დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
8 November 2013მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს/8 ნოემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის, მირომნმინარეს ხსენების დღეს.
შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.