Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ახმედი, ოსმალი წმიდანი | PEMPTOUSIA

წმიდა ახმედი, ოსმალი წმიდანი

13 January 2014

წმიდა ახმედი (†24 დეკემბერი)

ა) ეკლესია ყოველ ეპოქაში წმიდანებითაა შემკული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწყალე და მომთმენი უფალი, ღმრთისმშობელი და ერთარსი სამება, არ ტოვებს სამყაროს. ამგვარად, წინასწარმეტყველნი, მართალნი, მოციქულნი, მახარებელნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი, როგორც მღვდელმოწამენი, ისე ახალ მოწამენი (საბერძნეთის ეკლესიაში ამგვარად იწოდება ქრისტიანი, რომელმაც მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის თავისი სიცოცხლე მოწამეობრივად აღასრულა ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში), რომელნიც წმიდა სამების მადლით იყვნენ გაძლიერებულნი და იესო ქრისტეს სხეულის ცოცხალ ნაწილებად იქცნენ.,“თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 12, 27).

Agios neomartiras Ahmet

ბ) წმიდანები საზოგადოებისა და ისტორიული მოვლენების შესაბამისად ჩნდებიან. თუკი, დევნის პერიოდში გვყვავდა მოწამენი, რწმენის თავისუფლების, განათლებისა და ლიტერატურის აყვავების ხანაში ასპარეზზე გამოდიან სწავლული მწერლები და სახელოვანი ჰიმნოგრაფები. ახლად წამებულნი თურქ-ოსმალთა ბატონობის პერიოდში გამოჩნდნენ, როგორც ბერძენი ერისა და ქრისტიანული კულტურის დამცველნი, როგორც რწმენისა და მოთმინების მაგალითები. და როგორც ეს მოციქულის მიერაა აღნიშნული, რწმენის გამოცდის შედეგად იბადება მოთმინება, რომელიც ბოლომდე აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნებული, „ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრულ აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაით ნაკლულევან“ (წმ. მოციქულ იაკობის კათოლიკე ეპ. 1, 4).

გ) ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელი ახალ მარტიროლოღიოში (წმიდა წამებულთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემცველი კრებული) აღნიშნავს, რომ უფალმა ახლად წამებულთა ასპარეზზე გამოსვლა ხუთი მიზეზის გამო ინება: რათა მათ თავიანთი წვლილი შეეტანათ მართლმადიდებლური რწმენის აღდგენის საქმეში, რათა საღმრთო განკითხვის დღეს სხვა აღმსარებლობის მქონე ხალხის საქციელი უპატიებელი გამხდარიყო, რათა ისინი აღმოსავლეთის ეკლესიის დიდებად და სიამაყედ, ხოლო უცხო სარწმუნოების მქონე პირთათვის კი სირცხვილად ქცეულიყვნენ, რათა მოთმინების მაგალითებად და გარდა ამისა, თითოეული ქრისტიანისათვის მისაბაძ პიროვნებებად წარმოჩენილიყვნენ.

დ) ახალმოწამე ქრისტიანთა აღწერილ ცხოვრებათა შორის ასევე ვხვდებით ცნობებს ახმედ ქალფას ხანმოკლე ცხოვრების შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანი იყო, რაღაც სასწაულებრივი გზით გაქრისტიანდა და 1682 წელს მოწამეობრივად აღესრულა. მისი ხსენების დღედ 24 დეკემბერი და 3 მაისია მიჩნეული. ახალ მარტირიონში შემდეგს ვკითხულობთ: „მას ჰყავდა რუსი მონა ქალი, რომელთანაც იყო შეუღლებული და რომელსაც განსაკუთრებულ დღეებში არ უშლიდა ქრისტიანთა ტაძარში წასვლას. ხოლო, როდესაც ქალი ეკლესიიდან ბრუნდებოდა, იგი უცნაურ კეთილსურნელოვნებას გრძნობდა, რომელიც ქალს პირიდან ამოსდიოდა, ერთხელაც ჰკითხა მას, თუ რას ჭამდა, რომ ამგვარ სურნელებას აფრქვევდა?“.

ე) „ხოლო ქალმა მიუგო, რომ იგი სეფისკვერს ჭამდა და ნაკურთ წყალს სვამდა. ახმედმა ეს რომ გაიგო, მოიწვია დიდი ეკლესიის ერთ-ერთი სამრევლო მღვდელი და მას მიუგო, რომ ტაძარში მისთვისაც მოემზადებინა ადგილი, როდესაც ღმრთისმასახურებას პატრიარქი აღავლენდა. ასეც მოხდა და მან სასწაული იხილა! როდესაც პატრიარქი ერს ლოცავდა, ტრიკირიონიდან და მისი თითებიდან სხივები გამოსჭვიოდა და იქ მდგომ ქრიატიანებს თავზე ეღვრებოდა, მხოლოდ მას არ ეფინებოდა თავზე ეს სხივები“.

ვ) „ამ სასწაულის ხილვის შემდეგ მან მღვდელს უხმო და მოინათლა, გარკვეული დროის განმავლობაში ფარული ქრისტიანი იყო. ერთხელ, ერთ-ერთი შეკრების დროს, მბრძანებლები ერთმანეთში კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი? ახმედსაც დაუსვეს ეს კითხვა, ხოლო მან კი რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, იმდენად ხმამაღლა დაიყვირა: ყველაფერზე უფრო დიდი არის ქრისტიანთა რწმენა. მან თავისი თავი ქრისტიანად აღიარა, უშიშრად იქადაგა განკაცებული უფლის – იესო ქრისტეს მთელი საიდუმლოს შესახებ და უარი არ თქვა, რომ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულებინა“.

ზ) ახმედი კეთილი მისწრაფების ადამიანი იყო, ეს სწორედ იმაში გამოიხატება, რომ იგი თავის რუს მეუღლეს ეკლესიაში სიარულის ნებას რთავდა. ცხადია, რომ ქალს ჰქონდა ეპიტიმია, არ ეზიარებოდა, თუმცა სეფისკვერსა იღებდა და ნაკურთხ წყალს სვამდა. მიუხედავად ამისა, მისმა რწმენამ აკურთხა ახმედი. ამ შემთხვევას კარგად ერგება მოციქულის სიტყვები: „და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 7, 13-14). თუმცა, აქ თავს იჩენს ერთი კითხვა: როგორ დაინახა სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანმა ღმრთაებრივი ლიტურგიის ჟამს შეუქმნელი ნათელი, რომელიც პატრიარქის ხელებიდან გამოდიოდა და ქრისტიანებს თავზე ეფინებოდა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი. ჩანს, რომ არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რომელიც მხოლოდ უფლისთვისაა ცნობილი და რომ საღმრთო ლიტურგიის დროს სულიერ გამოცდილებებს ასევე სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებიც ეზიარებიან. ეს უცნაური შემთხვევა ნათელს ჰფენს, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ქრისტიანების და არა მხოლოდ წმიდა ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებას…

შინაარსი
სანიშნეები