Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ქსელური ტექნოლოგიების საშიში ფსევდოპედაგოგიკა | PEMPTOUSIA

ქსელური ტექნოლოგიების საშიში ფსევდოპედაგოგიკა

26 August 2013

ვაგრძელებთ რა ახალ გამოწვევებთან ჩვენს დამოკიდებულებაზე საუბარს (იხ.www.pemptousia.ge/2013/08/12/ქსელური-ტექნოლოგიების-ცრ/),           რაც დაკავშირებულია ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებასა და მოძღვრის მოვალეობებთან, ყურადღებას გავამახვილებთ ამ საკითხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ ასპექტზე, რაც ბავშვობისა და მოზარდის ასაკში პროტოტიპების გაჩენასთანაა დაკავშირებული, ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მოზარდებთან მიმართებით, რომლებიც ადვილად ექცვიან გავლენის ქვეშ და ეჭვს ბადებენ.

არასრულწლოვანთა გამუდმებული და უწყვეტი ხეტიალი ქსელურ ტექნოლოგიებში მათი ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც ისინი ეძებენ საზოგადოებაში პროტოტიპებს, რათა მათ მიბაძონ, წინ წამოსწევს ახალი პედაგოგიური მოდელების, ქცევების მიბაძვის ქვეცნობიერ და თანმიმდევრულ პროცესებს. ეს აღმზრდელობითი მოდელები სრულიად განსხავდებიან იმ ტრადიციული აღმზრდელობითი მოდელებისაგან, რომლებსაც მათ აწვდის ოჯახი, მშობლები, მასწავლებელი და მოძღვარი. მაშინ როდესაც ტრადიციული პედაგოგიური მეთოდები, ან მათი კანონიერი ადგილის გამო, ან მათი მეცნიერული მიდგომის კუთხით პედაგოგიური სამართლიანობით მართავენ, როგორც უმრავლესობასთან, ისე ცალკეული პიროვნების მიმართ დამოკიდებულებას, ასევე საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარებისა და მისი საზოგადოებასთან მიერთების პროცესებს, იმისათვის რომ განხორციელდეს მისი როგორც ოჯახური, პროფესიონალური, საგანმანათლებლო, ეკონომიური, სულიერი და სხვა მომწიფება და სრულყოფა. სხვადასხვა სახის მქონე გამოცდილი ქსელური ტექნოლოგიების უსასრულო სივრცე კი ითვისებს ამ აღმზრდელობით ფუნქციას და ამა თუ იმ პიროვნებას ორიენტაციას აკარგვინებს, რის შემდეგაც შეუძლებელია, რომ მან მიაღწიოს ზემოთხსენებულ მიზნებს.

cyberbullying2

წყარო: http://robotronics.com/blog/

ამგვარად, არასრულწლოვანი უპირატესობას ანიჭებს პრობლემების მოგვარების საშიშ გზას, რომელიც, რა თქმა უნდა, თავიდან იდეალურად და შესაფერისად ეჩვენება. რაც უფრო მეტად ეჩვევა ესა თუ ის ახალგაზრდა ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებას, მით უფრო მეტად ითვისებს იგი ახალ ზნეობას, ქსელური ტექნოლოგიების ზნეობას და ეჩვევა ქცევასა და მოქმედებას ზნეობრივი წესებისა და აკრძალვების გარეშე. „ინფორმაციის, სახეების და იდეალების უწყვეტი დინება ადვილად წარმოშობს ისეთი რეალობის მოდელს, რომელიც უფრო ძლიერი და სანდო ხდება, ვიდრე თავად რეალობაა“ [1]. ადამიანები უკვე ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლობენ ქცევის წესებს, ზნეობრივ ღირებულებებსა და ყოველდღიურ სიძნელეებთან წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებს. ისინი იმ კრიტიკის ადრესატები ხდებიან, რომელიც პიროვნებებისათვის, საგნებისა და ინსტიტუტებისათვის გადის პრაქტიკას, და განსაზღვრავენ თავიანთი ცხოვრების გეგმას მასიური ინფორმირებულობის საშუალების პროგრამაზე დაყრდნობით. მათი ძალაუფლება თავს იჩენს, როგორც რეალობის უეჭველი კრიტერიუმი, რადგან რეალობა მათთვის არის მხოლოდ ის, რაც ნათქვამია და დამტკიცებულია მათ მიერ [2].

ქსელური ტექნოლოგიები, ტელევიზორთან ერთად, ინფორმაციების „მრავალშრიანი სტრუქტურის“ მეშვეობით, ბატონობენ თანამედროვე საზოგადოების უწყებისა და ინფორმაციის სფეროზე. ინფორმაციის „მრავალშრიანი სტრუქტურა“ ხშირად წინააღმდეგობებით აღსავსე აშკარა და უჩვეულო გზავნილებით ხასიათდება, რომლებიც იგზავნება იმისათვის, რომ ადამიანის ცნობიერებაში სტრუქტურული ცვალებადობა გამოიწვიოს [3].

თუმცა, საზოგადოების ტრადიციული პედაგოგიური მოდელების განმსჭვალვას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღმზრდელობით სივრცეში. მოძღვრის, როგორც დამრიგებლის, მოვალეობა მიზნად ისახავს ნაყოფიერი წინააღმდეგობა გაუწიოს მრევლის პრობლემებსა და საჭიროებებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეცნიერული მტკიცებულებით, ამ საჭიროებებთან მოძღვრის მიერ შეწინააღმდეგება დამოკიდებულია მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობათა გაღრმავებაზე და მის საფუძველზე. ამგვარი ურთიერთობის არარსებობამ ან უგულებელყოფამ შეიძლება შეაფერხოს ან კიდევ მთლიანად გააუქმოს მოძღვრული კავშირი. ეს ურთიერთობა არსებითად განმსაზღვრელია არა მხოლოდ გრძნობებისა და იდეების მანიპულირების საქმეში, რომლებიც თავს იჩენს, როგორც მოძღვრის მიერ თავისი სულიერი შვილებისადმი რჩევა-დარიგებების გაწევის პროცესის განმავლობაში, ისე ამ დამრიგებლობის პროცესის ჭეშმარიტ გაგრძელებაშიც.

მართლაც, ის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ვითარდება გადამცემთან კავშირით – იმ მიმღების მეშვეობით, რომელიც ახალგაზრდებს იმისაკენ უბიძგებს, რომ მათ აითვისონ ის ქცევები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება გრძნობებს, ფიქრს, რასაც ასევე თან ერთვის სხვის მიმართ დიდი პატივისცემა, ცვალებადობა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე, დამუშავებასა და საბოლოოდ, ურთიერთგადამცემი გზავნილების მიღებაზე [4]. როდესაც გადამცემის ძალა და ავტორიტეტი აღიარებულია მიმღების მიერ, მაშინ მისი ჭკუის სწავლებისა და რჩევა-დარიგებების მიღება უფრო მეტად ეფექტური ხდება [5]. გარდა ამისა, ნათელია, რომ მორწმუნეთა კავშირი ღმერთთან დამოკიდებულია იმ კავშირზე, რომელიც მათ თავიანთ მოძღვართან გააჩნიათ [6]. ის დიდი ინტერესი, რომელსაც მრევლი თავისი მოძღვრისგან იღებს აიხსნება, როგორც თავად უფლისადმი ინტერესი და სიყვარული. სწორედ ამის გამო, მოძღვარი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქცევის ერთგვაროვანი მოდელის წარმოქმნაზე. მაშასადამე, როდესაც ქსელური ტექნოლოგიების კონტროლს დაუქვემდებარებელი და განუწყვეტელი გამოყენება იწვევს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ, სხვა ცრუპედაგოგიკის ავტორიტეტულობას, რომელიც წინა პლანზეა წამოწეული, როგორც მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისი, და ამავდროულად დარტყმას აყენებს მოძღვრის ძალასა და ავტორიტეტს, მაშინ მოძღვრის ხელმძღვანელობა და რჩევა-დარიგება რთული და პრობლემატური ხდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] Φραγκουλίδου Φ., όπ. παρ., σ. 28.

[2] π. Θερμός Β., Ποιμαίνοντες μετ’ Επιστήμης, Αθήνα 1996, σσ. 134-135.

[3] Όπ. παρ., σ. 138.

[4] Πρόκειται για θεωρίες της Συμπεριφορικής Ψυχολογίας. Βλ. σχ. Steinberg S., ΑnΙntroduction to Communication Studies, Cape Town 2007, σσ. 59-60.

[5] Στα παραπάνω συμπεράσματα κατέληξε ο ψυχολόγος Carl Hovland, ο οποίος εργάστηκε με την ομάδα του στο πανεπιστήμιο του Yale κατά τη δεκαετία του 1950. Βλ. σχετικά Spielberger D. C., Encyclopedia of Applied Psychology, Vol. 3, Νew York 2004, σ. 63. Η ελκυστικότητα της προσωπικότητας του πομπού θεωρείται μεταξύ άλλων ως ένα από τα πιο σημαντικά χαρακτηριστικά γνωρίσματά της, που επηρεάζουν την κρίση του δέκτη ενός μηνύματος. Βλ. σχετικά Rodriques V. M.,Perspectives of Communication and Communicative Competence, New Delhi 2000, σ. 120.

[6] Dayringer R., The Heart of Pastoral Counseling: healing through Relationship, New York 1998, σ. 45. Βλ. σχετικά Anderson H., «Ιncarnation and Pastoral Care», Pastoral Psychology 32 (4), 1984, σσ. 241-242.

შინაარსი
სანიშნეები