Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა სილიბისტრო, რომის სასწაულთმოქმედი პაპი | PEMPTOUSIA

წმიდა სილიბისტრო, რომის სასწაულთმოქმედი პაპი

15 January 2014

2/15 იანვარს ეკლესიის ერთ-ერთი დიდი წმიდანის – წმიდა სილიბისტრო რომის პაპის ხსენების დღეა. წმიდა სილიბისტრო ძველ რომში ცხოვრობდა ქრისტეს შობიდან მე-4 საუკუნეში. მას დიდი სათნოება, განათლება და ღმრთის მადლი გააჩნდა. როდესაც გარდაიცვალა რომის პაპი მილტიადისი, წმიდანი რომის საეპისკოპოსო ტახტზე ავიდა და გაბრწყინდა. მისი მადლით გაბრწყინდა სრულიად რომი. წმიდა სილიბისტრო ასევე დიდი სასწაულთმოქმედი გახლდათ. მას მაცხოვარის ისეთი სიყვარული გააჩნდა, რომ უფლისგან მადლი მიენიჭა, იგი სასწაულებს იქმნოდა, განასხავდა ეშმაკთ, კურნავდა ავადმყოფებსა და პარალიზებულებს. ყველას სთავაზობდა სამყაროს სინათლეს – იესო ქრისტესა და მის მიერ ბოძებულ ხსნას.

Agios Silvestros, Papas romis 2

წმიდა მამებისა და სინაქსარის (წმიდანთა ცხოვრება) მიხედვით, წმიდა სილიბისტრო სწორედ ის პიროვნება გახლავთ, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ გაუძღვა და მონათლა კონსტანტინე დიდი. გარდა ამისა, მას მოიხსენებს ასევე ჟამთააღმწერელი თეოფანისი. იგი მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ერთი ებრაელი ჯადოქარი თითქოსდა სასწაულებს ახდენდა. მან ისე მოახერხა, რომ მრავალი ადამიანი აღტაცებული და აღფრთოვანებული იყო მისით. მან ერთხელ, თითქოსდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ასეთი რამ თქვა: „დანა დაარტყით ხარს, მე კი მას გადავარჩენ“. მართლაც დაჭრეს ხარი, რის შემდეგაც იგი რაღაცას უხმობდა, არ ვიცი რას უხმობდა, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ ბოროტს უხმობდა, რათა განეკურნა ხარი. თუმცა, არაფერი ხდებოდა. მაშინ, ქრისტიანებმა რომის პაპს სილიბისტროს – თავის მამას უხმეს, გვმართებს ვიცოდეთ, რომ „პაპი“ (ο πάπας) ნიშნავს მამას, ხოლო ბერძნულად მახვილის ერთი მარცვლით შეცვლის შედეგად ხდება ეს (ο παπάς). წმიდანი მაშინვე მივიდა ხალხთან და ასე მიმართა: „ხარო, ქრისტეს სახელით, ადექი ფეხზე. რადგან მას შენ უყვარხარ“. მართლაც, ხარი მაშინვე წამოდგა ფეხზე, სიარული დაიწყო და თავისი პატრონის კუთვნილი ბოსლისაკენ გაეშურა. მას შემდეგ, რაც ხალხმა ეს ყოველივე იხილა, მრავალმა კერპთაყვანისმცემლებიდანაც კი იწამა ქრისტე.

გავიდა მრავალი წელი და დრო, წმიდა სილიბისტრომ კი, რადგანაც იგი ესოდენ ბევრსა და ესოდენ დიდ სიკეთეს სთავაზობდა ჩვენს ეკლესიას, უფალთან ერთად დაივანა. დაობლებულმა ქრისტიანებმა დაიტირეს თავიანთი წმიდანი და შეევედრნენ, რომ მათთან ერთად ყოფილიყო. და როგორც ნათქვამია დღის სინაქსარის მშვენიერ დისტიქში, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა სილიბისტრო წავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან, იგი თავისი გონებით, სულითა და სასწაულებით მუდამ დედამიწაზე იმყოფება.

(არქიმანდრიტი ანანია კუსტენისი, ზამთრის სინაქსარი, ტ. I, გამომცემლობა „ზღვის სანაპირო“, გვ. 122-123)

შინაარსი
სანიშნეები