Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვლაქერნას ღმრთისმშობელი | PEMPTOUSIA

ვლაქერნას ღმრთისმშობელი

7 November 2013

ვლაქერნას ღმრთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთია კონსტანტინოპოლის სახელოვან ბიზანტიურ ტაძრებს შორის და ყოვლადწმიდა ქალწულის უმნიშვნელოვანეს სამლოცველოების რიგშია მოქცეული.

მისი მნიშვნელობის ძირითად მიზეზს სწორედ ის როლი წარმოადგენს, რაც მას ხატთმებრძოლეობის პერიოდში, უპირველეს ყოვლისა კი, კონსტანტინე მეხუთის მეფობის ხანაში დაეკისრა. რადგანაც ეს ეკლესია აია სოფიას ტაძართან ერთად წარმოადგენდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა სათაყვანებელ ცენტრს, ფრესკითი გამოსახულებანი მასში სრულიად განადგურებულ იქნა და მათ ადგილას ხატთმებრძოლთა ინიციატივით ტაძარში გაჩნდა ხეების, ჩიტებისა და ცხოველების გამოსახულებანი.

Panagia Vlaxernon 01

სწორედ მაშინ უნდა გაუჩინარებულიყო ხის, მოვერცხლილი და მოოქროვილი ღმრთისმშობლის ისტორიული ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, 1030 წელს, ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესრულების დროს კედელში დამალული ხელახლა აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 843 წელს, ხატთმებრძოლეობის ეპოქის დასასრულის ჟამს, სწორედ ვლაქერნას ტაძრიდან დაედო სათავე მართლმადიდებლურ დღესასწაულს, რომელიც ხატთაყვანისცემის გამარჯვების აღსანიშნავად დაფუძნდა.

Panagia Vlaxernon 02

კიდევ უფრო კარგადაა ცნობილი ამ ტაძრის კავშირი სხვა, ასევე მეტად მნიშვნელოვან მოვლენასთან. როდესაც 626 წელს კონსტანტინოპოლი ალყაში იყო მოქცეული არაბთა ჯარის მიერ, ქალაქის გალავანთან ჰერაკლეს (რომელიც იმ დროს იქ არ იმყოფებოდა) ვაჟის, პატრიარქ სერგისა (610-638 წწ.) და მოსახლეობის თაოსნობით ვლაქერნას ღმრთისმშობლის ხატის (ვლაქერნიტისას) ლიტანიობა აღსრულდა. მართლაც, ალყა დაირღვა, ქალაქი გადარჩა და ეს გადარჩენა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს დაუკავშირდა. ქალაქის მთელი მოსახლეობა ხატით ხელში ისტორიული ტაძრისკენ დაიძრა, სადაც მათ მთელი ღამე დაუჯდომელის გალობაში გაათენა.

Panagia Vlaxernon 03

ტაძრის მშენებლობა იმპერატორ პულხერიას მეფობის ხანაში დაუწყიათ დაახლოებით 450-453 წლებს შორის პერიოდში და ლეონტი პირველის (457-474 წწ.) მეფობის ჟამს დაუსრულებიათ, სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა ტაძარმა თავისი ბრწყინვალება, რაც უმთავრესად წმინდა ემბაზისა და ნაკურთი წყლის (აიაზმა) კურთხევასთან იყო დაკავშირებული. ტაძარმა სახე იცვალა და სრულყოფილი იერი იუსტინიანე პირველის იმპერატორობის პერიოდში (518-527 წწ.) მიიღო. 1070 წელს ეკლესია ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ იმპერატორების რომანოზ მეოთხე დიოგენესა (1067-1071 წწ.) და მიხეილ მეშვიდე დუკას (1071-1078 წწ.) შემოწირულობების შედეგად, კვლავ აღდგენილ იქნა.

შენობის მთლიანი კომპლექსი საბოლოოდ კონსტანტინოპოლის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, 1434 წელს დაიწვა და დაცარიელდა. გადარჩა მხოლოდ წყლის კურთხევის (აიაზმა) ადგილი. 1867 წლამდე ეს ადგილი ოსმალთა ხელში იმყოფებოდა, თუმცა სწორედ იმ წელს იგი მართლმადიდებელი ბერძენი ჭონების (ბეწვეულით მოვაჭრეების) კორპორაციამ შეისყიდა, რომელთა თაოსნობით წყლის კურთხევის (აიაზმა) ადგილის თავზე პატარა ტაძარი იქნა აგებული. ამის შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ შეტანილი წვლილის შედეგად ამ შემოსაზღვრულმა, უძველესმა და წმიდა ადგილმა მოიპოვა ის სიმაღლე, რაც მას დღეს წყლის კურთხევათან (აიაზმა) დაკავშირებით ცენტრალური ადგილი გააჩნია.

შინაარსი
სანიშნეები