Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ჩარიცხულია წმიდანთა დასში! | PEMPTOUSIA

წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ჩარიცხულია წმიდანთა დასში!

11 December 2013

როგორც ცნობილია მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის განცხადების თანახმად მოხდა ბერი პორფირი კავსოკალივიელი წმიდანთა დასში ჩარიცხვა!

Gerondas Porfirios 001

ყველგან დიდი ზეიმით მიიღეს ეს სასიხარულო ამბავი და რამოდენიმე სამიტროპოლიტოში ზარის რეკვითაც კი შეხვდნენ ბერი პორფირი კავსოკალივიელის წმიდანთ დასში ჩარიცხვის სასიხარულო ცნობას.

მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისათვის იგივე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ კანონიკურ კომისიას შემდეგ განსახილველ საკითხად ასევე აქვს მღვდელმონაზონ მელეტის, როდოსის იფსენიდან, წმიდანთა დასში ჩარიცხვის საკითხი.

წმიდა პორფირი 1906 წელს კუნძულ ევეაზე, კარისტიის სოფელ აგიოს იოანისში დაიბადა. მისი ნათლობის სახელი  იყო ევანგელოსი, ოჯახი ღმრთისმოშისი და ღარიბი გახლდათ და ძირითად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული, იგი ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. ოჯახის რჩენის მიზნით მამამისი იძულებული გამხდარა სამუშაოდ პანამის არხზე წასულიყო.

ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მუშაობისას მას წმიდა იოანე კალიველის ცხოვრება ჩაუვარდა. ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ საღმრთო შურით ანთებულა და მონაზვნური ცხოვრების სურვილი გასჩენია. თორმეტი-ცამეტი წლის ასაკში მარტო წავიდა ათონის წმიდა მთაზე.  გზად თავისი მომავალი მოძღვარი და სულიერი მამა, მღვდელმონაზონი პანტელეიმონი გაიცნო, მას ევენგელოსი თავის დისშვილად წარუდგენია, რათა პატარა თავისუფლად შესულიყო ათონურ ბერმონაზვნურ სახელმწიფოში.

ახალგაზრდა ევანგელოსი ცხოვრობდა წმიდა მთის კავსოკალივიის  წმიდა გიორგის სახელობის კელიაში გერონდა პანტელეიმონთან და მამა იოანიკესთან ერთად. იქ მცხოვრებლებს ანცვფრებდა მისი სულიერი შემართება როგორც ტაძარში ისე სულიერი გამოკვლევებისას, ასევე კალივისათვის აუცილებელ ფიზიკურ საქმეებში. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, მუშაობდა რა მრავალი საათის განმავლობაში, რათა გონება ს უსაქმოდ არ ეხეტიალა. მცირე დროის შემდეგ აღკვეცეს მონაზვნად ნიკიტას სახელით.

ამ დაუღალავმა, ასკეტურმა მოღვაწეობამ ნაყოფი გამოიღო, მან უფლისგან ჯილდოდ საღმრთო მადლი მიიღო და წინასწარი ჭვრეტის ნიჭი მიეცა. უფლის მადლის მოქმედებით ის წარსულს, აწმყოს და ზოგჯერ მომავალსაც ხედავდა. ამის პარალელურად ასკეტური ცხოვრების მძიმე პირობებმა და სხეულის გამუდმებულმა დაუძლურებამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და პლევრიტის მძიმე ფორმით დაავადდა. გადაწყდა რომ, დაეტოვა წმიდა მთა და გადასულიყო კუნძულ ევიაზე წმიდა ხარალმბეს წმიდა მონასტრში, სანამ მისი ჯანმრთელობა არ გამოკეთდებოდა, ამ დროისათვის 19 წლის გახლდათ.

21 წლის ასაკში გაიცნო სინას მთის მთავარეპისკოპოსი პორფირი, რომელიც ისე ძალიან მოიხიბლა ახალგაზრდა მონაზონის სულიერი ღვაწლით, რომ 1926 წლის 26 ივლისს მას ხელი დიაკვნად დაასხა, ხოლო მომდევნო წმიდა პანტელეიმონის ხსენების დღეს კი – მღვდლად, სახელად უწოდა პორფირი.

ოდნავ მოგვიანებით მას მიეცა კურთხევა სულიერ მოძღვარად მოღვაწეობისა, და მსახურებდა კუნძულ ევიას სხვადასხვა ნაწილში. 1940-1973 წლებს შორის მსახურებდა როგორც მორიგე მოძღვარი „ომონიის უდაბნოში“ (მადლმოსილი ასე უწოდებდა ათენის ცენტრში მდებარე ამ ადგილს) – ქალაქ ათენის პოლიკლინიკაში მდებარე წმიდა გერასიმეს ეკვდერში. ასევე იღებდა თავის სულიერ შვილებს ათენის პენდელის რაიონის კალისიაში მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, სადაც 1955 წლიდან მცირე „ნავსაყუდელი“ შექმნა, მოგვიანებით კი ატიკის მხარის მილესი ოროპოსში გადავიდა.

მისთვის დამახასიათებელი გახლდათ დიდი გულმოწყალება და ღრმა სიყვარული, რომელსაც გამოხატავდა სულიერი შვილების მიმართ. მხოლოდ ესე შეიძლება გამართლდეს მის გარშემო მყოფი ის უამრავი მოწმუნე, რომელიც პოულობდა მყუდროებასა და ნუგეშს მისი ოლარის ქვეშ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობა ძალიან შეერყა, დაკარგა მხედველობა და აწვალებდა საბოლოო დაუძლურება. მიუხედავად ამისა ბოლომდე ასაზრდოებდა რჩევა-დარიგებებით მასთან მისულ მნახველებს.

მიიძინა 1991 წლის 2 დეკემბერს.

სენსაციურია უფლისადმი მისი სიბრძნე და დამახასიათებელი თავმდაბლობა, ეს მისი სულიერი საუნჯეა, ვაგრძელებთ და გთავაზობთ მისი სიტყვებს:

საყვარელო სულიერო შვილებო,

ეხლა მანამ, სანამ შემრჩა გონება მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ. ბავშვობიდან სულ ცოდვებში ვიყავი. და როდესაც დედა მაგზავნიდა მთაში ცხოველების სამწყემსად. იმ დროს მამა, რადგან ჩვენ  ღარიბები ვიყავით, სამუშაოდ იყო წასული პანამის არხზე. იქ სადაც ცხოველებს ვმწყემსავდი მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმიდა იოანე კალიველის ცხოვრება და ძალიან შევიყვარე წმიდა იოანე. როგორც პატარა ბავშვი, ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი 12-15 წლის, ძალიან ბევრს ვლოცულობდი. მინდოდა მისთვის მიმებაძა და  ყველა ღონეს ვხმარობდი საამისოდ, მშობლების დაუკითხავად წავედი ათონის წმიდა მთაზე კავსოკალივიაში და ხელქვეითი გავხდი ორი ხორციელი ძმის, გეროდა პანტელეიმონის და გერონდა იოანიკესი. საკმაოდ გამიმართლა, ისინი იყვნენ ძალიან  სათნონი და ღმრთისმოსავნი, ამიტომაც შევიყვარე მთელი გულით, მათი ლოცვა კურთხევით გავხდი მათი სრულყოფილი მორჩილი. ეს ძალიან დამეხმარა, ვგრძნობდი უფლის მიმართ დიდ სიყვარულს და ვატარებდი ძალიან ბედნიერ დღეებს. მაგრამ უფლის დაშვებით, ჩემი ცოდვების გამო, ძალიან ავად გავხდი და მოძღვრებმა  კურთხევა მომცეს, რომ წავსულიყავი მშობლიურ სოფელ აგიოს იოანისში ევიაზე.

როგორც გითხარით, ბავშვობიდან სულ ცოდვებში ვიყავი. როგორც კი დავუბრუნდი ერს გავაგრძელე ცოდვების ჩადენა, რომლებიც დღევანდელ დღემდე უამრავი გახდნენ. მაგრამ ერში ხედავდნენ რა ჩემს კარგ მხარეს და მეძახდნენ რომ წმიდანი ვიყავი, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე. რამდენიც მახსოვდა რა თქმა უნდა ყველა შევინანე და აღსარებაში ვთქვი, და ვაცნობიერებ რომ, რომლებიც ვაღიარე უფალმა მომიტევა. მაგრამ ეხლა ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ სულიერი ხასიათის ცოდვებიც ძალიან ბევრი მაქვს და ყველას გთოვთ, რომლებიც მე მიცნობთ, ილოცოთ ჩემზე, რდგან  მეც, როცა ვცხოვრობდი ძალიან თავმდაბლად ვლოცულობდი თქვენთვის. მაგრამ ეხლა ესეთი წინათგრძნობა მაქვს: როცა ზეცაში წავალ უფალი მეტყვის, თუ რა მინდა იქ? მე მხოლოდ ერთს ვუპასუხებ: არ ვარ ღირსეული, უფალო, აქ ყოფნისათვის, მაგრამ რაც სურს შენს სიყვარულს ის გააკეთოს ჩემთვის. აქედან მოყოლებული არ ვიცი, თუ  რა იქნება. ვაღიარებ, რომ ამუშავდება უფლის სიყვარული.

და მუდამ ვისურვებდი რომ ჩემმა სულიერმა შვილებმა შეიყვარონ უფალი, რომელიც არის არსი ყოველთა და გაგვხადოს ღირსი შევაბიჯოთ შეუქმნელ მიწიერ მის ეკლესიაში. იმიტომ რომ, აქედან უნდა დავიწყოთ ყოველივე. ყოველთვის ვიყავი მონდომებული რომ მელოცა და წამეკითხა სხვადასხვა საეკლესიო კანონი, წმიდა წერილი და წმიდანთა ცხოვრებანი და გისურვებთ, რათა თქვენც იგივე გააკეთოთ. შევეცადე უფლის მადლით მივახლოებოდი თავად უფალს და თქვენც იგივე მოიმოქმედეთ.

ძალიან გთხოვთ ყველას, შემინდეთ, რათა გული დაგწყვიტეთ.

მღვდელმონაზონი პორფირი

კავსოკალივიელი 4/17 ივნისი 1991 წელი

შინაარსი
სანიშნეები