Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება – გამოწვევა სულიერი ცხოვრებისათვის | PEMPTOUSIA

ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება – გამოწვევა სულიერი ცხოვრებისათვის

23 September 2013

დღეს, ბატონი კოლიოფუტისის განსაკუთრებულად აქტუალური სტატიების ჯაჭვს კიდევ ერთ რგოლს მივუმატებთ, რაც შეეხება იმ საფრთხეებს, რომელსაც ახალგაზრდების მიერ ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება წარმოშობს. წინამდებარე სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ამ დამოკიდებულების თვითმკვლელობის შემთხვევებთან მჭიდრო კავშირის არსებობაზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა,  რომლის გამოც  სულიერების მხრიდან ეკლესიისა და ხალხის მიერ წარმოიქმნება უკუქმედითი მოძრაობა, რაც ქსელური ტექნოლოგიების გადაჭარბებულად გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული.  

მოზარდის მიერ ქსელური ტექნოლოგიების გამუდმებული და განუწყვეტელი გამოყენება იწვევს ცვლილებებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რადგანაც მასში წარმოქმნის უგუნებობის კლიმატს [1], რომელიც ასევე ვრცელდება მის ცხოვრებაზეც და რომელმაც, შესაძლოა, მას  თვითმკვლელობისკენ უბიძგოს. საქმე შეეხება იმ შემაშფოთებელ განცხადებებს, რომელიც გააკეთა მანოლის სფაკიანაკისმა,  ელექტრო დანაშაულის დევნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ათენში ორგანიზებული რიგით მეორე კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც  ქსელური ტექნოლოგიების უსაფრთხო წარმოებას მიეძღვნა. მონაცემები მართლაც შოკის მომგვრელია: „ჩვენ ერთი მეორეს მიყოლებით  თვითმკვლელობას გადავარჩინეთ 700 ბავშვი“! ამის შემდეგ, მან საზოგადოებას გაუზიარა ერთი შემთხვევა: „არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემთან კაბინეტში მოვიდა 18 წლის გოგონას მამა, რომლის შვილიც უკანასკნელ წუთს გადავარჩინეთ. აღელვებულმა გადმომცა, რომ მისმა ქალიშვილმა ასეთი რამ უთხრა: „მამა, რომ არ ყოფილიყო ბატონი სფაკიანაკისი, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი და ვერ დაგელაპარაკებოდი“ [2].

addicted-to-the-internet

წყარო: www.alltreatment.com

ახალგაზრდის მიერ ქსელური ტექნოლოგიების დაუსრულებელი გამოყენება მას ნერვიულს, ადვილად აგზნებადს, გაღიზიანებისადმი მიდრეკილსა და აგრესიულს ხდის, რის გამოც მას ძალა არ შესწევს ფხიზლად შეეწინააღმდეგოს საკუთარ ცხოვრებისეულ სიძნელეებს [3]. დაბალი თვითპატივისცემის გრძნობა, შფოთვა და საზოგადოების მიმართ შიში (ფობია) ბავშვის ბუნებრივი შემოქმედებითი ძალის ადგილს იკავებს და გადამწყვეტი ხერხით აფერხებს მისი საზოგადოებასთან გაერთიანების პროცესს. მოზარდი ხდება მშიშარა და უძლური იმისათვის, რომ შესაფერისი გზით შეეწინააღმდეგოს ცხოვრებისეულ უკმაყოფილებებს.

მაშასადამე, თუკი, ახალგაზრდების მიჩვევა ქსელურ ტექნოლოგიებთან წარმოშობსა და ხელს უწყობს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას, მაშინ რა თქმა უნდა ამ მხრივ წინ წამოიწევს დიდი აღმზრდელობითი პრობლემა, რომელიც  სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. თვითმკვლელობა, როგორც უიმედობისა და სასოწარკვეთილების შედეგი, ასევე ააშკარავებს ღმრთისადმი ურწმუნოებას და წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ანტიქრისტიანულ ქმედებას [4]. ამა თუ იმ ქრისტიანის თვითმკვლელობის მცდელობა არის მისი ქრისტიანული თვითშეგნებისა და სულიერების დარღვევის ყველაზე უფრო სერიოზული მაჩვენებელი, რაც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამ ადამიანმა შეწყვიტა უფალთან იმედით თანაცხოვრება, რომელიც ყველაზე უფრო ძლიერი იმედია.

სინამდვილეში, ეკლესიის წიაღში ქრისტიანს იმისათვის უხმობენ, რომ მან  ქრისტეს აღდგომის უწყებით იცხოვროს. იგი ერთიანდება ქრისტეს სხეულში და სული წმიდის მადლით ცხოვრობს აღდგომის პერსპექტივითა და ახალი აღმშენებლობით [5]. ცხოვრობს, როგორც ღმერთთან სიცოცხლის თანამონაწილე რწმენით, იმედითა და სიყვარულით [6]. მისი სული არ არის მხდალი და მშიშარა, არამედ ძლიერი და იმედით აღსავსეა [7]. იგი განიცდის ღმრთის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მყოფობას, გრძნობს მის სიყვარულს, მომავალს ისე იღებს, როგორც აწმყოს და სწამს მისი მზრუნველობისა. სინამდვილეა, რომ ქრისტიანები იმედიანი ხალხია. მათი იმედი ურყევი და უსაფრთხოა. იგი არ ემყარება შესაძლებელსა თუ სავარაუდოს, არამედ უეჭველსა და მარადიულს, ანუ ღმერთს [8]. სწორედ ეს იმედი ამარცხებს აწმყო დროის ცხოვრების ეფემერულობას და მას ღმრთის მყოფობის მარადიულობასთან აკავშირებს.

სწორედ ამ ჩარჩოების ფარგლებში უხმობენ ქრისტიანს, რათა იგი შეიარაღდეს ძლევამოსილებით, იმედითა და ოპტიმიზმით იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელთაც თავისი ცხოვრების მანძილზე გადაეყრება. დაბალი თვითპატივისცემის შეგრძნება, ყოველდღიური ღელვა და საზოგადოებრივი შიში იცვლება ქრისტეში სიმშვიდის მოპოვებით. ეკლესიური სიმშვიდის მნიშვნელობა სცილდება სიწყნარის ამქვეყნიური ფსიქოლოგიური მდგომარეობის საზღვრებს და იძენს ახალ შინაარს: ადამიანის ცოდვისგან გათავისუფლების შემდეგ, იგი უკვე ღმერთთან გაერთიანების მდგომარეობას უკავშირდება. საქმე უკვე აღარ ეხება პირობით, ჩვეულებრივ დამშვიდებას, არამედ ხრწნისა და სიკვდილისაგან ონტოლოგიურ გათავისუფლებას [9]. ქრისტიანი სიმშვიდით ცხოვრობს, მშვიდად ეკიდება როგორც თავის თავს, ისე – მთელ სამყაროს და თავისუფლდება ყოველგვარი შფოთვისა და განცდისაგან.

ქრისტიანი ადამიანი იცავს თავის შინაგან სიმშვიდეს ცხოვრების უდიდესი ქარტეხილებისა და მღელვარების დროსაც კი და მიესალმება სიკეთისა და მოთმინების სულს, რომელიც საზრდოობს ღმრთის სიყვარულის გამოცდილებითი თანაცხოვრებით. ეს კეთილგონიერება გადაეცემა დანარჩენ სამყაროსაც, რომელიც მოიხმობა იმისათვის, რომ გარდაიქმნას და განახლდეს. ქრისტიანი ადამიანი, როგორც მოყვასს, ისე მთელ სამყაროს ქრისტეს აღდგომის ნათელში ჭვრეტს. ამ ჩარჩოებში მიიღწევა პიროვნებათა შორისი და საზოგადოებრივი ურთიერთობების რეალური მნიშვნელობა და განახლება. ქრისტიანი იღებს ღმერთის სიყვარულს, რომელიც სიხარულის საწყისია, რომელიც არ წარმოადგენს ამქვეყნიური მოთხოვნილების ნაყოფს, რადგან მას სულიერი აზრი გააჩნია [10].

მაშასადამე თუკი ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს მათ სულიერ სამყაროზე, აყალიბებს რა მათში პესიმიზმისკენ მიდრეკილებას, აგრესიულ, ნერვულ, კონფლიქტურ, თვითგანადგურებისა და სიმხდალის სულს,  მაშინ ეჭვს გარეშეა, რომ ამ შემთხვევაში იგი მოქმედებს, როგორც საპირისპირო ძალა მოძღვრის საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს თავის სულიერ შვილებს შთაბეროს ჭეშმარიტი ქრისტიანული იმედი და სიმტკიცე.

ბოლოს, ახალგაზრდების მიჩვევა ქსელურ ტექნოლოგიებთან ამცირებს, როგორც ეს დამტკიცებულია, მათ სულიერ ჰორიზონტებს, რადგანაც მათ მიერ ქსელურ ტექნოლოგიებში ხეტიალი ძირითადად შემოიფარგლება თამაშებითა და უინტერესო აპლიკაციების გამოყენებით, რომელთაც შემეცნებითი ხასიათი არ გააჩნიათ.

მოზარდის მიერ ქსელური ტექნოლოგიების ზემოთ აღნიშნული, აღმზრდელობითი თვალსაზრისით გამოუყენებელი  აპლიკაციების გაუთავებელი და განუწყვეტელი გამოყენება  კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს თანამედროვე მშობლიური ენის ენობრივი სიღარიბის პრობლემას. კიდევ უფრო აღარიბებს ახალგაზრდების ლექსიკას იმ დონემდეც კი, რომ მათ უჭირთ იმ ენობრივი ტერმინებისა და ფრაზების გააზრება, რომელიც თავად მათმა ენამ წარმოქმნა, რომლებიც მკვდარ ენობრივ ერთეულებად გარდაიქმნებიან და თანდათანობით გადაეცემიან საამაყო წარსულს.  ეს პრობლემა უარყოფით გავლენას არა მხოლოდ მოზარდთა საგანმანათლებლო სფეროზე ახდენს, მათ ასევე აღარ შესწევთ ძალა იმისათვისაც კი, რომ ერთიან და სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

გარდა ამისა, ახალგაზრდებს არ მოეპოვებათ შესაბამისი სიტყვათა მარაგი  იმისათვის, რომ ჩაწვდნენ ეკლესიის სწავლების დოგმატიკის შინაარსს. ისეთი ტერმინები, როგორიცაა „სამება“, „დაუბადებელი“, „შობილი“, „შეუქმნელი“, „შექმნილი“, „გარდამოსვლა“, „განკაცება“, „ცხონება“, „მადლი“, „რწმენა“, „ეკლესიის საიდუმლო“ ან „მარადიული სიცოცხლე“ და სხვანი, რომელთა საშუალებითაც ეკლესიის მამებისგან გადმოგვეცა ზედმიწევნითი სიზუსტით რწმენის შინაარსი, დღეს ჭირს მათი გაგება, მაშასადამე, ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებთან  დამოკიდებულება იმ დონემდე, როდესაც  მათი სულიერი ჰორიზონტების განსაზღვრის გადაფარვა ხდება და როდესაც მათ ხელი ეშლებათ, როგორც ეს დამტკიცებულია, იმისათვის, რომ გაიაზრონ ის ტერმინები, რომლებიც  რწმენის შინაარს გამოხატავენ, წარმოქმნის აღმზრდელობით პრობლემას, რაც გადაჭრას საჭიროებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] Subrahmanyam, K., Greenfield, P., Kraut, R., & Gross, E., «The Impact of Computer Use on Children’s and Adolescents’ Development»,  Journal of Applied Developmental Psychology, σσ. 22, 7-30.

[2] http://www.newsbomb.gr/koinwnia/story/277704/nai-sto-hamogelo–nai-sto-diadiktyo–nai-stis-nees-tehnologies.

[3] Eric J. Moody, «Internet Use and Its Relationship to Loneliness», CyberPsychology & Behavior,  4 (3), 2001, σσ. 393-401.  Lemmens S. J., Valkenburg  M. P.,  Jochen P., «The Effects of Pathological Gaming on Aggressive Behavior», Journal of Youth and Adolescence 40, 2011, σσ. 38-47.

[4] Μαντζαρίδης Γ., Χριστιανική Ηθική, Θεσσαλονίκη 1991, σ. 425.

[5] Οπ. παρ. σ. 37.

[6] Όπ. παρ. σ. 45.

[7] Όπ. παρ. σ. 109.

[8] Όπ. παρ. σ. 204.

[9] Για το νέο περιεχόμενο που προσλαμβάνει η έννοια της ειρήνης στον Χριστιανισμό βλ. σχ. Στογιάννος Π. Β., Πρώτη Επιστολή Πέτρου, Θεσσαλονίκη 2003, σσ. 103-104, 461.

[10] Μαντζαρίδης Γ., όπ. παρ. , σ. 227.

შინაარსი
სანიშნეები