Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
საქართველოს პატრიარქი – ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელი და საიმედოა | PEMPTOUSIA

საქართველოს პატრიარქი – ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელი და საიმედოა

1 January 2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II სრულიად საქართველოს ულოცავს კალენდარული ახალი წლის დადგომას.

Patriarxis Ilia II

“ყველას მოგესალმებით. ღმრთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ დიდი იმედებით ვხვდებით. დღესაც ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ “ნოსცეტე იფსუმ” – “შეიცანი თავი შენი”. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფეარი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა.

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი, ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ უნდა გახდეს ასპარეზი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისა. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში.

დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ “უძლურებასა შინა მყოფთა”, ავადმყოფებს, საავადმყოფოში, თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მადლი ღმრთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ მთხვევის დროს ღმრთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე. კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა.

შინაარსი
სანიშნეები