თუ როგორ ცვლის მოძღვრის დარიგებანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებული რჩევებს

23 December 2013

დღეს, კვლავ ვაგრძელებთ ბატონი კოლიოფუტისის საგანმანათლებლო სტატიების სერიას, რომლებიც შეეხება მრევლის როლს იმ პრობლემების მოგვარების საქმეში, რაც ახალგაზრდების ქსელურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შედეგად იჩენენ თავს. კონკრეტულად კი, წინამდებარე სტატიაში ვიხილავთ იმ ძირითად გზებს, რომლებსაც ემყარება მოძღვრის რჩევა-დარიგებანი და რაც მრევლის მიერ მის წიაღშია განხორციელებული, რომლებსაც ასევე გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ გაანეიტრალონ ის უამრავი საფრთხე, რომელიც ქსელური ტექნოლოგიებს ზომაზე მეტ გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

სამრევლო ცხოვრების აღორძინება, რაც განსაკუთრებით შრომატევადი და რთული საქმეა და მღვდლის ინიციატივითა და მოქმედებებითაა შესაძლებელი, მოითხოვს მოძღვრის მუდმივ და განუწყვეტელ ინტერესს ცალ-ცალკე თითოეული ახალგაზრდის მიმართ, ხოლო მღვდლის სამოძღვრო საქმიანობა აშკარა დახმარებას გაუწევს მას, როგორც აღმზრდელის ავტორიტეტის შეძლებისდაგვარად აღდგენას. თუკი, დაკმაყოფილებული იქნება მოძღვრის წარმოჩენის აუცილებლობა, როგორც საზოგადოებრივი ერთიანობის ქარიზმატული და ჯანმრთელი პიროვნებისა, რომელსაც თავისი საქმიანობით ქრისტეს წამება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა გამოვლინებამდე მიაქვს, მაშინ სასულიერო პირი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს იმისათვის, რომ თავისი ყოფითა და საქმიანობით შეძლოს და ახალგაზრდათა ცნობიერება დაიცვას ქსელური ტექნოლოგიების აღმზრდელობითი მოდელების კატალიტიკური ზემოქმედებისაგან.

Diadiktiaka 012

თუკი მოძღვარი გვერდში დაუდგება თანამედროვე ეპოქის გულნატკენ ადამიანს, რომელიც მარტოობისთვის, ექსპლუატაციისთვის და ზეწოლისთვისაა განწირული, მაშინ იგი გონივრულად მოახერხებს თავისი მორყეული ქმედითუნარიანობის აღდგენას და ახალგაზრდების ყურადღებას მიიქცევს, რომლებიც, ბუნებრივია, რომ მისაბაძი და ავტორიტეტული მოდელების ძიებაში არიან და მათ აიდეალებენ. მოძღვრებს ინტერესი უსახლკაროთა, მარტოხელათა და მიტოვებულთა, ასაკოვანთა, ინვალიდთა, რეალურად არაფრისმქონეთა, ბავშვებისა და მარტოხელა დედების, ავადმყოფებისა და საპყრობილეში მყოფთა მიმართ, საზოგადოების „მოწინავე წევრების“ რიგებში მოაქცევს, რომლებიც სიყვარულის გზას უჩვენებენ ჩვენი ეპოქის ყველა იმ დიდ საზოგადოებრივსა და ეთიკურ პრობლემებს. როდესაც არსებობს ვინმე მოწინავე (წინამძღოლი), მაშინ მას გაჰყვებიან სხვებიც: მრევლის წევრები, მოხალისეები, თანამშრომლები, მეგობრები, ნაცნობები და უცნობები, უპირველეს ყოვლისა კი, ახალგაზრდები, რომლებიც ამგვარი სახის ბრძოლებზე ოცნებობენ.

სწორედ ამგვარი სულიერი ატმოსფეროს წიაღში, რაც ურთიერთსიმპათიის შეგრძნებას წარმოშობს და საკუთარი ძმის გაჭირვების მიმართ მოძღვრის თანაგრძნობაზე ამეტყველდება, მღვდელი მოახერხებს სულიერი შვილების მოპოვებას და მათზე ზრუნვას, ხოლო ახალგაზრდებს კი გაანდობს ჭეშმარიტი ქრისტიანული იმედის მნიშვნელობას, რაც ქრისტეს მიერ სიკვდილის შეუქცევადი დამარცხების შესახებ ეკლესიის უეჭველობით საზრდოობს. რწმენის იმედი და ღმრთის ნების მიმართ ადამიანის ნდობა, რაც გამოხატულია მოყვასის თანადგომით, ეწინააღმდეგება უიმედობის სულისკვეთებასა და სასოწარკვეთილებას, რომელიც თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი მახასიათებელია, განსაკუთრებით კი იგი ახალგაზრდებში იჩენს თავს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების გამოუვალ მდგომარეობებში ხშირად გაყალბებულად გრძნობენ თავს.

მოძღვარი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი ოპტიმიზმით შეეწინააღმდეგონ თანამედროვე ცხოვრების გაურკვევლობას. მათ უფრო მეტი ძალითა და ოპტიმიზმით შეაიარაღებს, რათა თავიანთი ცხოვრების ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება შესძლონ და გაამყარებს მათ ნებისყოფას ქსელური ტექნოლოგიების ყველა უარყოფითი მესიჯებისგან თავდასაცავად, რომლებიც წარმოშობენ პესიმისტურ, თვითგამანადგურებელ და შიშის მომგვრელ განწყობას.

თუკი მღვდელი ახალგაზრდების პატივისცემისა და ხათრის მოპოვებას შეძლებს და ამით იგი მათ ცნობიერებაში მიბაძვის მაგალითად იქცევა, სწორედ მაშინ, არაპირდაპირი გზით უნდა მოახერხოს ქსელური ტექნოლოგიების სიმბოლოების „დესაკრალიზაცია“ და მასზე დამოკიდებულების შემცირება ყველა იმ ახალგაზრდას შორის, რომელიც, როგორც გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე არჩევანის გაკეთებისას ქსელური ტექნოლოგიების მხრიდან უპრეცედენტო გავლენას განიცდის. თუკი, ახალგაზრდებისათვის მოძღვარი მნიშვნელოვან ფიგურად იქცევა და ახლობელ „ადამიანად“ აღიქმევა, რომელთანაც ყოველთვის მიუხარიათ მისი ზნეობრივი დარიგების, მამობრივი რჩევის, მეგობრული აზრის ან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, იქნებ, სწორედ მაშინ, მათ აღარ გაუჩნდებათ საჭიროება იმისა, რომ მონაწილეობა მიიღონ რომელიმე ხანგრძლივ ონლაინ დისკუსიაში, რომელიც სწორედ იმისთვისაა, რათა მიიღონ რჩევა-დარიგებები ან მითითებები. მოძღვრის რჩევა-დარიგებანი გონივრულად ჩაანაცვლებს „ინტერნეტ“ რეკომენდაციებს.

სტატიის სწორედ ამ ნაწილში საშუალება გვეძლევა, რომ ყურადღება გავამახვილოთ სამოძღვრო საქმიანობის შეცნობის მნიშვნელობაზე თავად იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებისკენაცაა ეს მოძღვრება მიმართული. თავად აღსაზრდელის მხრიდან პედაგოგის წარმატებული საქმიანობის მიმართ გამოხატული ეჭვი დამოკიდებულია პედაგოგის ურთულეს მცდელობაზე, რომ იგი რაც შეიძლება მეტი წარმატებით შეეწინააღმდეგოს აღსაზრდელი სუბიექტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სწორედ ამგვარი მიდგომა არღვევს აღმზრდელობითი მიზნების ძირითად მიღწევებს. და პირიქით, როდესაც აღსაზრდელი სუბიექტი გრძნობს იმ მონდომებას, რომელსაც მისადმი იჩენს პედაგოგი, რათა დაკმაყოფილებულ იქნას მისი მოთხოვნილებანი, მგრძნობიარე ხდება, სიმპათიის შეგრძნება ეუფლება, აღფრთოვანებითა და პატივისცემით იმსჭვალება პედაგოგის მიმართ და უფრო მეტი ხალისითა და მონდომებით ცდილობს აითვისოს ის მასალა, რის შესწავლასაც მას სთავაზობენ [1].

იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება შეიგრძნობს მოძღვრის სასარგებლო, სასიკეთო ღვაწლს, წახალისებისა და მხარდაჭერის მსგავსს შეგრძნებას შევხვდებით სამოძღვრო სამსახურის სივრცეში [2]. ხოლო, თუკი, სუბიექტი ვერ შეიგრძნობს მოძღვრის გადამწყვეტ წვლილს პრობლემებთან რეალური შეჯახებისა და მისი ყოველდღიური ცხოვრების სირთულეების დროს, ანდა მისი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მან დახმარების ძიების მიზნით სხვა საშუალებებს მიმართოს, მაგალითად როგორიცაა ქსელური ტექნოლოგიები, რომლებიც იმისკენაა მიმართული, რომ შეცვალოს ანდა სრულიად უგულებელყოს მოძღვრის პიროვნება და მისი საქმიანობა. სწორედ ამის გამო, მღვდელი ვალდებულია მოიპოვოს ახალგაზრდების პატივისცემა და რიდი. ვალდებულია ისეთ აუცილებლობას წარმოადგენდეს მათთვის, როგორც მაგალითად ექიმი თავისი ავადმყოფისთვის, ანდა მასწავლებელი – თავისი მოწაფისთვის. თუკი, ამგვარი რამ მოხდება, იქნებ, სწორედ მაშინ, ახალგაზრდა თავს დააღწევს ქსელური ტექნოლოგიების ცრუპედაგოგიურ უფლებამოსილებას და ქრისტეს მადლმოსილი, ქარიზმატული პედაგოგების მიმართ თავის მისწრაფებებს გამოამჟღავნებს, რომლებიც ვალდებულნი არიან სულიერი მასწავლებლები იყვნენ და თავიანთ სამწყსოს ქრისტესთან ერთად ცხოვრება შთააგონონ [3].

დღეს, როდესაც ესოდენ კრიზისულსა და პრობლემებით აღსავსე ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, არსებობს საკმარისი მაგალითი ისეთი მღვდლებისა, რომლებიც ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს უკიდეგანო სიყვარულის მიბაძვით მადლმოსილ, ქარიზმატულ მოძღვრებად გარდაიქმნებიან, რომლებიც გაჭირვებაში მყოფი ძმისთვის სამოძღვრო სამსახურის ამაღელვებელ ინიციატივებს თავის თავზე იღებენ [4]. მხედველობაში გვყვავს სულიერი მამები, რომლებიც საჯარო სამსახურის მენტალიტეტს მათი მოძღვრული მოვალეობის პრაქტიკიდან გამორიცხავენ და თავიანთი ენერგიული და ინდივიდუალური მაგალითით, რჩევა-დარიგებებით ახალგაზრდების თვალში ცოცხალ და ავტორიტეტულ მოდელებად გარდაიქმნებიან.

გამოყენებული მასალა:

1. Ο προσανατολισμός της διαπαιδαγώγησης στις ανάγκες του παιδαγωγούμενου αποτελεί μία από τις τεχνικές υποστήριξης της διαδικασίας της μάθησης και έχει την πηγή της στις κοινωνικές προοπτικές της μάθησης. Βλ. σχ. Alexander Α. P., Winne H. P., Handbook of Educational Psychology, Νew Jersey 20062, σ. 337. Η πεποίθηση του παιδαγωγούμενου, ως αποτέλεσμα των ενεργειών του παιδαγωγού, πως η επίλυση ενός προβλήματος μπορεί να ικανοποιήσει βασικές του ανάγκες συμβάλλει καίρια στη διαμόρφωση ενός ελκυστικού παιδαγωγικά περιβάλλοντος. Βλ. σχ. Cohen J.,Educating Minds and Hearts: Social Emotional Learning and the Passage into Adolescense, Νew York 1999, σ. 65.

2. π. Θερμός Β., Ποιμαίνοντες μετ’ Επιστήμης, Αθήνα 1996, σ. 63.

3. π. Καλλιακμάνης B., Ο Εκκλησιολογικός Χαρακτήρας της Ποιμαντικής, Λεντίω Ζωννύμενοι ΙΙ, Θεσσαλονίκη 2005, σ. 60.

4. Χαρακτηριστικό παράδειγμα αυτό της Κιβωτού του πατρός Αντωνίου Παπανικολάου στην Αθήνα, η οποία ιδρύθηκε το 1998, προκειμένου να βοηθήσει νέα παιδιά εγκαταλειμμένα, μπλεγμένα στα ναρκωτικά και την εξαθλίωση. Ο 26χρονος ιερέας, διαπιστώνοντας τις πολύ άσχημες συνθήκες διαβίωσης των παιδιών θέλησε να βοηθήσει με σκοπό να ανατρέψει και να βελτιώσει αυτήν την άσχημη κατάσταση και να αποτελέσει η Κιβωτός μία εστία φροντίδας, συμπαράστασης και ελπίδας για το μέλλον αυτών των παιδιών της «άλλης» Αθήνας.: http://www. kivotostoukosmou.org/kivotos/.

შინაარსი
სანიშნეები