Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მირონის მიტროპოლიტ ქრისოსტომოსის მიმართა იღუმენ ეფრემს: „მოვედით, რათა თქვენს წინაშე გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა“ | PEMPTOUSIA

მირონის მიტროპოლიტ ქრისოსტომოსის მიმართა იღუმენ ეფრემს: „მოვედით, რათა თქვენს წინაშე გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა“

28 October 2013

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-07

ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა და მთელმა საძმომ ბრწყინვალე დახვედრა მოუწყვეს მირონის მიტროპოლიტ ქრისოსტომოსს. მირონის მიტროპოლიტი ვატოპედის  სავანეში ჩამობრძანდა, რათა წარუძღვეს წმინდა ევდოკიმეს პატივსაცემად გასამართ სადღესასწაულო ცერემონიალს.

დახვედრის შემდეგ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კათოლიკონში (მთავარი, საკრებულო ტაძარი) შესრულდა სამადლობელი პარაკლისი, სადაც მის მაღალუსამღვდელოესობა ქრისოსტომოსს  სიხარულით შეეგება არქიმანდრიტი ეფრემი.

მირონის მიტროპოლიტმა სხვათა თანდასწრებით შემდეგი სიტყვებით მიმართა იღუმენს: „მადლობა უფალს ყველაფრისათვის ქრისტესმიერო წმიდა მამაო, რადგან მან ჩვენ – უბრალო მომლოცველები, ღირსნი გაგვხადა იმისა, რომ კვლავ  მოვხვედრილიყავით ათონის წმიდა მთაზე და მათ შორის  სახელგანთქმულ ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, რომელიც ჩვენი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გამორჩეული ბაღია“.

მისმა მაღალუსამღვდელოესობა ქრისოსტომოსმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ ათნი, მცირეთაგანი ვართ იმ ათასეულობით ყოველდღიურად  მომავალ მომლოცველთა შორის, ვისაც კი აქ მასპინძლობთ, ვინც  ამ ადგილს მისი სულიერი ღირებულების გამო ავსებს,  რადგანაც თქვენ  ჩვენთვის და მთელი სამყაროსათვის ლოცვა-ვედრებაში იხარჯებით“.

სხვა ადგილას კი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქმა ამგვარად განაცხადა: „მაშასადამე ჩვენ მცირერიცხოვანი რომაელები,  ქრისტიანები, აქ იმისათვის მოვედით, რათა წმიდა ევდოკიმეს მივუძღვნათ პატივისცემის, მოწიწებისა და მადლიერების მშვენიერი თაიგული, რომლის დღესასწაული ვატოპედის წმიდა სავანეში ამ დღეებში აღინიშნება. გარდა ამისა, აქ იმისათვის ვართ, რათა ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ამ ასკეტური სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარის არქიმანდრიტ ეფრემის მიმართ!“.

Ypodohi-Metropolitou-Myron-2013-10-15-03

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მიღებისა და მისალმების გამო და პირობა დავდო, რომ თქვენს მიმართ პატივისცემა გვექნება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ და ეკლესიის წიაღში ვიმყოფებით. ეკლესიისა, სადაც ყველა ჩვენთაგანი მსახურობს და გულითადად ირჯება და რომელსაც, დარწმუნებულნი იყავით, რომ უყვარხართ და თქვენზე ზრუნავს“, დასასრულს ხაზი გაუსვა მირონის მიტროპოლიტმა.

ავტორი: ემილიოს პოლიღენისი

შინაარსი
სანიშნეები