Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება: წმინდა ქალწულისადმი მიძღვნილი ხოტბა (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება: წმინდა ქალწულისადმი მიძღვნილი ხოტბა (II ნაწილი)

9 December 2013

ვაგრძელებთ  დაწყებულ სტატიას  www.pemptousia.ge/2013/12/05/ყოვლადწმინდა-ღმრთისმშობ.

იმ წუთას მღვდელმთავარი ალბათ ექსტაზში ჩავარდა, იგი ღმრთაებრივმა სულმა მოიცვა, მან შეიცნო, რომ ქალწული ნამდვილად ღმრთიური მადლის სავანე იყო და მას თავად უფლის მიერ მის წინაშე მარადიულად წარმოჩენის გამორჩეული ღირსება ჰქონდა მინიჭებული. ყოველივე ეს შეესაბამებოდა იმას, რაც კიდობნის შესახებ რჯულის კანონში იყო ნათქვამი და რასაც ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული, რომ იგი დაიმკვიდრებდა ადგილს წმიდათაწმიდაში. აშკარა იყო, რომ ეს ყოველივე სწორედ ამ ქალწულს უკავშირდებოდა. მღვდელმთავარი ყოველგვარი ორჭოფობისა და შიშის გარეშე გაბედულად ხვდება იმ სიმართლეს, რომელიც სცილდება რჯულის კანონს, რომელიც ასევე ალბათ სცილდება, როგორც ადამიანურ კანონს, ისე რჯულის კანონის სწავლების გაურკვევლობას, რადგან იგი მიჰყვება სული წმიდას, მიუძღვის და წმიდათაწმიდაში უმკვიდრებს ადგილს შემოწირულ ძღვენს.

Eisodia tis Theotokou 03

და წმიდა ქალწული მკვიდრდება იმ ადგილზე, რომელიც არც ერთ სხვა ადამიანს არ უნახავს, რომელზეც მღვდელმსახურნი და თავად მღვდელმთავარიც კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ ადგამდნენ ფეხს. რა თქმა უნდა, ქალწული კანონის მნიშვნელობას ბრმად არ უნდა დამორჩილებოდა, რადგან მან თავისი უმწიკვლობით, უფრო მეტად ვიდრე მთლიანმა ბუნებამ, მიაღწია წმიდანობას. ამ დროიდან მოყოლებული მას უკვე უფლება ჰქონდა მინიჭებული მისგან, ვინც მის საშვილოსნოში გაიზრდებოდა და ასევე იმ რჯულის მიერ, რომელიც არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მიერ იყო აღიარებული. ეს რჯულის კანონი დამკვიდრდა დარღვევებისთვის და მათ მიერ, ვინც ხელახლა აღზრდა-განათლებას საჭიროებდა და აღიარებული იქნა როგორც აღმზრდელი. ხოლო ის, ვინც ანგელოზებს აღემატებოდა, არა რჯულის კანონს, არამედ ღმრთის მადლს ემორჩილებოდა.  უფალი აცხადებს, რომ ის რაც მოხდა მას მოსწონს. იგი როგორც თავის მორჩილს, ისე იყენებს ანგელოზს, რათა აღაზევოს ძღვნად შეწირული ქალწული. უცნაური გზით კვებავს წმიდა მარიამს, რომელიც მას შობს და აღზრდის, რათა არც ერთი მისი დამახასიათებელი თვისება არ მიუთითებდეს მის ადამიანურობაზე, არამედ ყოველივე მის ღმრთაებრიობას გამოხატავდეს.[…]

ჩვენ ამ დღევანდელი დღესასწაულით სწორედ ამ მოვლენას – ქალწულის ტაძრად მიყვანებას და მის წმიდათაწმიდაში შესვლას ვზეიმობთ. რა უცნაური მოვლენაა, რა უცნაური რამ გვესმის! ერთი პაწაწინა გოგონა, რომ ცხოვრობდეს უფლის საკურთხეველში და მის უხილაობაში. და თუნდაც, მას მხოლოდ და მხოლოდ ტაძრის ეზოში შეებიჯებინა, ეს მოვლენა ცხადყოფდა იმ სიახლოვეზე, რომელიც მას უფალთან აკავშირებდა, რადგან, რა თქმა უნდა „ჩემის ნების გარეშე არავინ არის ჩემი ბაღის ღირსი“, უფლის მიერაა დადგენილი  მათთვის, ვინც კი ღმერთთან განხეთქილებაში იმყოფება. მას თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ტაძრის სიწმინდეები ეხილა, ესეც  უფლის წინაშე  გამოხატული გულწრფელობის დიდი მაჩვენებელი იქნებოდა. მაშინაც კი, თუკი იგი  წელიწადში ერთხელ შევიდოდა ტაძრის წმინა ადგილას, ესეც კი ძალიან სცილდებოდა ქალის თავმდაბალ როლს, ადგილს.

ეს შემთხვევა, როდესაც წმიდა ქალწულმა გაიარა ეზო, გადაკვეთა მეორე განყოფილება და მიაღწია წმიდათაწმიდას, იმაზე მეტყველებს, რომ იგი მუდმივად უფალთან დარჩებოდა, რაც ერთგვარი ნიშნობა იქნებოდა ადამიანურ ბუნებასა და ღმრთიურ მადლს შორის, რომელიც მოგვიანებით იჩენს თავს. სწორედ ამ ქმედებით ღმრთისმშობელი ჩვენ – მთელ ადამიანურ მოდგმას, წინასწარ გვიჩვენებს და გვიხსნის ზეციურ, ჭეშმარიტად წმიდათაწმიდისკენ მიმავალ და იქ შესასვლელ გზას. ჩანს, სწორედ ამის შემდეგ იცვლება მოსეს რჯულის კანონი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ვერ შეძლო ჩვენი გამართლება და ცოდვებისაგან განწმენდა, იმავდროულად ყველა ჩვენთაგანს ხელს გვიშლიდა, რომ მონაწილეობა მიგვეღო ნებისმიერი ფორმით გამოხატულ სიწმიდეში.

აქ საქმე შეეხება იმას, რომ ქრისტემ ღმრთიური მადლით ჩვენ ყველა გაგვამართლა, „რადგანაც მან ჯვარზე სიკვდილით დაანგრია ყოველივე ის, რაც კედელივით გვაშორებდა და იწვევდა მტრობას“, მან ყველა ჩვენთაგანისთვის, ყოველი ადამიანისთვის გახსნა ის შესასვლელი, რომელიც უწინ დახშული იყო, რამდენადაც მან ყველა ჩვენთაგანი ცოდვებისგან გაათავისუფლა და გაგვწმინდა წყლითა და სული წმიდით, წმიდათაწმიდაში მიგვიღო. სწორედ ამის გამო, ახლა ჩვენ ტაძარში ვხვდებით წმიდა ქალწულს. და ყოველივე ეს, რაც ამჟამად ღვთისმშობელს გადახდება თავს, ემსგავსება შემდეგს: თითქოსდა უფალი ჩვენ გვაძლევს საიმედო საწინდარს იმისათვის, რათა მოგვიანებით იგი ადამიანთა მთლიან მოდგმას შეურიგდეს.

პატარა ბავშვი ბოროტების არარსებობისა და სიმართლის გამო ეწირება მსხვერპლად. „რადგან ზეციური სასუფეველი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მათი მსგავსია“ და „უფალი ეხმარება უცოდველთა და წყალობით უყურებს მართალ ადამიანებს“. ჩვენ ვსაუბრობთ ქალზე, რომელიც ევას მიზეზით ცოდვის შემომტანი გახდა, მაშ სწორედ „იქ, საიდანაც აღმოცენდა ცოდვა, გამრავლდა ღმრთის მადლი“. და მიუხედავად იმისა, რომ ქალი განდევნილ იქნა სამოთხიდან, მის ბუნებას უპირატესობა ენიჭება და იგი წმიდათაწმიდაში შედის. ამ დროს ყოვლადწმიდა ქალწული მხოლოდ და მხოლოდ სამი წლისაა, რაც სიმბოლურად წმიდა სამების აღმნიშვნელია და კიდევ უფრო ზრდის მის სიწმიდეს.

რას ნიშნავს თავად მსვლელობა? ეს არის ღმრთის მადლის თავისუფალი გამოხატულება, რომელიც მთელ დედამიწაზე გავრცელდა და რჯულის კანონის ვიწრო აღქმის თანახმად, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადგილით. რას ნიშნავს ახალგაზრდა ქალწულთა იქ ყოფნა? ისინი უფლის „ახალი ცომის“ სულები არიან, რომლებიც ყოვლადწმიდა ქალწულის მიბაძვით მასთან ერთად ადგანან გზას. საინტერესოა, შეიძლება თუ არა დავინახოთ რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა იმ ლამპრებში, რომლებიც მსვლელობისას ხელთ უპყრიათ? ეს არის ცხოვრების სინათლე, რომელიც იმისათვის ანათებს, რომ იდიდოს უფალი, ეს შეცნობის ნათელია, ის ნათელი, რომელსაც ძლიერი ხელები ანთებენ და ასევე ძლიერ ხელებს უპყრიათ ხელთ, და არა ის, რომელიც დაღლილსა და ყოველგვარ ძალაგამოლეულ ხელებს უპყრიათ, როგორც ამას ღმრთიური დავითი ამბობს, რომ „თვალის სინათლეც კი ქრება“. რადგან სული წმიდა გაურბის ტყუილს და არ დაივანებს ისეთ სხეულში, რომელიც უამრავი ცოდვითაა დამძიმებული. […]

სწორედ ეს არის სარგებელი იმ დღესასწაულისგან, რომელიც ქრისტეს სახელზე იმართება, სწორედ ამგვარად განიცდიან ქრისტიანები ნეტარებას დღესასწაულებისაგან.

ქალწული ხარ? ყურადღება მიაქციე ქალწულობის დიდებას, რომელიც შენ წინ მიგიძღვის, რომელიც შენ აღგაზევებს, რომელიც რაღაც ხერხით გზრდის და გიცავს „რომ არ დაგიცდეს ფეხი, ანდა ლამპარი არ ჩაგიქრეს“, ანდა „არ დაგიჭიროს სიკვდილმა, რომელიც შენს სახლში სარკმლიდან შემოვა“, ანდა, რომ არ შებღალო მარადიულობის სიწმიდე, რომელიც არ უშვებს რაიმე სახის უარყოფას. განა ვინმეს ძალუძს თავისი ქალწულობის აღდგენა, მაშინაც კი, თუკი დადნება მისი სხეული, მაშინაც კი, თუნდაც შეძლოს და უმწიკვლოდ დაიცვას თავისი თავი გამხრწნელი აზრებისაგან?

ქორწინების ჯაჭვებით ხარ შეკრული? მაშინ ყურადღება მიაქციე, რომ შენი ქორწინება არ დაადანაშაულო და ღმერთთან განშორების მიზეზად არ მიიჩნიო, სულელური საბაბით ნუ გაიმართლებ თავს. იოაკიმე და ანა დაქორწინებულნი იყვნენ, მაგრამ ისინი ღმერთისგან შორს არ ყოფილან. და რაც ყველაზე უფრო უცნაურია, როდესაც მათ მემკვიდრე შეეძინათ, უფრო წინ წავიდნენ და თავიანთი შეხედულება არ შეცვალეს. შესწირეს რა თავიანთი ასული უფალს, ისინი ჯილდოდ ამისა სამუდამო პატივსა და ხსენებაში იმყოფებიან. ყურადღება მიაქციე და სწორად იმოქმედე, როდესაც ქორწინებაში იმყოფები, „მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. შეიყვარე მეუღლე შენი, ვითარცა ხორცი შენი – „არავის არასოდეს არ შესძაგებია თავისი საკუთარი სხეული“ – და შენი სახლის გარეთ ნუ მიაპყრობ შენს მზერას.

„წყალი შენივე წყაროდან დალიე“, რადგან სხვისი კუთვნილი წყარო ძალიან ვიწროა და რჯულის კანონის თანახმად, „ხორცისთვის მწუხარება მოაქვს“. აღზარდე შენი შვილები „იმ განათლებითა და რჩევებით, რომლებსაც უფლისადმი რწმენა ასაზრდოებს“ და გეშინოდეს მღვდელმთავარი ელის დასჯისა. კურთხეულ იყავ ქორწინებით, მაგრამ აკურთხე ქორწინება და გახდი ყველაზე უფრო გამოცდილი, საღმრთო კანონის თანახმად, გამოიყენე ამქვეყნიური საკითხები და დაამტკიცე ის ჭეშმარიტება, რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, რომ „უფალი ქალს მამაკაცთან აერთიანებს“, რაც ნამდვილად მშვენიერი და უფლის მიერ გვირგვინით შემკული შესაბამისობაა, უფალი ხომ ყოველივეს ლოგიკურად უწყობს ერთმანეთს.

მაშ, ძმანო ჩემნო, ვიზეიმოთ, ნეტავ მუდამ ამგვარად ვიზეიმოთ, რათა ღირსნი გავხდეთ იმისა, რომ ყველაზე უფრო სრულყოფილ შესასვლელში – წმიდათაწმიდაში შევიდეთ, ქალწულებრივი სულებით, ყოველგვარი ბოროტებისაგან გათავისუფლებულნი – სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც  ჭეშმარიტ ქალწულობაზე ვწერ. დაე ჩვენი სულები ანთებული ჩირაღდნებივით გვეპყრას ხელთ, რომლებიც კაცთმოყვარეობის ზეთით იქნებიან ანთებულნი, რათა შევიდეთ იქ „სადაც ჩვენამდე ჩვენივე გამოხსნისათვის შევიდა ქრისტე“, ჩვენი გეგმებისა და საქმეების განსახორციელებლად შემწედ ღმრთისმშობელი გვყვავდეს. ყოვლადწმიდა ქალწულმა ჩვენ ღირსნი გაგვხადა, რომ მისგან ამგვარი წყალობა მიგვეღო, იგი ახლა ჩვენ თავისი დღესასწაულით გვაკურთხებს, რის შემდეგაც ღირსნი გავხდებით იმისა, რომ ვიგრძნოთ ღმრთისმშობლის, წმიდა სამების, მამისა და ძისა და სული წმიდის მშვენიერება, ერთადერთი ღმერთისა, რომელსაც ეკუთვნის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, როგორც ახლა, ისე – უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

(დიმიტრი ღ. ცამი, ღმრთისმშობლისა, მეორე ტომი, გვ. 51-69 – ნაწყვეტები).

შინაარსი
სანიშნეები