Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მამა პორფირის პატარა მეგობარი | PEMPTOUSIA

მამა პორფირის პატარა მეგობარი

6 January 2014

დაჟინებით ვუცქერ მამა პორფირის ხატს – წმიდა პორფირის ხატს, როგორც მას ეძახიან ჩემს ირგვლივ მორწმუნეები. ვუცქერ მის ხატს, რომელზეც მას შარავანდედი აქვს და თავს უგნურად ვგრძნობ. ღმერთო, როგორი უგუნური ვარ! მაშასადამე, ის მოძღვარი, რომელიც მე მდუმარედ მღებულობდა, როცა მის კელიაში შეშინებული შევდიოდი, წმიდანი ყოფილა? ის ტკბილი, მომთმენი ბერი, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს უარს კატეხიზმოს სახის დარიგებები მიმეღო, რომელიც არასდროს ასეთ რჩევას არ მაძლევდა, წმიდანი ყოფილა? მაშასადამე იგი წმიდანი იყო! და მე ახლა უგუნურად მიმაჩნია თავი, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ იგი წმინდანი იყო, თუმცაღა მისი მეშინოდა.

Agios Porfirios 11

ბავშვი ვიყავი, როდესაც იგი გავიცანი, ყველა იმ შინაარსის პრობლემატიკით, რომელიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, როდესაც იგი ველურ შავ სიყმაწვილის ხანაში შედის. მე ქრისტიანულ პრინციპებზე აღზრდილი ბავშვი ვიყავი, რომელთა დანგრევაც მსურდა, რადგან არ მომწონდა, არ მაკმაყოფილებდა და მზღუდავდა. ასეთი ბავშვი ვიყავი, როდესაც მამა პროფირი გავიცანი, ამიტომ თავს შეზღუდულად ვგრძნობდი, როცა მშობლებს მის სანახავად იძულებით უნდა გავყოლოდი. მისი ნახვა კი მათ ძლიერ ახარებდათ. ძალზე ვღიზიანდებოდი, როდესაც კვირაობით, შუადღით, ჩემი ჯინსი უნდა გამეხადა და კაბა ჩამეცვა, რათა მასთან წავსულიყავი და მას ხელზე ვმთხვეოდი. ახლაც კი მახსოვს ეს ჩემი გაბრაზება, რომელიც ჩემში ჩუმად ბუდობდა – რადგან ვერ ვბედავდი მეთქვა, რომ არ მინდოდა მისი ნახვა.

ვერ ვბედავდი, რადგან შინაგანად ვიცოდი, რომ იგი წმიდანი იყო – როგორ მეთქვა უარი ასეთი ადამიანის მიერ დალოცვაზე? მეორეს მხრივ კი მისი მეშინოდა, რადგან იგი წმიდანი იყო. თავიდან მისი მეშინოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ მან ჩემი ფიქრები და საქციელები იცოდა და მეშინოდა არ გაემჟღავნებინა რამე დედაჩემისთვის… და როცა მივხვდი, რომ არაფერს არ უმხელდა დედაჩემს, მაინც მეშინოდა, რადგან მჯეროდა, რომ იგი მკიცხავდა ჩემი საქციელებისა და საუბრის გამო, იმის გამო, როგორიც ვიყავი და რომ იგი არ მთვლიდა თავის მეგობრად – და რატომ უნდა ჩავეთვალე? იგი თავის მეგობრებად ჩემს დას, დედაჩემს და მამაჩემს თვლიდა.

მათ ესაუბრებოდა, მათ ეპატიჟებოდა, მათ ამთხვევდა ჯვარზე, რომელიც მას ხელში ეჭირა, მე კი – არა. მე არ გამომიწვდიდა ხელს, რომ ვმთხვეოდი… ჩემით მივდიოდი, შეშინებული, ვაიძულებდი საკუთარ თავს ეს გამეკეთებინა და ყოველთვის იმის შიშით მოვდიოდი, რომ არ მიმიღოს. ვიდრე ერთ დღეს, შაბათ დღეს, შუადღისას, დედაჩემმა სასწრაფოდ არ მთხოვა გავმზადებულიყავი მამა პორფირისთან წასასვლელად. მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ გავბედე და ამიტომ დავიყვირე, რომ შარვლით მინდოდა წასვლა. დედაჩემი შეუდრეკელი ადამიანი იყო, ამიტომ განრისხებული შევედი ჩემს ოთახში და სიმარტოვით გამხნევებულმა, მამა პორფირი უხამსად მოვიხსენე. ამდენი წლის შემდეგაც კი მრცხვენია იმის, რაც მარტომ ვთქვი ჩემს ოთახში.

ამის შემდეგ, ოთახიდან კაბაში ჩაცმული გამოვედი, მდუმარე და კვლავ შიგნიდან რისხვით აღსავსე მანქანაში ჩავჯექი. როდესაც მის კელიაში მივედით, ყველანი შევედით – მე უბრალოდ მის ხელზე მთხვევას და გარეთ გამოქცევას ვფიქრობდი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იმ საღამოს მან სახელით მომმართა. „მოდი ჩემთან მარო“, – მითხრა და ხელი გამომიწოდა. ღმერთო ჩემო, როგორ მომეწონა, რომ მომმართა ისე, როგორც ჩემი მეგობრები მეძახიან! და როგორ მომეშვა გულზე მისი ასეთი შეხვედრით! ვფიქრობდი, რომ იგი რომ წმიდანი ყოფილიყო პირველად ასე არ მიმიღებდა იმის შემდეგ, რაც ჩემს ოთახში მის წინააღმდეგ ავმხედრდი. ვფიქრობდი, რომ მან არ იცოდა რაც ვთქვი…

და მაშინ როცა გულს მომეშვა, გავიგე მისი ხმა, რომელიც სიყვარულით – დიდი სიყვარულით მომმართავდა: „მარო, შეგიძლია, გახვიდე ცოტა ხნით გარეთ, რომ დედაშენს დაველაპარაკო?“

მაშინ მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შთავენთქი! დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც წმიდანი, არა მარტო გაიგებდა იმას, რაც წავიჩურჩულე ჩემთვის, არამედ ყველაფერს ეტყოდა დედაჩემს! გარეთ გამოვედი და გული კი გასკდომაზე მქონდა, გამალებით ცემდა იმ ხნის მანძილზე, რაც გარეთ ვიცდიდი. ვიცდიდი და მომზადებული ვიყავი ფიქრში თავდაცვისათვის: თავი შევიგულიანე და საბრძოლველად მოვემზადე! ოღონდ არანაირი ბრძოლა არ მომხდარა. არ ვიცი რა უთხრა მან დედაჩემს, ის კი ვიცი, რომ როცა დედა მისი კელიიდან გამოვიდა, მოვიდა ჩემთან და ბოდიში მომიხადა, ოღონდ არ აუხსნია რისთვის მიხდიდა ბოდიშს. კიდევ ის ვიცი, რომ დედა ამის მერე არასდროს აღარ მაძალებდა მამა პორფირისთან მათთან ერთად წასვლას. ჩემით მივდიოდი, სირცხვილის გამო, რადგან არ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ არ მინდოდა წასვლა, რადგან მშურდა იმ ურთიერთობისა რაც ჩემს დას ჰქონდა მამა პორფირისთან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მესიმპათიურებოდა იგი.

მინდოდა მყვარებოდა იგი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა იგი. მსურდა მისი კურთხევის ძალა შემეგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვგრძნობდი მას. მსურდა თავის პატარა მეგობრად ჩავეთვალე, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი არ ვიყავი მისი მეგობარი. სიყმაწვილის სიბნელიდან უნდა გამოვსულიყავი, რომ შემრცხვენოდა და მივხვედრილიყავი, რომ მან მე ისეთი მიმიღო, როგორიც ვიყავი. მივხვდი, თუ რატომ არ მიწვდიდა ხოლმე იგი ხელს – არა არაკეთილგანწყობის გამო, არამედ სიყვარულის გამო. ჩვენს ურთიერთობებში იგი გულწრფელი იყო, მე კი – ყალბი. მე ვუახლოვდებოდი მას, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა და ის კი ხელს არ მიწვდიდა, ვინაიდან ჩემს შიშს და წინააღმდეგობის გრძნობას სცემდა პატივს.

მე ვზღუდავდი მაროს, ჩემს საკუთარ თავს და ის მას ღებულობდა და აკეთებდა იმას, რაც მაროს სურდა… ჩემს რისხვასაც კი იგი ლოცვად მიიჩნევდა. იგი არასდროს არ მიხსენებდა ქრისტეს სახელს, არ მაძლევდა არანაირ რჩევას, არ მესაუბრებოდა სასწაულების შესახებ, რომ მე დამეჯერებინა. უკვე ვიცი, რომ ის სიჩუმე იყო ყველაზე საშინელი დასტური იმისა, რომ მას მე მეგობრად ვყავდი მიჩნეული და მიღებული, ისეთი როგორიც ვიყავი. ამიტომაც მგონია, რომ იგი იყო ის ერთადერთი, ვინც არ შემეწინააღმდეგა, როდესაც თეოლოგიურზე ჩავაბარე. ყველა დანარჩენი, მეგობრები თუ ნათესავები შეშფოთდნენ: მარო თეოლოგიურზე? მე თვითონაც კი არ ვიცი, რატომ ავირჩიე პირველ რიგში თეოლოგია. მამა პორფირიმ არაფერი თქვა. არც მომილოცა, არც განსაკუთრებულად აღნიშნა ეს წარმატება. სიჩუმით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას და ის დისტანცია დაიკავა, რაც ჩემს სულს სურდა. ზოგჯერ ვფოქრობ, რომ ხედავდა რა ველურს ჩემში, მე თავად უფალს მიმაბარა და ეს არის ჩემთვის უდიდესი დადასტურება იმისა, რომ მას მე თავის პატარა მეგობრად ვყვადი მიჩნეული…

ასეთი ურთიერთობა მქონდა მამა პროფირისთან ცხოვრების ბოლომდე. მე ვერასდროს ვერ მოვლბი და ის კი ჩემს საქციელებს სიყვარულის მაგალითად მიიჩნევდა. კიდევ ერთხელ შეურაცხვყავი მამა პორფირი, კვლავ მის ზურგს უკან – როგორც ნამდვილმა მხდალმა! კვლავ შაბათი დღე იყო, მე სტუდენტი ვიყავი და გამოცდების პერიოდი იყო. ორშაბათს გამოცდას ვაბარებდი და შაბათს, საღამოს 9 საათზე, შევიტყვე, რომ შეცდომით სხვა მასალას ვსწავლობდი. პანიკაში ჩავვარდი და როცა დედაჩემი ჩემს დაწყნარებას შეეცადა, მითხრა: „რას წვალობ? მამა პორფირი ხომ გყავს!“ მე კი ვულკანივით ვიფეთქე: „თავს არ გაგვანებებ შენი მამა პორფირით? რას გამიკეთებს ახლა მამა პროფირი?“

ამ დროს ტელეფონმა დარეკა და გავიგე დედაჩემის ხმა: „მამაო! … აი აქ არის მარო. ჩემს გვერდით!“ სად დავმალულიყავი არ ვიცოდი! შეშინებულ კატასავით ავიღე ტელეფონის ყურმილი და მე, რომელმაც ჩემი ომახიანი ხმით ეჭვ ქვეშ დავაყენე იგი, ახლა ვჩურჩულებდი. მისი კითხვა არ დამავიწყდება არასდროს: „მაშ, მითხარი, თქვენ ორიდან სინამდვილეში რომელმა ახსენეთ ჩემი სახელი?“ – შემეკითხა, თითქოსდა სურდა, დაედასტურებინა რომ მას, როგორც წმიდანს, ესმოდა არა პირით გამოთქმული, არამედ სულის მიერ გამოთქმული სიტყვები… „შეგიძლია, ხვალ მოხვიდე და აქ იმეცადინო?“ – შემეკითხა ისე თავაზიანად, როგორც არასდროს არავის მოუმართავს ჩემთვის.

შერცხვენილი დავთანხმდი. სხვა არაფერი უთქვამს ისე დაკიდა ყურმილი. შემდგომ დილით, ზუსტად 7 საათზე, ჩემს მშობლებთან ერთად ვიყავი მალაკასაში [მალაკასა – ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რაიონში მდებარე სოფელი]. პაპა პორფირის ბრძანება გაეცა, ჩემთვის სამუშაო ადგილი მოეწყოთ – მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში წირვა ტარდებოდა. იგი მე ისეთს მღებულობდა, როგორიც ვიყავი… 10 საათის შემდეგ, როდესაც თავის კელიაში მიმიღო, კვლავ არ უთქვამს ბევრი რამ ჩემთვის: „ნეტავ ცოტათი მაინც გწამდეს! 10 ქულას მიიღებდი!“ დელიკატურად მითხრა და წიგნი ოთხჯერ გადაშალა. „არა უშავს ოღონდ. 5 ქულაც კარგია!“

ოთხი საკითხიდან ორი ვისწავლე. დანარჩენი ორი უაზროდ და მოსაწყენად მივიჩნიე. ოთხივე საკითხი შემხვდა და მე 5 ქულა მივიღე! დამაკმაყოფილებელი იყო! მაწყობდა! სხვა დროსაც მამა პორფირის დახმარებით 5 ქულას ვღებულობდი ხოლმე. უფრო მეტს ვერ ვგუობ, არც ვარ ღირსი და ვიცი ეს. მე მაკმაყოფილებს ეს 5 ქულა… მე ვგრძნობ, რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მე ეს მყოფნის. და რაც შეეხება იმას, რომ იგი წმიდანია? მე ეს ვიცი, მაგრამ ამას ვერ იტევს ჩემი გონება… მამა პორფირი ყოველთვის წმიდანი იყო, მხოლოდ წმიდანი თუ იგუებდა ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ.

მამა პორფირი, ჩემი სულიერი მამა, ჩემთვის იყო და იქნება წმიდანი. იგი ჩემს ურწმუნოებას, ეგოიზმს და ეჭვებს ჩემთან ურთიერთობის საშუალებებად იყენებდა. ეს ის მოძღვარია, რომელსაც არასდროს მოუცია ჩემთვის საყვედური, არ უპირფერია, არ მივუტოვებივარ არასდროს, მხოლოდ თავისი აბსოლუტურად საჭირო სიტყვებით დამაკლდა. ეს ის მოძღვარია, რომელიც არასდროს მპასუხობს ფარისევლურ მიმართვაზე და ყოველთვის მღებულობს, როდესაც მას უბრალოდ როგორც მარო ვესაუბრები…

წყარო: www.eptalofos.gr/

შინაარსი
სანიშნეები