Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი | PEMPTOUSIA

წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი

23 November 2013

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 10/23 ნოემბერს დიდებით აღნიშნავს წმიდა დიდებულის, დიდმოწამე, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედი გიორგის ხსენებას, ნიშნად მისი ბორბალზე წამებისა.

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.

იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოვალთა ცოდვათა მოტევებასა.

მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

Agios Megalomartys Georgios 63, Naos Agiou Georgiou Kontou, Larnakaწმიდაო დიდმოწამე და ძლევაშემოსილო გიორგი მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა!

შინაარსი
სანიშნეები