ბრწყინვალედ აღინიშნა მონასტრის დღესასწაული დოქიარის წმიდა მონასტერში

22 November 2013

8/21 ნოემბერს სადღესასწაულო ატმოსფერა სუფევდა დოქიარის წმიდა მონასტერში, აღინიშნა კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობისაა, და სწორედ ეს დღე ითვლება მონასტრის დიდ დღესასწაულად.

სამეუფეო მსახურება აღასრულა მაღალუსამღვდელოესმა კასტორიის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, თანამწირველები იყვნენ ყოვლადღირსი ევლოგი ეპისკოპოსი ვლადიმერისა, რუსეთი და ყოვლადღირსი იონა ეპისკოპოსი ობუხოვისა და წინამძღვარი კიევის ყოვლადწმიდა სამების სახელობის წმიდა იოანას მონასტრისა და მაღალღირსი გრიგოლი არქიმანდრიტი დოქიარის წმიდა მონასტრისა და სხვა მრავალი ღირსი მამანი.

სადღესასწაულო მსახურების მსვლელობისას მისმა მაღალუსამღვდელოესმა სერაფიმემ დიაკვნად აკურთხა საძმოს წევრი მონაზონი მოდესტე.

მწუხრის მსახურებისას ყოვლადღირსი იონას ხელმძღვანელობით შესრულდა პანაშვიდი მონასტრის ქტიტორების ღირსი ეფთიმეს და ნეოფიტეს სახელზე.

I.M.Doxiariou 01 21.11.2013

I.M.Doxiariou 02. 21.11.2013

I.M.Doxiariou 03. 21.11.2013

I.M.Doxiariou 04. 21.11.2013

I.M.Doxiariou 05. 21.11.2013

I.M.Doxiariou 06. 21.11.2013

I.M.Doxiariou 07. 21.11.2013

I.M.Doxiariou 08. 21.11.2013

I.M.Doxiariou 08. 21.11.2013.JPG dia

I.M.Doxiariou 09. 21.11.2013

I.M.Doxiariou 10. 21.11.2013

I.M.Doxiariou 11. 21.11.2013

I.M.Doxiariou 12. 21.11.2013

I.M.Doxiariou 13. 21.11.2013

I.M.Doxiariou 14. 21.11.2013

წყარო: აგიორიტიკესმნიმეს

შინაარსი
სანიშნეები