Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვესაუბრებით მის მაღალუსამღვდელოესობას პრუსის მიტროპოლიტს ელპიდიფორეს | PEMPTOUSIA

ვესაუბრებით მის მაღალუსამღვდელოესობას პრუსის მიტროპოლიტს ელპიდიფორეს

10 September 2013

ვესაუბრებით მის მაღალუსამღვდელოესობას პრუსის მიტროპოლიტს, ელპიდიფორეს ქალკის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტრის შესახებ.

პემპტუსია: მოგვიყევით მონასტერში თქვენი მოვალეობების შესახებ.

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მიზნად მაშინ დავისახე, როდესაც მისმა უწმინდესობამ ქალკის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო და სტავროპეგიალური (მონასტერი, რომელსაც არა ეპარქიის მღვდელმთავარი არამედ უშუალოდ პატრიარქი მართავს) მონასტერზე პასუხისმგებლობა დამაკისრა, იყო მისი დაკომპლექტება საძმოს წევრებით. მაშინ, 2011 წლის სექტემბეში, იქ, მხოლოდ მამა დოროთე იყო, რომელიც უფალმა თავისთან ახლოს, შარშან აპრილის თვეში, წაიყვანა. იქიდან მოყოლებული დღემდე, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმული მყავს მამა სამუელი, რომელსაც, გასული წლის თებერვალს, ჩვენმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლის ყოვლადწმიდა მთავარსაეპისკოპოსოში არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. მარტში, აღვასრულე მამა გალინის მონაზვნად აღკვეცის რიტუალი, რომელსაც სულთმოფენობის მომავალ დღესასწაულზე დიაკვნად ვაკურთხებ. შემდეგ მოდის მორჩილი დიმიტრი, რომელიც თესალონიკის თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ხედავთ, ღმერთმა ჩვენგან მამა დოროთე წაიყვანა, მაგრამ მის მაგივრად სამი ადამიანი გამოგვიგზავნა. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოვლადწმიდა მანუგეშებელი ღმრთისმშობლის მეოხებით, ჩვენი მონასტრის ძმობის გული შევსებულია.

H-enthronisi-tou-Hgoumenou 1

იღუმენად დადგენა

პემპტუსია: ვნების კვირასთან დაკავშირებით, მონასტერში როგორ ჩამოყალიბდა წმიდა მსახურებათა განრიგი?

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: მსახურებანი დღე-ღამის განმავლობაში სრულდება, ეს როგორც თქვენთვის ცნობილია, მონასტრის საძმოსათვის სულიერ საკვებს წარმოადგენს, რაც ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ძირითადად უფალთან გვაკავშირებს. ჩვენი ყოველდღიური მსახურებების რიგში ძირითადი ადგილი მანუგეშებელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს ენიჭება, რომელიც ჩვენი მონასტრის მფარველი და მეოხია. ვნების კვირის განმავლობაში მსახურებები განსაკუთრებულად გულის ამაჩუყებელია, რომელიც იზიდავს, როგორც ქალკიში მცხოვრებ მორწმუნეებს, ასევე საბერძნეთის ყოველი კუთხიდან მომავალ მომლოცველთა ჯგუფებს, რომლებიც სიმშვიდესა და უწინდელ საპატრიარქო წესრიგს ეძებენ.

H-akolouthia-tou-Nymfiou 2

ზეციური საქმროს მსახურება

პემპტუსია: რა სხვაობებს ხვდება ბერძენი მომლოცველი უწინდელ საპატრიარქო წესრიგსა და ძირითადად ბერძნულთან შედარებით?

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: ზოგადად საპატრიარქო წესრიგი არ გამოირჩევა იმგვარი პომპეზურობით, როგორც ამას მოელიან ისეთი ინსტიტუტისგან, როგორიცაა მსოფლიო საპატრიარქო. რა თქმა უნდა, ის შთამბეჭდავია და დიდებული, თუმცა, ამ სიდიადეს ასაზრდოებს მსახურებაში მონაწილეთა წმიდანთა მსგავსი მოძრაობები და სხეულთა მიხვრა-მოხვრის შესამჩნევი ღმრთიური განწყობილება, მეფსალმუნეთა უბრალო და ძველი ბიზანტიური მელოდია, რომელიც გათავისუფლებულია აღმოსავლური ზედმეტი გძნობელობისა და დასავლური ცოდვებისაგან. ჩვენ კონსტანტინოპოლში არასდროს ვკითხულობდით, თუ როგორ სრულდება ესა თუ ის მსახურება. არც არსებობს დიფერენციაცია მიმდინარე წესრიგში (ღვთისმსახურებათა შესრულების წესში) ამა თუ იმ სამწყსოს, მიტროპოლიასა, თუ ეპარქიას შორის. წესრიგი, რომელიც იქნება დაცული, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ანიჭებს წინამძღვარი უპირატესობას და არც იმაზე, თუ როგორია მისი განწყობილება. ყველამ ვიცით, თუ რა, როდის და როგორ უნდა შესრულდეს. ეს არის ტრადიციის ცხოველსმყოფელი გაგრძელების ძალა, წესრიგის ძალა, რომელიც არასდროს არ შეწყდება, არამედ თაობიდან თაობას გადაეცემა, მსგავსად სამოციქულო მემკვიდრეობისა. ყოველი მორწმუნე, სწორედ ამიტომ ირჩევს კონსტანტინოპოლს რომ უფლის აღდგომა იზეიმოს, ეს არის, თუ გნებავთ, აღდგომის დაუვიწყარი გამოცდილების საიდუმლო. სწორედ ამის გამო, კონსტანტინოპოლი არასოდეს არ შეწყვეტს იყოს მუდმივი მოსალოცი ადგილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, ასევე რელიგიური, ისტორიული და კულტურული კავშირის შეუცვლელი ორიენტირი.

პემპტუსია: შეგიძლიათ, მონასტერში შესრულებულ მსახურებებზე განსაზღვრული წარმოდგენა შეგვიქმნათ?

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: განსაკუთრებით ამაღელვებელია პატიოსანი ჯვრის გარდამოხსნის შემოტარება თეოლოგიური სკოლის გარშემო, სვლა დროდადრო ჩერდება სასაფლაოზე (სადაც განისვენებენ პატრიარქები, სკოლის თავკაცნი და ლექტორები), ასევე სკოლის კარიბჭესთან. მივაბიჯებთ ფსალმუნთა გალობით, ხოლო გალობას დროდადრო ხან ბუს სევდიანი ხმა, ხან კი თოლიების მშვიდი ბგერები წყვეტენ, საკმეველის სურნელი ერევა იასამნის, მირონის და ღამის ყვავილის სურნელებას. აღდგომის ღამეს ერთი დიდი ჯგუფი ადამიანების შევიკრიბებით სკოლის ბალკონზე და ვგალობთ „ქრისტე აღსდგა“ , ვგულისხმობ რომ, ვაკვირდებით მოპირდაპირე მხარეს ამაყი უფლისწულის და უძირო ბითვინიურ მიწას, ქალკიზონის მიტროპოლიისას.

O-Epitafios 3

გარდამოხსნა

შარშან აღდგომის დღეს გავაკეთეთ რაღაც და რადგან გამოვიდა შევეცდებით წელსაც გავიმეოროთ. მოვიწვიეთ კონსტანტინოპოლში მყოფი ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის გენერალური კონსული ოჯახით და ერთად შევასრულეთ სიყვარულის მწუხრის მსახურება, სადაც ყოველმა მათგანმა მშობლიურ ენაზე წაიკითხა წმიდა სახარება და შემდეგ მიიღო მონაწილეობა ტრადიციულ წითელი კვერცხების დარიგებაში, მათ წარმოადგინეს თავიანთი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, შეასრულეს მათი მხარის ტრადიციული სიმღერები, ეს გახლდათ საერთო მართლმადიდებლების ზეიმი.

ასევე წელსაც მართლმადიდებელი ქვეყნების საკონსულოებთან თანამშრომლობით გამოვნახეთ კერძო გემი, რომელიც ყველა მართლმადიდებელს ოჯახებთან ერთად გადაიყვანს ქალკიში, სადაც გავიმეორებთ შარშანდელ მოვლენებს, სადაც ყელა ვინც კი მიიღო მონაწილეონა იყო უზომოდ ბედნიერი.

პემპტუსია: წელს რა შეტყობინებას გაუგზავნით მსოფლიოს?

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: გაიღება ქალკი!

მას გავხსნით, სანამ თურქული მხარის მიერ ოფიციალურად გაიხსნება ქალკის თეოლოგიური სკოლა! გავხსნით როგორც მონასტრულ საცხოვრისს. გავხსნით როგორც ურთიერთობების გაცვლის ადგილს. გავხსნით როგორც შეხვედრების კომფერენციებისა და სიმფოზიუმების ჩატარების ადგილს. გავხსნით როგორც მომლოცველთა ცენტრს. გავხსნით როგორც სტუმართ-მასპინძლობის კერას. გახსნით როგორც საბიბლიოთეკო კვლების ცენტრს. მას გავხსნით და თქვენგან მხოლოდ თანადგომა და გვერდით დგომა გვსურს!

პემპტუსია: უღრმესი მადლობა!

მისი მაღალუსამღვდელოესობა ელპიდიფორე: მეც გულითად მადლობას გადაგიხდით! მშვიდობიანი აღდგომა გვქონდეს!

ინტერვიუ მოამზადა პემპტუსიას თანამშრომელმა პ. პანაიოტოპულომ

შინაარსი
სანიშნეები