Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბრწყინავდა ველლიზიო! დიდი წარმატებით ჩაიარა შეხვედრამ „ნათელი სამყაროში“ | PEMPTOUSIA

ბრწყინავდა ველლიზიო! დიდი წარმატებით ჩაიარა შეხვედრამ „ნათელი სამყაროში“

16 December 2013

დიდი წარმატებითა და საუკეთესო შთაბეჭდილებებით დასრულდა შეხვედრა სახელწოდებით „ნათელი სამყაროში“, რომელიც შედგა ქალაქ თესალონიკის ΔΕΘ HELEXPO-ს ველლიზიოს სხდომათა დარბაზში 2013 წლის 11 დეკემბერს. ორგანიზატორი გახლდათ ინტერნეტ ჟურნალი პემპტუსია www.pemptousia.gr.

Elampse vellizio 01

ორგანიზატორების მიერ დაანონსებული საღამოს დასაწყისამდე, 19 საათი, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე, მრავალმა მსურველმა მოიყარა თავი საკონცერტო დარბაზში. შედეგი ის გალდათ რომ, ველიზზიოს დიდი ტევადობის დარბაზი მთლიანად გაივსო და მრავალ იქ მყოფს ფეხზე მდგომს მოუწია მთელი შეხვედრისათვის თვალ-ყურის დევნა.

შეხვედრა გახსნა „წმიდა მაქსიმე ბერძენის“ სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ბატონმა ნიკოლაოს გურაროსმა, მან მოკლედ მიმოიხილა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მიერ მათ მიმართ გაწეული წვლილის შესახებ, რომლის ძირითადი საქმიანობა, როგორც ხანგრძლივი გამოცდა მიმართულია ინსტიტუტის შეუჩერებელი წინსვლისაკენ. შემდეგ ბ-ნმა გურარომ ტრიბუნასთან მოუხმო მის მაღალუსამღვდელოესობას თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს. მან გამოხატა ადგილობრივი ეკლესიის დიდი კმაყოფილება „პემპტუსიას“ მიერ განხორციელებული სულიერი საქმიანობის მიმართ და აკურთხა მათ ეპარქიაში განხორციელებული ეს შეხვედრა. დასასრულს მოკლე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კალუგის ოლქის (რუსეთი) მალოიაროსლავის წმიდა ნიკოლოზის წმიდა მონასტრის წინამძღვარი დედა ნიკოლეა. თავის გამოსვლაში მან თბილი სიტყვები მიუძღვნა ათონური ბერ-მონაზვნური სახელმწიფოდან მომდინარე იმ სულიერ სხივებს, რომლებიც მრავლად ეღვენთება ღმრთისმოშიშ რუს ხალხს. უფლის მიმართ გამოხატა მადლიერება იმ დიდი სიხარულის გამო, რომ მიეცა შესაძლებლობა და ახლოს გაიცნო ვატოპედის სავანის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.

Elampse vellizio 02

Elampse vellizio 03

პროგრამა გააგრძელა კალუგის ოლქის მალოიაროსლავის წმიდა ნიკოლოზის წმიდა მონასტერთან არსებულმა ბავშვთა სახლის საბავშვო გუნდმა „პარამითიამ“, მათ იგალობეს ფსლმუნნი, წარმოადგინეს ტრადიციული და თანამედროვე სიმღერები. ამავე ანსმბლის მოცეკვავეთა გუნდმაც წარმოაჩინა თავიანთი ნამუშევარი. შიგადაშიგ აკომპანიმენტს აკეთებდა ცნობილი კომპოზიტორის ქრისტო ციამულის მუსიკალური ანსამბლი მომღერალ ქეთი კულლიასთან ერთად. ისეთი მელოდიები და ხმები ტრიალებდა დარბაზში და მოცეკავეებმაც ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომ კონცერტის უამრავ მაყურებელს დიდი სიამოვნების განცდა ჩამოუყალიბდა.

Elampse vellizio 04

შეხვედრა დასრულდა არქიმანდრიტი ეფრემის ბრძნული სულიერი საუბრით, რომელიც შეეხო მოახლოებულ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს, ასევე ბერძენი ხალხის გამოცდას მიმდინარე ეკონომიური კრიზისისას, ასევე იმ სულიერ გზავნილს, რომელსაც ათონის წმიდა მთა უგზავნის თანამედროვე მსოფლიოს, და ასევე საბავშვო გუნდი „პარამითიას“ მაგალითზე, რომლითაც მათი ეს ანთებული წარმოდგენა ბადებს იმედს – „ნათელი სამყაროში“. განსაკუთრებით მოიხსენია დედა ნიკოლეა და წმიდა ნიკოლოზის წმიდა მონასტრის დედათა სულიერი კრებული, მათ მიერ წარმოებული მრავალმხრივი საქმიანობებისათვის, რომელთა შორის მადლობა გადაუხადა სიმღერისა და ცეკვის გუნდ „პარამითიას“ ამ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

Elampse vellizio 05

ღირსეულია გამოსაყოფად, რათა იქ მყოფთა შორის იმყოფებოდნენ: ფლორინის, პრესპების და ეორდიას მიტროპოლიტი თეოკლისტე, ედესის, პელლის და ალმოპიას მიტროპოლიტი იოელი და დრამას მიტროპოლიტი პავლე. ასევე იქ იყვნენ, როგორც ათონის წმიდა მთის წმიდა მონასტრების იღუმენნი და მონაზონნი ასევე სასულიერო პირნი საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ადგილობრივი პოლიტიკური ხელისუფალნი და უნივერსიტეტის ლექტორნი.

იმავე დარბაზში გაიმართა ქრისტიანული წიგნების გამოფენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა იქ მყოფს გაუმასპინძლდნენ საზეიმო მიღებაზე.

ამავე შეხვედრას აშუქებდა სხვადასხვა ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის წარმომადგენელი, მათ შორის იყო „ პემპტუსია ტვ”, რომელთა მიერ ჩაწერილ იქნა მთელი შეხვედრა, მოგვიანებით კი კურთხევის სახით გავრცელდება ციფრული ტექნილოგიის სახით (DVD).

შინაარსი
სანიშნეები