუნეების მიერ  ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით მჟღავნდება, რომლის მეშვეობით მრევლი შეურყეველი და გაუწყვეტელი კავშირით ერთ მთლიან სხეულში ერთიანდება. ცხოვრების სასმისი ეკლესიის ერთიანი ცხოვრების დასაწყისსა და დასასრულს მოიცავს, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული და უძლურია.

ამ სულიერი და ერთიანი ცხოვრების წიაღში, ყოველი მორწმუნე მიდის და უერთდება ეკლესიას, როგორც პიროვნება, რომელიც მოელის სხვა პიროვნებებთან და, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტესთან შეხვედრას. მისი პიროვნების გამომხატველი არც ერთი თვისება არ იმალება, რაც მას ერთადერთსა და განუმეორებელ სახედ წარმოაჩენს. თითოეული წევრი უხვად გასცემს იმ ნიჭს, რაც მას ღმრთიური მადლის წყალობით აქვს მინიჭებული და იმავდროულად გვერდით აწყობს თავის სისუსტეებსა და ვნებებს, მოწოდებულია იმისათვის, რომ მათგან  ეკლესიის სულიერი ცხოვრების წიაღში განიკურნოს.

„ყოველ ჩვენთაგანს  წმიდა ტრაპეზზე იმისათვის უხმობენ, რომ იქ ჩვენ-ჩვენი „ძღვენი“ მოვათავსოთ. ზოგი მშვენივრად გალობს, სხვას ლოცვის ნიჭი აქვს, ზოგს კი კაცთმოყვარეობის მადლი აქვს მინიჭებული, მაგრამ თუკი რომელიმე ჩვენთაგანი თავის ნიჭს მხოლოდ თავისთვის შეინახავს, მაშინ ის ერესში აღმოჩნდება. ნიჭი მხოლოდ ჩვენთვის არა გვაქვს მონიჭებული, არამედ – სხვისთვისაც. ღმერთმა კარგად უწყის ვიღვწვით თუ არა ეკლესიისათვის და ამ გზით იგი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მონაწილეობა მივიღოთ საერთო ეკლესიური ცხოვრების მსვლელობაში“ [3].

მრევლის წიაღში მორწმუნეს იმისათვის უხმობენ, რომ მან ეკლესიის წმიდა საიდუმლო სულში იცხოვროს. თავს მიუძღვნას  იმისათვის ბრძოლას, რომ დაძლიოს თავისი პიროვნული ბუნება და იმ დაუსრულებელ სიყვარულს მიუახლოვდეს, რომელიც ქრისტე მაცხოვარის მეშვეობით მიიღწევა. მორწმუნეები ესრაფვიან ურთიერთდახმარებას, ერთმანეთის მხარში ამოდგომას მასთან ერთად, ვინც ამ საერთო სულის ჭეშმარიტ სიცოცხლეს წარმოადგენს და ჰარმონიულ ურთიერთობას. სწორედ ეს საერთო სული მოიცავს მორწმუნეებს და ჭეშმარიტი გზისკენ უბიძგებს მათი სულიერი სრულყოფილების პერსპექტივას. ახალგაზრდების ქსელების მიმართ არსებული მიზიდულობა აყოვნებს, არღვევს, წყვეტს, აუქმებს და ანაცვლებს მორწმუნეების ქრისტესთან და ეკლესიური სხეულის დანარჩენ წევრებთან შეხვედრას. ეს საკითხი თანამედროვე მოძღვრების პრობლემას წარმოადგენს, რაც  მათგან წინააღმდეგობასა და სწორ მკურნალობას მოითხოვს.

გამოყენებული მასალა (შენიშვნები):

1. Φραγκουλίδου Φ., Έφηβοι και Διαδίκτυο: Μελέτη των Επιδράσεων του Διαδικτύου στους Έφηβους Χρήστες, σ 28.

2. Σύμφωνα με νέα μελέτη Βρετανών επιστημόνων, που δημοσιεύτηκε στην ιστοσελίδα του BBC, το διαδίκτυο αλλάζει τη ζωή του ανθρώπου κατά τρόπο ώστε οι ανθρώπινες κοινωνίες να γίνονται συνεχώς και λιγότερο συνεκτικές: Βλ. σχ.: http://www.nooz.gr/tech/pos-to-diadiktuo-allazei-ti-zoi-mas.

3. Σκέψεις του Μακαριωτάτου αρχιεπισκόπου Αθηνών και πάσης Ελλάδος κατά την αντιφώνησή του σε τιμητική εκδήλωση που πραγματοποιήθηκε στο συνοδικό Μέγαρο για την συμπλήρωση πέντε ετών από την εκλογή του στον αρχιεπισκοπικό θρόνο: http://www.amen.gr/article12361.

შინაარსი
სანიშნეები