Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ევდოკიმეს ხსენება ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში (1 ნაწილი ) | PEMPTOUSIA

წმიდა ევდოკიმეს ხსენება ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში (1 ნაწილი )

21 October 2013

2013 წლის 15 ოქტომბერს, შუადღით, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეს ეწვია მისი მაღალუსამღვდელოესობა მირონის მიტროპოლიტი ქრისოსტომოსი, რომელიც დაპატიჟებული იყო ვატოპედის სავანის მიერ წმიდა ევდოკიმეს სახელზე სავანის დღესასწაულის აღსანიშნავად.

ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, წმიდა მირონის მიტროპოლიტი ქრისოსტომოსი და ვატოპედის წმიდა სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი გაემგზავრნენ ათონის წმიდა მთის დედაქალაქში (კარიესი), რათა მიეღოთ მონაწილეობა წმიდა მთის საბერძნეთის რესპუბლიკასთან შეერთების აღსანიშნავ საზეიმო ღონისიებაში, ასევე მათი იქ ყოფნით დაედოთ პატივი მისი უწმიდესობისათვის, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისათვის, რომელიც დაპატიჟებული გახლდათ საპატიო სტუმრის სტატუსით.

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, შუადღით 16-30 წთ-ზე დაიწყო მცირე მწუხრი წმიდა ევდოკიმეს დღესასწაულთან დაკავშირებით, მას გადაება სადღესასწაულო ტრაპეზი და უკვე 19 საათიდან კი დაიწყო დღესასწაულის ლიტანიობა – ღამისთევის მსახურება.

ლიტის მსახურების შემდეგ ყველამ უკლებლივ, მონაზონმა თუ საერომ, გადაინაცვლა სავანის დიდ სინოდიკონში (სტუმრების მისაღები დიდი დარბაზი), სადაც მისმა მაღალუსამღვდელოესობამ მადლობა გადაუხადა გერონდა ეფრემს მოწვევისათვის და ამ დღესასწაულის წინამძღოლობისათვის, გაგრძელებით კი ისაუბრა დეტალებზე და იმ სულიერ აღმშენებლობაზე რომელსაც აქვს ადგილი მირონის წმიდა სამიტროპოლოში, ასევე – მსოფლიო პატრიარქის მოსალოდნელ ვიზიტზე მირონ-ლუკიაში წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებასთან დაკავშირებით 2013 წლის 6 დეკემბერს.

შემდეგ სამადლობელი სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ბატონი ვლადიმერ სკუროვი, იგი გახლდათ ძალიან მოხარული წმიდა ევდოკიმეს საზეიმო ლიტანიობაში მონაწილეობის მიღებით. მისი განცხადებით პარასკევს უკრაინის პრეზიდენტი ბატონი ვლადიმერ იანუკოვიჩი და თავად ბატონი ელჩი აპირებენ მსოფლიო პატრიარქს კარიესში გადასცენ მე-16 საუკუნის “უკრაინის პეროსოპნიცას” სახარების ზუსტი ასლი, რომელიც გამოიცა უკრაინელი ხალხის გაქრისტიანების 1025 წელთან დაკავშირებით.

შემდეგ ისაუბრა გერონდა ეფრემმა წმიდა ევდოკიმეს ცხოვრებაზე. თავმდაბლობის იმ უდიდეს სათნოებაზე, რომელიც გააჩნდა წმიდანს და სიკვდილის შემდეგაც კი გაექცა ადამიანურ დიდებასა და პატივს. თავმდაბლობამ – წმიდანის ამ სათნოებამ უნდა დაგვაფიქროს და შეგვაშფოთოს, რადგან ყველა ვითხოვთ ფსევდო ადამიანურ დიდებას და არა ჭეშმარიტ უფლის დიდებას.

ათონის წმიდა მთის ყოველი მოლოცვისას ვგრძნობ და ვიღებ რაიმე სულიერსა და კურთხეულს და მადლს ყოვლადწმიდა დედისაგან, რომელიც არის ამ ადგილის იღუმენია. ამჯერად ამ წმიდა დღესასწაულზე სხვა მომლოცველებთან ურთიერთობისაც კი აღმოვაჩინე, რომ წმიდა ევდოკიმეც არის ჩვენი მეოხი და გვეხმარება, რათა დაიტენოს ჩვენი სულიერი ბატარიები!!!

ტრიფონ კუცას

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15- 01

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-03

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-04

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-05

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-06

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-07

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-08

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-09

Mikros-Esperinos-Panigireos-Ag-Evdokimou-03

Mikros-Esperinos-Panigireos-Ag-Evdokimou-06

Mikros-Esperinos-Panigireos-Ag-Evdokimou-07

Mikros-Esperinos-Panigireos-Ag-Evdokimou-08

Mikros-Esperinos-Panigireos-Ag-Evdokimou-10

წყარო: ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე    

შინაარსი
სანიშნეები