როგორ ეწინააღმდეგება მოძღვარი ინტერნეტ-დამოკიდებულებას

22 October 2013

ვაგრძელებთ რა დოქტორ ათანასე კალიოფუტისის განსაკუთრებულად სასარგებლო თემების სერიას, დღევანდელ სტატიაში საუბარი იქნება ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებთან დამოკიდებულებასა და იმ ხერხებზე, რომლითაც მოძღვარს შეუძლია ამ თანამედროვე პრობლემასთან გამკლავება.

ჩვენი მოსაზრების თანახმად, ის ღერძი რომლის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს თანამედროვე მოძღვრის სწორი ქმედება, რათა მისი მხიდან შეძლებისდაგვარად წარმატებულად განხორციელდეს ამ დღევანდელი პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არის იმ უმთავრესის გათვალისწინება, რაც შემდეგში მდგომარეობს: ეკლესიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ახალგაზრდების ეკლესიის სამრევლო ცხოვრებაში მოზიდვა, მრევლის საქმიანობაში მათი ინტეგრაცია და აქტიური მონაწილეობა, მოძღვრის გამუდმებული და განუწყვეტელი ზრუნვა სამწყსოს თითოეული წევრის, როგორც პიროვნულ და სულიერ, ისე მატერიალურ პრობლემებზე.

concentration

ვემყარებით რა საღმრთო წერილში მოცემულ სწავლებას, რომ „ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო“ (იაკ. 2,17). აუცილებელია, სულიერმა მოძღვრებმა აღასრულონ დიდაქტიკური, საგანმანათლებლო, სახელმძღვანელო საქმიანობა და ზოგადად, ახალგაზრდების წინაშე შეასრულონ თავისი მოვალეობა, რაც მათგან პოზიტიური და ყოველდღიურობასთან დაკავშირებული პრაქტიკული ინტერესებისა და პრობლემების მოგვარებაში, პიროვნული წუხილისა და შფოთის შემსუბუქებაში მდგომარეობს. აუცილებელია ახალი თაობის წარმომადგენელთათვის შეიქმნას ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც მოძღვარი მოუსმენს ახალგაზრდების პრობლემებს და გაიზიარებს მათ განცდებს, თანაუგრძნობს, ყოველ შემთხვევაში, პატივისცემით მოეკიდება იმას, თუ რა ხედვა ან რა ოცნებები გააჩნიათ მათ იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობენ.

სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ახალგაზრდების ეკლესიის წიაღში მოზიდვა და გაერთიანება, იმ ეკლესიის წიაღში, რომელიც მათ საყვარელ გაერთიანებად და შემოქმედებით-სულიერ სახელოსნოდ უნდა იქცეს, რომელსაც თანამედროვე სამყაროს წიაღში, ცხოვრების სრულიად სხვა გზავნილის წარმოჩენა დაუსახავს მიზნად. ახალგაზრდამ თავისი მრევლი ისე უნდა შეიგრძნოს, როგორც მისი საკუთარი სივრცე, რომელიც მაშტაბური საზოგადოებრივი გარემოს გაუცხოების საპირისპიროდ თავისი წევრების მიმართ თანმიმდევრული და მჭიდრო ძალით მოქმედებს. სამრევლო ცხოვრებაში მოზარდისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი წინაპირობისა და შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად და თანაბარი უფლებებით გამოხატოს მისი მოსაზრება.

მსგავსად ხორციელი მშობლებისა, რომლებიც სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიან თავიანთ შვილებს და თავს ვალდებულად მიიჩნევენ იმისათვის, რომ შვილებზე ეს სიყვარული ნებისმიერი ხერხით გამოამჟღავნონ, იმისათვის რომ მათ გადასცენ უსაფრთხოების შეგრძნება იმ გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ და რომელსაც მიეკუთვნებიან [2], სწორედ ამგვარად მართებს სულიერ მამას საკუთარი ქმედებებითა და სიტყვებით გამოხატოს თავისი სიყვარული და განუსაზღვრელი ინტერესი განურჩევლად ყველა სულიერი შვილის მიმართ. როდესაც მოძღვარი თავისი მოღვაწეობით აჩვენებს, რომ მას სულიერი შვილები გამუდმებით ყურადღების ცენტრში ჰყავს, როდესაც იგი ყოველთვის მრევლთან ახლოს იმყოფება და თავის შვილებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ თავი უპატრონოდ ან თუნდაც მიტოვებულად იგრძნონ და სხვა საშუალებებში ეძიონ თავიანთი ემოციური სიცარიელის შევსების შესაძლებლობა.

დაე, ნუ დაგვავიწყდება, რომ შეგრძნება უმთავრეს როლს ასრულებს მოზარდის სულიერ სამყაროში და იგი მრავალმხრივ გამოიხატება [3]: უპირველეს ყოვლისა, ის გამოხატულია მოზარდის განწყობით, რომ იგი იზოლირებული იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების სცენისაგან, თუმცა ამავდროულად მას გააჩნია თავის თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი, რომლებიც ზუსტად იმავე სულიერი არასტაბილურობის მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცაღა გააჩნიათ მსგავსი თვითიდენტიფიკაციის მღელვარე მოლოდინი. გარდა ამისა, ის გამოხატულია მოზარდის მოთხოვნილებით, რომ მან მიიპყროს სხვათა ინტერესი, იმისათვის, რომ გადალახოს დეპრესიის განცდა და არასრულფასოვნების შეგრძნება.

ყოველივე ამის გარდა, ეს მდგომარეობა ასევე გამოიხატება მოზარდის სურვილით, რომ მოხდეს მისი კომუნიკაბელურობის უფრო ფართე სოციალურ სივრცეში გავრცელება, ისწრაფის, რომ გამოეყოს მშობლის აღზრდის მოდელს, რასაც შედეგად მშობლის მკაცრი კრიტიკა მოჰყვება, რომლის ავტორიტეტულობაში ხდება ეჭვის ძლიერად შეპარვა. მოზარდის სწორედ ეს ასაკი ხასიათდება მისი ეგზისტენციალური პრობლემების კულმინაციურობით, მისი იმპულსურობითა და ინტერპერსონალური ურთიერთობების იდეალიზაციით. მსგავსად მეამბოხისა, მას სურს სამყარო შეცვალოს და იგი თავის იდეალიზირებული ხედვების და იდეების საფუძველზე დაამყაროს. მას ყვირილი უნდა, მაგრამ საკუთარ თავს განმარტოებულად და თანამედროვე სამყაროს ტრადიციული ნორმების ტყვედ მიიჩნევს.

და თუკი, ახალგაზრდა ხდება ინტერნეტ-დამოკიდებული, იქნებ ეს სწორედ იმიტომ რომ, ის ცდილობს მისი უამრავი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. იმ მოთხოვნილებებისა, რომლებიც მუდმივი ღირებულებების დეგრადაციის მიერ არის უარყოფილი და რომლებიც მართავენ თანამედროვე სამყაროს ფუნქიონირებას. იქნებ, ინტერნეტის სამყაროში მათი მუდმივი ხეტიალი გამოწვეულია იმ იმედგაცრუებებით, რომელიც მათ რეალურ სამყაროში განიცადეს. სწორედ იმ რეალურ სამყაროში, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მათი დიდი მოლოდინი. იქნებ, ინტერნეტ სივრცეში მათი აგრესიული ქმედება, რაც ყველა ზემოთ აღნიშნული ხერხითაა გამოხატული, მათი მხრიდან დაუცველობისა და თავიანთ თავში დაურწმუნებლობის პიროვნული გამოცდილების დროს გამოხატული წონასწორობის შენარჩუნების მცდელობის შედეგია, რომლითაც მათ თანამედროვე საზოგადოება კვებავს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მისი მცდელობა ააგოს სრულიად სხვა სახეობის კომუნიკაბელურობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კრიზისთან, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დღესდღეობით ოჯახის ინსტიტუტი ღრნის მეგობრობის ინსიტუტს, რასაც მოზარდები აიდეალებენ.

რადგან მოძღვარი არის ქრისტეს გონიერი ცხვრების სულიერი მასწავლებელი, მას დაკისრებული აქვს ვალდებულება, რომ ახალგაზრდებს ეკლესიური საზოგადოების სამრევლო ცხოვრებისკენ გაუძღვეს, რომლის ჩარჩოებშიც ყველა ზემოთხსენებული სოციალური ცხოვრების თავისებურებანი პოულობენ ან ვალდებულნი არიან, რომ იპოვონ მათი რეალური და ჭეშმარიტი გამოხატულება. როდესაც მოძღვრის ზემოთ აღნიშნული მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება, მაშინ იოლად, გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად, ახალგაზრდების ცნობიერებაში ინტერნეტის უსახო კომუნიკაბელურობა დაუპირისპირდება საზოგადოებრივ სულს, რომელიც მართავს საეკლესიო საზოგადოების ცხოვრებას. როდესაც მოზარდი, რომელსაც სწამს მუდმივი და შეუცვლელი ღირებულებებისა, აღმოაჩენს, რომ მისი მრევლი მზადაა ის გულში ჩაიკრას, სადაც ადგილი მისთვისაც მოიძებნება, რეალობაა რომ ეს მასზე ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს.

როდესაც ის გააცნობიერებს, რომ ურთიერთდახმარება, ურთიერთმხარდაჭერა, უანგარო ინტერესი, თვითგანწირვა, ინდივიდუალურობის პრაქტიკული დაძლევა და გზის ერთად გავლა წარმოადგენს ამ სხეულის ფუნქციონირების უმტკიცეს ძალას, არ არსებობს, რომ ის ამ გამოწვევას დადებითად არ გამოეხმაუროს. როდესაც მოზარდი თავად გამოცდის ეკლესიის თითოეული წევრის თავისთავადობას, როგორც ამ სხეულის შთაგონებისა და გამდიდრების წყაროს, შესაძლებელია, თავადაც მის ცოცხალ წევრად იგრძნოს თავი. როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ თითოეული წევრის ცოდვა, არ წარმოადგენს ქრისტეს სხეულიდან მისი საბოლოო და სამუდამო განდევნის მიზეზს, არამედ სულიერი ბრძოლისა და წინ სვლის საწყისს, რომელიც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ თავად მანაც, ძალისხმევის გარეშე, გვერდზე გადადოს თავისი პიროვნული განცდები და ყოფითი ცხოვრებისეული გამოუვალი მდგომარეობანი.

როდესაც მოზარდი მოექცევა მრევლის არსებობის, როგორც ცხოველმყოფელი გაერთიანებისა და ცოცხალი უჯრედის [4] წიაღში, მას საშუალება მიეცემა იპოვოს პასუხები თავის მღელვარებით სავსე კითხვებზე, კვლავ აღიდგინოს თავისი შერყეული კომუნიკაბელურობა და ისევ აამოქმედოს თავისი შემოქმედებითი ძალები, რომელთაც აღმოაჩენს. ეკლესიის მკერდში მას მიეცემა ძალა, იმისათვის, რომ განავითაროს ჭეშმარიტი პირველშობილი კავშირები მის ირგვლივ არსებულ სოციალურ გარემოსთან და რომ რეალურად განიცადოს, თუ რას ნიშნავს ურთიერთობა მამასთან, მეგობართან ან ძმასთან.

იქნებ, სწორედ მაშინ გააცნობიერებს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იმისათვის, რომ მიღწეული ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული მიზნები, ინტერნეტ გაერთიანებებში მისი ზღვარსგადასული მონაწილეობის მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად აღმოაჩენს ინტერნეტის გამოსადეგ მნიშვნელობასაც. რა თქმა უნდა, აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ განხორციელდეს ყოველივე ეს ზემოთაღნიშნული არის მრევლის საერთო სულის ამაღლება. იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდი აღმოაჩენს, რომ მრევლის არსებობა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების რელიგიური შეგრძნებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის. დასაფიქრებელია რომ, მისთვის სრულიად გაუგებარი ლიტურგიული ტიპიკონის დასაცავად და არ არის გამორიცხული, რომ მან გამოიჩინოს სერიოზული თავშეკავებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი ტიპის სამრევლო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე.

[1] Ιακ. 2, 17.

[2] Τα παιδιά αισθάνονται την ανάγκη να προβάλλονται με αγάπη από τους γονείς τους προκειμένου να βιώνουν την ασφάλεια και την προστασία του περιβάλλοντός τους. Η ικανοποίηση αυτής της ανάγκης τα καθιστά ικανά να διαμορφώσουν ένα εσωτερικό μοντέλο τόσο για τον ίδιο τους τον εαυτό, που προάγει τα συναισθήματα της αυτάρκειας, της αυτοαξίας και της αυτοπεποίθησης, όσο και για τους άλλους, που αναδεικνύονται ως άξιοι εμπιστοσύνης και φίλα προσκείμενοι προς αυτά. Βλ. σχ. Μπαλογιάννης Σ., όπ. παρ. σ. 11 και Hannush J. M., Becoming Good Parents: anΕxistential Journey,  New York 2002, σ. 137.

[3] Μπαλογιάννης Σ., Ψυχιατρική και Ποιμαντική Ψυχιατρική, Θεσσαλονίκη 1986, σσ. 73 – 90.

[4] π. Μεταλληνός Γ., Ενορία:  ο Χριστός εν τω μέσω ημών, Αθήνα 2006, σ. 51.

შინაარსი
სანიშნეები