Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„მამა საბა“ | PEMPTOUSIA

„მამა საბა“

11 November 2013

კალიმნოსელი ღირსი საბა ახლის ხსენება (იხსენიება დიდი მარხვის მეხუთე კვირა დღეს).

თანამედროვე ადამიანს, რომელიც ეძებს საწყისებსა და მტკიცებულებებს იმისათვის, რომ ჩასწვდეს და შეეწინააღმდეგოს უამრავ სიძნელეს, რასაკვირველია , აინტერესებს საკითხი, რომელიც შეეხებ როგორცა ყოფიერებას, თუმცა ძირითადად კი ჩვენს ეპოქაში წმიდანთა არსებობას. ადამიანს, რომელსაც განსაზღვრული აქვს თავისი სფერო შეგრძნებათა ვიწრო სამყაროში, უძნელდება იმის გააზრება, რომ არსებობს რაღაც სხვაც. უძნელდება ზეგრძნობადი რეალობის არსებობის შეცნობა, რომელიც მყარ სულიერ საფუძველს ემყარება, ეს მას უშლის ახალ, უფრო ფართო და მეტწილად, უფრო არსებით ჰორიზონტებს.

დიდია აღტაცება მით უფრო კი ახალგაზრდების, როდესაც ვინმე ჩვენს ეპოქაში წმიდანთა არსებობაზე გვაუწყებს. სამწუხაროდ, წმიდანობა ხშირად უკავშირდება აზრს, რომ ის, ვინც წმიდად ცხოვრობს, არის ზეადამიანის ერთგვარი ტიპი, რომელსაც არ ეკარება ავადმყოფობა, რომელიც ახდენს სასწაულებს, რაღაც არაბუნებრივი ხერხით ეწინააღმდეგება ბოროტებას და ყოველთვის ახერხებს წყლიდან მშრალი, ანუ გამარჯვებული, გამოსვლას.

რეალობა კი სრულიად განსხვავებულია. წმიდანები მართლაც არსებობენ ჩვენს ეპოქაში, ისევე როგორც ქრისტეს აღდგომიდან მოყოლებული ისტორიის ნებისმიერ სხვა დროს. წმიდანი ჩვეულებრივი და უბრალო პიროვნებაა, რომელიც ჩვენ შორის ცხოვრობს, აქვს ცოდვები, რომელთაც ინანიებს, აქვს სისუსტეები, რომელთაც ცდილობს გაუმკლავდეს, დაავადებების გამო განიცდის ტკივილს, რომელიც მას ტანჯავს, შია და სწყურია, იღლება და სცივა. ზოგიერთ შემთხვევაში, იქამდე სანამ მოინანიებდა, საკმაოდ ცოდვილიანი ცხოვრების გზა გამოიარა, რომელიც, საბოლოოდ არ იქცა დაბრკოლებად მის მცდელობაში, რომ შეეცვალა კურსი და მოეძებნა ღმერთთან და გვერდით მდგომთან (მოყვასთან) ურთიერთობის უტყუარობა, რაც ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, სიყვარულის კრიტერიუმი და საზომი.

agios_savvas_o_en_kalymno1

თანამედროვე წმიდანის ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ღირსი საბა ახალი, რომელმაც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი წლები კალიმნოსზე, ზღვის ღრუბლების კუნძულზე, გაატარა და იქვე გარდაიცვალა.

ღირსი საბა 1862 წელს დაიბადა აღმოსავლეთ თრაკიაში. მან ძალიან პატარა ასაკში წამოიწყო ასკეტური მოღვაწეობა, ჯერ ათონის წმიდა მთაზე, შემდეგ კი – წმიდა მიწაზე. იქ, სავარაუდოდ, წმიდა საბა განწმედილის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და უმკაცრეს და ასკეტურ ცხოვრებას მიეცა. 1894 წელს კვლავ ათონის წმიდა მთას დაუბრუნდა, სადაც ხატწერის ხელოვნება შეისწავლა. წმიდა მიწაზე, ქოზიბას მონასტერში, 1897 წელს დაბრუნდა, 1902 წელს იგი დიაკვნად, ხოლო 1903 წელს კი მღვდლად იქნა ხელდასხმული.

1916 წელს ღირსი საბა საბერძნეთში გაემგზავრა, 1918 წელს იგი წმიდა ნექტარიოსის გვერდით აღმოჩნდა, რომელიც უკვე ავადმყოფობდა და დამკვიდრებული იყო კუნძულ ეგინაზე. ღირს მამას წილად ერგო დახმარებოდა წმიდა ნექტარიოსს ორი წლის განმავლობაში მის წმიდა აღსასრულამდე, ასევე – ნექტარიოსის წმიდანობის პირველი მოწმე გამხდარიყო, რადგან მან პირადად განიცადა ის სასწაულები, რაც თან სდევდა წმიდანის გარდაცვალებას. ეგინაზე ღირსმა საბამ 1926 წლამდე დაჰყო. იგი წმიდა სამების მონასტერში მსახურებდა, მაგრამ შემდეგ კუნძული მიატოვა, რადგან უფრო უკაცრიელი ადგილის პოვნა სურდა, რათა თავისი ცხოვრება ლოცვასა და მკაცრ განმარტოებაში გაეგრძელებინა. ღირსმა საბამ ამგვარ ადგილს 1928 წელს მიაგნო კალიმნოსზე, სადაც 1947 წლამდე მისი გარდაცვალების დრომდე დარჩა.

მისი ყოფნა ზღვის ღრუბლების კუნძულზე კატალიტიკური აღმოჩნდა. პრობლემები, სიკვდილი, ინვალიდობა, სიმდიდრე, თუმცა სიღარიბეც, ყოველდღიური იყო. ზღვის ღრუბლებისთვის წასული მრავალი კალიმნოსელი უკან არასდროს დაბრუნებულა. ხოლო, ისინი, ვინც დაბრუნდნენ პარალიზებულნი იყვნენ და ვეღარასდროს შეძლებდნენ კვლავ მუშაობას. ოჯახები გამუდმებით სიკვდილისა და შიმშილის მოჩვენების თანხლებით ცხოვრობდნენ. ქალები მარტოდმარტო, დასაყრდენის გარეშე, მღელვარებასა და ტკივილში ებრძოდნენ პრობლემებს.

„მამის“ როლს „მამა საბა“ ოცი წლის განმავლობაში ასრულებდა, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მან კალიმნოსზე დაჰყო. იყო საყრდენი, მფარველი, ღმრთისმსახური, ის, ვინც ამხნევებდა, ვინც ეხმარებოდა, ვინც აღსარებას იბარებდა და შემდობის ლოცვებს აღავლენდა.

agios_savvas_o_en_kalymno2

დღესაც კი, კალიმნოსელებისთვის ღირი საბა „მამა საბაა“ – მშბელი მამაა. იგი იყო ის, ვისაც გულის კარებს უღებდნენ, ის, ვისთანაც სიძნელეების ჟამს მიდიოდნენ, რათა ისინი გაემხნევებინა და ენუგეშებინა. მრავალ კალიმნოსელ მოხუცს ახალგაზრდობიდან მოყოლებული იგი სულიერ მოძღვრად ჰყავდა, ახსოვთ, თუ როგორ გასცემდა მოწყალებას, ლოცავდა და რწმენაში მოაქცევდა ბავშვებს. თავად ამ ბავშვებს ახსოვთ, თუ როგორ ჩამოდიოდა ქალაქში, რათა ღმრთისმსახურება აღევლინა ან რომელიმე საეკლესიო საიდუმლო აღესრულებინა და ჯერ კიდევ გრძნობენ იმ კეთილსურნელებას, რომელიც მას გარს ერტყა, როგორც მისი სიწმიდის შეცნობის დასტური. არსებობენ კალიმნოსელები, რომლებიც დღემდე, უბრალოებითა და თავმდაბლობით მისდევენ იმ რჩევებს, რაც მათ მოძღვარმა დაუტოვათ. დღესაც კი ხშირად, განსაკუთრებით უფრო ხანში შესულნი, როდესაც წმიდანზე საუბრობენ, მას მოიხსენიებენ, როგორც „მამა საბას“ და არა, როგორც ღირს საბას. მისი არსებობა კუნძულზე ძალიან დიდია..

agios_savvas_o_en_kalymno3

ღირსი საბა არ არის უცხო, შორეული და უცნობი, არამედ პირიქით, შინაური, ახლობელი და ძალიან ნაცნობია, როგორც ეკლესიის ყოველი წმინდანი. სხვაობა ის არის, რომ ღირს საბას, ბუნებრივია ისევე, როგორც ჩვენი დროის სხვა წმიდანებს, ძლიერად, უფრო ჩვენიანად და ჩვენს გვერდით ვგრძნობთ. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ისინი იმავე პრობლემებს შეებრძოლნენ, რაც ჩვენ გვაქვს და დაამარცხეს. სწავლობდნენ იმავე სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რომლებშიც ჩვენ აღვიზარდეთ, თუმცა, პრობლემებმა და ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანამ მათი ამ დიადი მიზნიდან ჩამოშორება ვერ შეძლო. ისინი თანამედროვე ქალაქებსა და საზოგადოებაში ასკეტურად ცხოვრობდნენ.

agios_savvas_o_en_kalymno4

მაშ, მოდით ნუ გაგვიკვირდება დღევანდელობაში წმიდანობის არსებობა. მოდით, ის მოვძებნოთ, რათა მისი განსაზღვრა შევძლოთ. თუმცა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, რომლებიც ყოველთვის არსებობენ, წმიდანნი აგრძელებენ ჩვენს სამყაროში არსებობას, მას გარდაქმნას, რადგან კაცობრიობას ბოლომდე სვლასა და სრულყოფაში ეხმარება.

შინაარსი
სანიშნეები