ქსელური ტექნოლოგიების ცრუ პიროვნებები & მოძღვრის პასუხისმგებლობა

12 August 2013

წინა სტატიაში (http://www.pemptousia.g/2013/08/01/ახალგაზრდები-ქსელები-მრ/) ჩვენ საუბარი გვქონდა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებით წარმოიშობა, ასევე იმ პირობით როლზე, რომლის შესრულებაც ამ პრობლემასთან მიმართებაში მრევლის ჯანმრთელ ცხოვრებას შეუძლია. დღეს საუბარს განვაგრძობთ იმ ცრუ პიროვნებების არსებობაზე, რომლებიც ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩნდებიან, ასევე – ამ ახლად შექმნილი შემთხვევის დროს წინ წამოჭრილ პრობლემაზე და იმ როლზე, რომლის თავის თავზე აღებაც მართებს მოძღვარს.

ქსელური ტექნოლოგიების დაუფიქრებელი გამოყენება იმ პიროვნებას, რომელიც, მაგალითად, კომპიუტერს მოიხმარს, მიგდებული ბავშვივით ტოვებს საფრთხით მოცულ გარემოში. თუმცა, თავად მომხმარებელი ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებს. პრობლემა სწორედ იმ ფაქტიდან იწყება, როდესაც ქსელური ურთიერთკავშირი ცრუ პიროვნებების ფორმირების წიაღში წარმოიქმნება. შესაძლებლობა, რომელსაც ქსელური ტექნოლოგიები თავის მომხმარებლებს ანიჭებენ იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი რეალური პიროვნულობა უარყონ და სხვა ახალი, ცრუ მახასიათებლებით აღსავსე პიროვნულობა მიიკერონ, რომლის საშუალებით ისინი ცდილობენ უფრო მიმზიდველნი გახდნენ და მუდამ უცნაურ ახალ მომხმარებლებზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ასეთი მომხმარებლები სხვებთან ერთად მოზარდთა ასაკიდან გამოდიან, რაც მათ სისტემატური ძიებებისკენ და ყველანაირი სახის ნიშნის კოდიფიკაციისაკენ უბიძგებს. ეს ნიშნები გამოხატავს მათ საზოგადოებრივ გარემოს და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ თავადვე ააგონ „საკუთარი ინდივიდუალური მე“.

Anonymous mask on laptop

თანდათან ეს პროცესი ჩვევისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. მომხმარებლები, ურთიერთობების სურვილით, თავიდან ქმნიან ახალ პიროვნებებს. „ამ პიროვნებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს სახელი. სრულიად ნათელია, რომ რომელიმე პიროვნების შექმნის პროცესში პირველი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის სახელის შერჩევა. რეგისტრაციის პროცესის ნაწილს შეადგენს რაიმე სახელის, ფსევდონიმის არჩევა, რომელიც გაჩნდება ეკრანზე ყოველთვის, როცა ვინმე ილაპარაკებს. რა თქმა უნდა, მომხმარებელთა მიმართ რჩევა იქნება, რომ აირჩიონ ისეთი სახელები, რომლებიც არ გაამჟღავნებენ მათ პიროვნულ ინფორმაციას. სახელები გარდაიქმნებიან დისკრიმინირებულ სიმბოლოებად, ყოველი პიროვნებისთვის ცალ-ცალკე, რომლებსაც სურთ ადვილად და სწრაფად მოხდეს მათი ამოცნობა. დროთა განმავლობაში, სახელმა ხასიათისთვის დამახასიათებელი თვისებები უნდა შეიძინოს, ანუ რადგანაც სახელს არქმევ ხასიათს, მაშინ უნდა აღწერო კიდევაც, თუ როგორია ის, მას, როგორც გარეგნული, ისე ქცევებიდან გამომდინარე მახასიათებელი თვისებები უნდა მიანიჭო, რათა დაეხმარო სხვა ადამიანებთან შენს ურთიერთობას, რომლებთან ერთადაც იმყოფები ერთი და იმავე „MUD“-ში.

რომელიმე ხასიათის არსებობა და იმ სხვათა როლი, ვინც მასთან ერთად იმყოფება, არის სახოვანი სივრცის სტრუქტურის ნაწილი. ამ თავისუფალ და თვითგანსაზღვრებად სივრცეში, ყველა ილუზიებით უზრუნველყოფს თავის უფლებას. ყოველ მათგანს შეუძლია იმის მტკიცება, რომ რომელიმე ციხესიმაგრის ჯადოქარია, ანდა – ლოცმანი ერთ-ერთ თანავარსკვლავედზე. თავად მის მიერ შექმნილი როლი ამა თუ იმ ადამიანს ახალ იმედს უნერგავს, რომელშიც ცდის, ხორცს ასხამს ახალ პიროვნებას. მაშინ როცა, თავის მხრივ, ის ახალი პიროვნება, რომელიც შეიქმნა, ამ სცენარის ჭეშმარიტებას ადასტურებს, რადგან სახოვან გარემოში შექმნილი სამყარო ძალიან არ განსხვავდება „რეალური“ სამყაროსაგან, შეურაცხმყოფელი და გამომწვევი ქცევები იქაც არცთუ იშვიათად გვხვდება“.

ადამიანთა თავშეკავება ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებისთანავე წყდება და ისინი სრულიად სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე – რეალობაში, რადგან ადამიანები იქ სხვადასხვა პიროვნებებს უკეთებენ დემონსტრირებას. ინფორმაციის გადაჭარბებული მოზღვავება, ასევე არაკეთილსინდისიერი მისწრაფებებით აღსავსე, გამოცდილი „ბლოგერები“, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ხელსაყრელ შემთხვევას იმისათვის, რომ ის ინფორმაცია თუ სიახლე, რომლებსაც თავადვე ირჩევენ, ისე გარდაქმნან, რომ ალალ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე, ასევე მათზე, ვისაც ფიქრადაც არ მოსდის, რომ მათ რაიმე საფრთხე ემუქრებათ, ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მოიპოვონ.

ქსელური ტექნოლოგიების განვითარებამ და ფოტოების განთავსების შესაძლებლობამ, ასევე ვიდეო და კამერის მეშვეობით თვალყურის დევნების საშუალებამ რა თქმა უნდა ქსელები უსხეულო სუბიექტების ურთიერთობის ადგილიდან ადამიანთა პირველადი გაცნობის ადგილად აქცია, ადამიანებისა, რომლებიც მიზნად ისახავენ ამ ურთიერთობათა გაღრმავებას ქსელური სამყაროს მიღმა არსებულ რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ამ პიროვნებებს შორის ურთიერთზემოქმედების სივრცის არარსებობა, ურთიერთმიმართებათა კონტროლის არარსებობა და გარდა ამისა, ვალდებულების არარსებობა ისეთ ურთიერთკავშირში, რომელიც როგორც „პიროვნება პიროვნებითი“ ურთიერთობა ისე ხასიათდება, გავლენას ახდენს იმ მანერაზე, რომლითაც არასრულწლოვანი მომხმარებლები თავიანთ თავს წარმოადგენენ.

სწორედ იმის გამო, რომ მოძღვარი ნდობით აღჭურვილი პირია, რომელმაც უნდა მწყემსოს ქრისტეს ის გონიერი ცხვრები, რომლებიც თავად იესო ქრისტემ მიანდო მას, იმისათვის, რომ დაიცვას ისინი და იზრუნოს მათზე, ვინც ეკლესიის სამწყსოს წიაღში იმყოფება, მას არ შეუძლია არ მიჰყვეს ყოველ მათ სახიფათო მოთხოვნას, რომელსაც შეუძლია ზევით მოხსენიებული პერსპექტივა საფრთხის წინაშე დააყენოს. და თუკი ახალგაზრდების ქსელური ტექნოლოგიებით დაკავება წარმოშობს ყველა ზემოთმოხსენიებულ პრობლემას, რომლსაც დამღუპველი როლის შესრულება შეუძლია, როგორც რომელიმე ჯანმრთელი პიროვნულობის ჩამოყალიბების, ისე სულიერების ფართო განვითარებისა და მათი ქრისტიანული თვითშეგნების გამყარების პროცესში, მაშინ, მოძღვარს თავისი განმანათლებელი, აღმზრდელობითი და დამრიგებლობით მოვალეობა ავალდებულებს, რომ წინ წამოსწიოს მათი სულიერი ცხოვრების ორიენტაციის რეალური ფაქტორი.

თავისთავად იგულისხმება, რომ ახალგაზრდის მიერ ქსელური ტექნოლოგიების დაუფიქრებელი და უტაქტო გამოყენება, მნიშვნელოვნად ზრდის ზემოთმოხსენიებულ ყველა საფრთხის მიმართ მათ კომპრომეტაციას. რაც უფრო იზრდება მასში ქსელებით დაკავების სურვილი, მით უფრო მეტადაა შესაძლებელი, რომ თავგზა დაკარგოს წარმოუდგენელ უწესრიგობაში, უფსკრულში, კონტროლს დაუქვემდებარებელ და ხშირად ამორალურ სივრცეში. ხოლო, რაც უფრო იზრდება ქსელური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე საფრთხე, ახალგაზრდა მით უფრო მეტად იხიბლება მისით, მით უფრო მეტად იზიდავს ის. ხშირად კი ექცევა გადაჭარბებული ინფორმაციის, პროპაგანდის, სხვადასხვა შემტევითი მხრიდან მომდინარე მუქარისა და ძალადობის მსხვერპლად. რაც უფრო „მიიზიდავს“, მით უფრო მეტად იქნება „დატყვევებული“. ხშირ შემთხვევაში ეს „ტყვეობა“ რელიგიური შინაარსის შემცველია. ამას საშიში რელიგიური დაჯგუფებანი და საეჭვო წარმომავლობის ერესები ახორციელებენ, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ ქსელური ტექნოლოგიების რომელიმე მომხმარებელს ზედმეტი ინფორმაცია მიაწოდონ და თავად მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გზით წონასწორობა დააკარგვინონ. ახალგაზრდები დღეში საკმარისი დროის განმავლობაში იმყოფებიან უცნაურ ქსელურ გაერთიანებებში, რომელთა ხელმძღვანელი წევრები ცდილობენ მათ ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ, რომლის მეშვეობით საშუალება მიეცემათ ისინი იმ სიმართლით მართონ, რომლითაც, რა თქმა უნდა, თავად აქვთ მოპოვებული ავტორიტეტული გამომხატველობა.

მღვდელი, როგორც ბავშვთა, მოზარდთა სულიერების გამოცდილი ხელმძღვანელი, ვალდებულია დროულად და სარწმუნოდ დაეხმაროს მათ ყველა იმ პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევაში, რომლებიც მათ სულიერ მოწიფულობას ერთ ადგილზე გაყინვის საფრთხეს უქადის და მათ ხელს უშლის, რომ იქცნენ, როგორც ღმრთიური სამეფოს, ისე ამქვეყნიური სამყაროს წევრები. აუცილებელია, რომ მოძღვარმა განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება, რომელიც მას, როგორც „კარგ მოძღვარს“ იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ დაიცვას და კვლავ ეკლესიის წიაღს დაუბრუნოს ქრისტეს ცხვრები. მოძღვარს იმისათვის უხმობენ, რომ მან გაგვანდოს სწავლება და გამოამჟღავნოს ზრუნვა, რომელიც სამწყსოს ხსნისა და ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობისაკენაა მიმართული. დაე, მხედველობაში გვქონდეს, რომ მოძღვრის საქმე „მრავალმხრივ, სხვადასხვა გზითა და ყოველთვის“ სრულდება, მღვდელს გააჩნია მოძღვრული პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მობილიზაცია გაუკეთოს და გამოიყენოს ყველა ის საშუალება, რომელთა დახმარებითაც მოახერხებს იმ ახალგაზრდების დაცვას, რომლებიც სახიფათო ქსელურ ტექნოლოგიებში დაეხეტებიან.

ეჭვს გარეშეა, რომ ცრუ პიროვნებების მთელი ეს თამაში ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, რადგანაც საფრთხეში აგდებს ამა თუ იმ პირის საზოგადოების წინაშე გამჟღავნებისა და მგრძნობიარე პიროვნული მონაცემების შერყევის შესაძლებლობას. შესაბამისად დამუშავებული ოპტიკოაკუსტიკური შინაარსის შემცველი არქივები ნათელს ჰფენს ადამიანის პირადი ცხოვრების სასტიკ მხარეებს და მომხმარებელთა მიერ ქსელური ტექნოლოგიების კონტროლს დაუქვემდებარებელ გამოყენებაზე გვაუწყებს, რაც ასევე გამომდინარეობს იმ პირთა გულგრილობიდან, რომლებთანაც მათ აქვთ ურთიერთობა. პრობლემა კიდევ უფრო დიდ მოცულობას იძენს, როდესაც ის ახალგაზრდებს შეეხება, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ყველაზე უფრო მგრძნობიარე სტადიაში იმყოფებიან.

ადამიანური ღირსების პატივისცემა და დაცვა ნიშნავს ასევე ყოველი ადამიანის თავისებურების, უნიკალურობის პატივისცემასა და დაცვას. ყოველი ადამიანი სხვა ადამიანისაგან განსხვავებულია და სწორედ მისი ეს სხვაობა იწვევს პატივისცემასა და დაცვის მიზეზს. ამა თუ იმ პირის ადამიანური ცხოვრების საჯაროდ გამჟღავნება კრიტიკის მიზნით, მისი საყოველთაო განსჯა და დაცინვა წარმოადგენს ადამიანური პიროვნების თავისუფლების პირდაპირი ხაზით დისკრიმინაციას. როდესაც ასეთი რამ ხდება, ესა თუ ის პირი „პოლიციის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება“, მას თითქოსდა დასდევენ და განსაზღვრავენ.

თუმცა, ადამიანის თავისუფლებაზე თავად ქრისტემ გვაუწყა, როდესაც უფალი უხმობდა მხოლოდ მათ, ვინც სურდა, რათა მათ უარი ეთქვათ თავიანთ თავზე და მაცხოვარს მიჰყოლოდნენ. და თუმცა, სამართლებრივი წრეების მიერ მიღებულია და ასევე აღნიშნულია იურიდიულ ტექსტებში, რომ „არ არსებობს თავისუფლება იმაში, რომ ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით აგინო ვინმეს, შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანის პიროვნულ მონაცემებს, მოატყუო ან შეეხო ვინმეს სულიერი საკუთრების უფლებას“ და აღიარებულია, რომ „არსებობს პრობლემა მაშინაც კი, როდესაც რაიმე ინფორმაცია ვრცელდება blog-ში, რომელიც შეეხება ამა თუ იმ პირის პირად ან ოჯახურ ცხოვრებას, თავად ამ პირის ნებართვის გარეშე და ასევე იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ადამიანი საჯარო პირი თავისი საქმიანობიდან ან ამა თუ იმ ვითარებიდან გამომდინარე“, ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს ქსელური ტექნოლოგიების მიერ პიროვნებების ზემოთმოხსენიებული თავისუფლების ყოველდღიურად განხორციელებული დარღვევის მოწმე.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია კატეგორიულად იცავს ადამიანის თავისუფლებას, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ადამიანი უფლის მიერ ღმრთის ხატად და მის მსგავსად არის შექმნილი, მოძღვარი ვალდებულია, რომ თავისი სულიერი ძალით წინააღმდეგობა გაუწიოს ყველაფერ იმას, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას.

გამოყენებული მასალა:

[1] Φραγκουλίδου Φ., όπ. παρ., σσ. 42-43.

[2] Suler J., «The Online Disinhibition Effect», Cyberpsychology and Behavior 7, 2004, σσ. 321-326.

[3] Ρουμελιώτου Μ., «Μέσα Κοινωνικής Δικτύωσης: Η Σύγχρονη Συμμετοχική Δημοκρατία των Νέων Τεχνολογιών»,  http://www.academia.edu/1639955/M_σσ. 10-11.

[4] Σταυρόπουλος Α., Επιστήμη και Τέχνη της Ποιμαντικής, Αθήνα 1997,  σσ. 38-39.

[5] Εβρ. α΄1.

[6] Μκ η΄ 34

[7] Μαντζούφας Π., «Ελευθερία Έκφρασης και Διαδίκτυο»,  Ένεκεν2009, σ. 29 επ. .

[8] Όπ. παρ.

შინაარსი
სანიშნეები