Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება: წმინდა ქალწულისადმი მიძღვნილი ხოტბა (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება: წმინდა ქალწულისადმი მიძღვნილი ხოტბა (I ნაწილი)

5 December 2013

მშობლების მიერ ყოვლადწმიდა ქალწულის – ღმრთისმშობელი მარიამის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვა

ხშირად ჭეშმარიტების გახსენება, რაც თან ახლავს ხოტბა-დიდებას, გახდა მიზეზი იმისა, რომ გაკონტროლდეს თავად ხოტბის შემსხმელი, თავისი არსით ძალიან ხომ არ დაშორდა იგი შესაქებარ სუბიექტს – რადგანაც ლოგოსი, ხშირად ან უმრავლეს შემთხვევებში, რეალობას არ უთანაბრდება. ახლა როდესაც განზრახული მაქვს, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოგონებას  შევასხა ხოტბა, განა კი შეიძლება ასე უბრალოდ ვილაპარაკო ყოველივე ჭეშმარიტის ბრძანებელზე – ყოვლადწმიდა ქალწულზე, რომელიც სამართლიანობის მეუფის – ჩვენი უფლის დედაა და არ შევეხო მისი ჭეშმარიტი არსის თუნდაც უმცირესს ნაწილს?

Eisodia tis Teotokou 02

ვფიქრობ, ანგელოზური სიტყვების არსებობა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, რომლებიც რეალურად რომელიმე წმიდა ქმედების მაცნეები იქნებოდნენ, არც მათ ექნებოდათ ძალა იმისა, რომ ღმრთისმშობლის მადლს მისწვდომოდნენ. ღმრთის მიერ შექმნილი მოკვდავი ადამიანის არც ერთ სიტყვას არ ძალუძს ღირსეულად შეასხას ხოტბა მას, რომლის სიწმინდე ყველანაირ ქმნილებას გასცდა. იქნებ, უმჯობესია სრულიად დავდუმდეთ და უსიტყვოთ გავიაროთ ლოგოსის დედის მიღმა, რომელიც ჩვენთვის ლოგიკური სიცოცხლის მიზეზია, ანდა რაც კი ძალა და ღონე გვაქვს ვევედროთ და წინასწარმეტყველების თანახმად, ვადიდოთ იგი, მთელი ჩვენი ძალით ხოტბა შევასხათ იმ სასწაულ საქმეებს, რაც კი მან გააკეთა? შესაძლებელია ამგვარად ჩვენ განვადიდებთ  უფლის აღუწერელ დიდებას, ვაღიარებთ იმ სიდიადეს, რომელსაც, რა თქმა უნდა ვერ ვწვდებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთდროულად კურთხეულნი ვიქნებით ისინიც, ვინც მათზე ვსაუბრობთ და ისინიც, ვინც ვუსმენთ. […]

ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება სული წმიდის მადლითაა გამდიდრებული, შესაბამისად, მისი დასასრულიც ანალოგიური უნდა ყოფილიყო. იგი  გამორჩეულ იქნა იმისათვის, რათა ყოფილიყო ღმერთის დედა, ყველანაირი სათნოებით შემკული, რომელიც ამქვეყნად ყველა ქმნილებას აღემატებოდა, მეფური, ანუ იუდას გვარის შთამომავალი, მისი მშობლები ყველაზე უფრო ბრწყინვალე წარმომავლობის მქონენი იყვნენ და უზადო ღმრთისმოშიშობით გამოირჩეოდნენ, ხოლო თავად კი თავისი მშობლებისათვის ღმერთის მიერ ბოძებული ნაყოფი იყო.

აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ უფლის გადაწყვეტილებას. წმიდა ქალწულის მშობლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში უმწიკვლონი იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათ საფრთხე ემუქრებოდათ, რომ უშვილოდ გაატარებდნენ თავიანთ სიცოცხლეს. უფალს ან მათი რწმენის გამოცდა ეწადა, ზუსტად ისევე, როგორც ეს აბრაამის წინაპრის შემთხვევაში მოხდა (იმიტომ რომ ღმერთი ყველაზე უფრო ძლევამოსილთ ყველაზე უფრო დიდ ტვირთს აზიდვინებს, რათა ისინი თავიანთი სიცოცხლის დასასრულს უფრო მეტი ბრწყინვალების გვირგვინით შეიმოსონ და ნუგეში სცენ მომდევნო თაობის წარმომადგენლებს), ანდა სურდა მათთვის რაღაც სხვა, უფრო მისტიური და საიდუმლოებით მოცული გაემჟღავნებინა. თუმცა, წმიდა მარიამის მშობლებს, როგორც ამას მოგვიანებითაც აღვნიშნავთ, გული უტყდებათ და უშვილობაზე ფიქრით ძალიან იტანჯებიან. განსაკუთრებით კი, უშვილობის მახვილმა ნეტარ ანას გაუპო გული – რატომ, რას ვფიქრობთ, თუ როგორია ქალი? ქალი მეტად მგრძნობიარე არსებაა, მწუხარებაში დაუცველი და მგრძნობიარე თავმოყვარეობაში.

თუმცა, ამის შემდგომ ისინი რას აკეთებენ? არ გარბიან ექიმებთან, არ იკიდებენ ავგაროზებს, არ ეძებენ წამალს, რომელიც დაორსულებაში დაეხმარება, არ მიდიან მკითხავებთან. ყოველივე ეს რეალურად ავადმყოფი ადამიანებისათვის არის დამახასიათებელი, რომელთა სულები ურწმუნოების მორევშია ჩაძირული და ეშმაკის საიდუმლო ბორკილებითაა დაბმული. რეალურად, ასეთი ადამიანები არ მიეკუთვნებიან მართალ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც იმსახურებენ თავიანთ სიცოცხლეში შთამომავლები მოიპოვონ.

თუმცა, ყოვლადწმიდა ქალწულის მშობლები არ არიან ამგვარი ადამიანები. ისინი თავიანთ მზერას სამყაროს შემოქმედისკენ მიაპყრობენ, მისკენ ვინც შექმნა ადამიანი და გაამრავლა ის, ვინც გააცოცხლა სარას მკვდარი საშვილოსნო. იწყებენ მარხვას და თავიანთი ლოცვებით მოიპოვებენ ღმრთიურ მადლს, იხსენებენ ყველა იმ ძველ სასწაულს, რომლის შედეგად პასუხი მიიღეს გვარის ფუძემდებლების პატიარქების ცოლებმა, სამოელის დედამ – ანამ, ანუ ისინი „თესენ და ბედნიერები იმკიან“. მაშასადამე მათ, ვისაც იმედი გადაწურული ჰქონდათ, იცვლებიან და ეძლევათ ასული, რომელიც მათ სიკეთითა და ღმრთიური მადლით აღემატება, რადგან მასში უფრო მეტი სული წმიდის მადლია დავანებული, ვიდრე მის მშობლებში, მასში ღმერთი ცხოვრობს, ან უკეთესად შეიძლება ვთქვათ, რომ განისვენებს. მათში უბრალოდ მკვიდრდება ღმერთი, გამონათქვამის შესაბამისად: „დავმკვიდრდები მათ შორის და მათთან ერთად გავუყვები გზას“, რამდენადაც უფალმა არსებითად მათი ქალიშვილის საშვილოსნო აავსო.

ამის შემდეგ როგორ მოიქცნენ ისინი, იგნორირება გაუკეთეს ღმრთიურ მადლს? ან იქნებ, თავი უნაყოფო მშობლებად მოაჩვენეს და ამგვარად თავიანთი ქალიშვილი სახლში დაიტოვეს, რათა ის სათუთად აღეზარდათ იმის იმედით, რომ ღრმა სიბერეში დამხმარე და მემკვიდრე ეყოლებოდათ? სინამდვილეში, ამგვარად რომ ეფიქრათ, ისინი არც  მისი მშობლები იქნებოდნენ და არც იმის უფლება ექნებოდათ, რომ ასეთი ასული შესძენოდათ. სული წმიდის დახმარებით ყოვლადწმიდა ქალწულის მშობლები თავს დააღწევენ ყოველგვარ ხორციელ საქციელს, აჩვენებენ, რომ ამ მხრივ, ისინი უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებიან და ღმერთს უბრუნებენ იმ სიკეთეს, რომელიც მათ უბოძა. სწორედ ამ საქციელით წმიდა მარიამის მშობლები ამტკიცებენ შემდეგს: ისინი აღიარებენ, რომ რაც კი რაიმე სიკეთეს ფლობენ, თავად უფლისგან აქვთ ნაბოძები და მას ისევ უკან ღმერთს უბრუნებენ. მბრძანებელს ტაძარში უძღვნიან ცოცხალ შესაწირს, რომელიც ყოველივეს აცოცხლებს და უფლის სახლს სიმშვენიერეს ჰმატებს. ამ ტაძრის სივრცეს წილად ერგო, რომ იგი არჩეული ყოფილიყო, როგორც დიდების საცხოვრებელი – მოვლენა, რომლის ხილვა, როგორც წინასწარმეტყველი დავითი აღიარებს, მას სურს, თუმცა არ არის ღირსი, რომ ყოველივე ეს საკუთარი თვალებით იხილოს. და ეს პაწაწინა გოგონა ივიწყებს თავის მშობლიურ სახლს და მიემართება ღმრთისაკენ, რომელსაც მისთვის წყალობა სურს.

წმიდა ქალწული თავისი სურვილით, პატივითა და დიდებით მიიწევს წინ, ბრწყინვალე მსვლელობით ტოვებს თავის სახლს, მაშინ როცა იქ მყოფნი ტაშის კვრით ეგებებიან მის გამოსვლას. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს თან ახლავს ყველა ნათესავი, მეზობელი თუ მეგობარი. მამები მხიარულად უდგანან გვერდში ღმრთისმშობლის მამას, ხოლო დედები მის დედას, გოგონებსა და ჭაბუკებს კი ხელში დიდი ანთებული სანთლები უჭირავთ და გარს შემორტყმიან ღმრთის ასულს, როგორც განათებული ვარსკვლავები მოიყრიან ხოლმე თავს მთვარის ირგვლივ. მთელ იერუსალიმს მოედება, თუ რა ხდება და ხალხი უკან დაედევნება ამ მანამდე არნახულ პროცესიას, რომ სამი წლის პაწაწინა გოგონას გარს ასეთი დიდება ერტყას და ანთებული სანთლებით ამგვარად  მიაგებდნენ პატივს. როდესაც ტაძარს მიაღწიეს, მათ იქ უკვე ელოდებოდა მთელი სამღვდელოება, რომლებიც ფსალმუნების გალობით შეეგებნენ ახალმოსულებს. თავად მღვდელმთავარი მეტად ააღელვა ამგვარი სასწაულის ხილვამ და ალბათ ყველაზე უფრო მეტადაც, რადგან იგი ღმრთივშთაგონებული იყო.

ყოვლადწმიდა ქალწულის მშობლებს სწორედ მასთან მიჰყავთ თავიანთი ასული, მას ენდობიან. მოუთხრობენ ანას უშვილობის შესახებ და ასევე ამ თემასთან დაკავშირებით მათ მიერ დადებულ პირობასაც გაუმჟღავნებენ. ზოგადად კი აღიარებენ, რომ მათ ძალას აღემატება ყოვლადწმინდა ქალწულის აღზრდა. რადგანაც იგი ღმერთისათვის ძალიან საყვარელი იყო, მისი აღზრდაც აუცილებლად ამ სიყვარულის ანალოგიური უნდა ყოფილიყო, რათა ამგვარი ბრწყინვალების მქონე, იშვიათი მარგალიტი ღარიბულ და უბრალო ნაჭერზე კი არ მიეკერებინათ, არამედ – სამეფო შესამოსელზე, რათა განსაკუთრებულად შეემკო და გამოერჩია იგი.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები